უფლისადმი - uflisadmi
x

უფლისადმი - uflisadmi

უფლისადმი - uflisadmi

შევტირით უფალს და ცრემლი მოგვდის,
რატომ? ვერაფრით ვე გაგვიგია,
ვზივართ მარტო და ვფიქრობთ ერთზე,
ნუთუ ეს ჩვენი განსაცდელია.

გვჯეროდეს უფლის, არ დავივიწყოთ
და პატივი ვცეთ მის მართალ მცნებას,
თავი არ დავდოთ სატყუარაზედ
და არ მივენდოთ სატანის ნებას.

მივენდოთ მხოლოდ ჭეშმარიტებას,
ვიბრძოლოთ მხოლოდ დიდი ღმერთისთვის
და თუ ჩვენ ასე არ მოვიცევით,
არ დაგვებადოს შეკითხვა რისთვის.

არსებობს მხოლოდ პასუხი ერთი,
გვიყვარდეს ერი, მაღალი ღმეთი,
დავდგეთ მუხლებზე, თავი ჩავხაროთ,
ვადიდოთ მხოლოდ დიდი წმინდა სამყარო.

ეს ყველაფერი ჩვენ აგვამაღლებს
და მოგვეცემა სიცოცხლე წმინდა,
ჩვენ არამარტო ჩვენი თავისთვის,
მთელი ქვეყნისთვის წყალობა გვინდა.

მივაღწევთ კიდეც დასახულ მიზანს,
ხალხს თუ გვექნება მაცხოვრის შიში,
იგი ყველაფრით დაგვეხმარება,
რომ არ ჩავარდეთ სატანის პირში.

რითიც ძლიერ დავიტანჯებით,
არ მიეცემა სიცოცხლეს ფასი,
აი ესაა ის ყველაფერი,
რასაც ჩვენ გვამცნობს ღვთიური არსი.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: poeziis giji 18 ოქტომბერი 2012 21:16 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
აქამდე სად იყავი მაგარი ლექსია სგ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა