ესეც გაივლის I (თანამედროვე რომანი) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ესეც გაივლის I (თანამედროვე რომანი)

ესეც გაივლის I (თანამედროვე რომანი)

ესეც გაივლის
როდესაც ტელეფონს დავხედე გული შემეკუმშა, თითქოს ისე მიიწურა და დაპატარავდა რომ ვეღარც ვგრძნობდი მის არსებობას. ეს იყო ზარი რომელმაც გონებაში ამომიტივტივა წარსულის მიძინებული ტკივილი. მოგონებები სურათებივით იცვლებოდნენ ჩემს წინ და უამრავ სხვადასხვა ემოციას აღძრავდნენ გონებაში. ხელის ერთი გადასმა და:
- ლიზი! - გაისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა რომელმაც სული ამიფორიაქა.
- გისმენ!
- უნდა გნახო და გელაპარაკო მეტი აღარ შემიძლია.
ისე გამაცოფა ამ სითავხედემ, რომ უნებურად წარმოვთქვი:
- საერთოდ როგორ გაბედე ჩემთან დარეკვა იმის მერე რაც შენ გამიკეთე!
- იცოდე გული გამისკდება მეტი მართლა აღარ შემიძლია!
- იქნებ ფიქრობ რომ დაკრძალვაზე შენ ცოლზე ხმამაღლა ვიტირებ? - სიტყვები ტყვიასავით მოხვდა მის გულს და მძიმე ამოსუნთქვის ხმა გავიგე, რომელმაც ტკივილი მომგვარა. - ნიკა... აღარ გაბედო ჩემთან დარეკვა!
ტელეფონი გავთიშე და სკამზე დავეშვი. ყველაფერი ისევ აირია ჩემს თავში. რატომ დამემართა ასეთი რამ? რატომ მაინცდამაინც მე! ჩემი ფიქრი მოგონებებმა წაიღო...
* * *
ნია გაუთავებლად ტიკტიკებდა:
- ლიზი წამიყვანე რაა, ერთხელაც და ვსიო. აი მეტს აღარ გთოვ, სამი-ოთხი გავფრინდები საქანელით და მორჩაა!
- კარგი რაა ნია ყოველდღე ერთიდაიგივეს იმეორებ, ეგ შენი ერთხელაც და ვსიო აღარ მორჩა. -ვუთხარი ოდნავ გაღიზიანებულმა. ის ჩემი პატარა და იყო და უკვე ჩვევად ჰქონდა რამის თხოვნა, თუმცა ისე საყვარლად ტიკტიკებდა უკვე მეასედ დამითანხმა და აი ჩვენ ერთად მივუყვებოდით გზას რომელიც პარკისკენ მიდიოდა. იქ ხშირად იკრიბებოდა უამრავი ადამიანი საჭორაოდ, მუსიკის მოსასმენად, ბავშვის გასასეირნებლად და ზოგიც უბრალოდ დასასვენებლად. ნია საქანელაზე დავსვი და ნაცნობებს ვათვალიერებდი როცა ტელეფონმა დარეკა. ანი იყო. ყურმილის აღებისთანავე მომაჯახა:
- აბა თუ იცი მე და ანა სად მივდივართ?
- არა, სად? - ისეთი აჟიტირებული მეჩვენა აღარც მიცდია გამოცნობა.
- შენთან, ტარარა რააამ! - წაიმღერა გახალისებულმა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
- სად სოფელში? - ვთქვი გაოცებულმა.
-ხო უკვე გზაში ვართ, მოემზადე დღეს უნდა დავთვრეთ! - ისე გათიშა ტელეფონი სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი.
ანი და ანა იყვნენ ის ადამიანები ვისაც მე დაქალებს ვუწოდებდი. ნამდვილ დაქალებს, რომლებთანაც არაფერი მაქვს დასამალი და ვსაუბრობთ ნებისმიერ თემაზე. ისინი არ გვანან იმ გოგოებს რომლებზეც ნათქვამია '' მიჭირს - სად ხართ? მილხინს - უი აქ ხართ?'' გადასული ვიყავი ლოდინის რეჟიმზე როცა შავი BMW შევნიშნე. საერთოდ მომწონს ეს მანქანა და ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ მის მძღოლს შეეფერება ეს თავზეხელაღებული მანქანა თუ არა. იქიდან მაღალი, ჩადგმული ტიპი გადმოვიდა რომელიც, მომეჩვენა რომ, სადღაც მინახავს. ღია ფერის თვალები და ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა. ნამდვილად მე მიყურებდა თუმცა სხვას ელაპარაკებოდა, მეც ისევე ნაგლად არ ვაცილებდი თვალს როგორც ის, ვნახოთ სადამდე გაქაჩავს თქო გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიმა, მანაც გაიცინა და ამან ისე დამაბნია რომ მზერა მოვარიდე. ასე ჯერ არ დამმართნია. მომენტალურად ნიაზე გადავიტანე ყურადღება. რამდენიმე წუთში კი ისევ გავიხედე იმ მხარეს სადაც ის მეგულებოდა თუმცა იქ აღარ დამხვდა. '' ნეტავ სად წავიდა? მანქანა ხომ აქ აქვს'' გავიფიქრე ჩემთვის და ნიას ვუთხარი წავიდეთ უკვე დროა თქო. ამან მისი უკმაყოფილება და წუწუნი გამოიწვია.
- კარგი რა ლიზი ვერთობი ხო ხედაავ?
- სახლში გაერთობი, - ვუპასუხე და ისევ იმ მხარეს გავიხედე.
- დავრჩეთ რა სულ ცოტაც რააა სამ ცალს კიდე გავფრინდები და ვსიო!
- რა თქმა უნდა უნდა დარჩეთ, - მომესმა ზრგს უკან უცნობი ხმა, ''ის არის!'' გამიელვა მოულოდნელად, დაბნეული და გაბრაზებული მივტრიალდი ასე მოურიდებლად რომ ჩაება ლაპარაკში. მართალი აღმოვჩნდი, ინტუიცია არასდროს მღალატობს.
-უკაცრავად მარა თქვენ ვინ ბრძანდებით ჩემს დარჩენას რომ წყვეტთ?
- მე? არასდროს დაგსიზმრებივარ? გამიგია ახალგაზრდა გოგოებს თავისი მეორე ნახევრები ხშირად ესიზმრებათო.
- არა არასდროს. - მივახალე მოზეიმე ხმით.
- ესეიგი ტყუილი ყოფილა - გააქნია თავი მოჩვენებითი სინანულით. - არაუშავს, იცი რა? იმკაფეს ხედავ? - მიმითითა იქვე მყოფ შენობაზე, - ზუსტად 8-ზე იქ გელოდები. - მითხრა თუ არა გამიღიმა და წავიდა. გაოცებული ვიდექი. არანაირი გაცნობა, ნებართვა მიპატიჯებაზე ან რამე ამდაგვარი, "თავხედი! როგორ იფიქრა რომ მივიდოდი? უეჭველი ვიღაც ''მამიკოს ბიჭია" და ყველა გოგო თავისი ჰგონია. მაგას ვაჩვენებ!" ამ მუქარაში ვიყავი როცა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
- ხო - ვუპასუხე მექანიკურად.
- სად ხარ? ან რატო არ თქვი სახლში რომ არ იყავი ჩვენ უკვე ჩამოვედით.
- მაცადე რო მეთქვა? ნიას ჩამოვიყვან და ჩამოვალ.
სახში მისულს დედაჩემი მოსული დამხვდა, უკვე მოესწრო გოგოების დაკითხვა და ახლა ყავას აკეთებდა. ჩემ გამოჩენას წივილ-კივილი მოყვა.
- ამას უყურე კიდე გამხდარა!
- რა ფერზეააა! მოგიხდა სოფლის ზაგარი ხო იცი! - სიცილით იგუდებოდა ანა.
- ჰაა მიდი გაიხადე შორტი და კაფეში გავიდეთ უკვე 8 დაიწყო.
საათის გახსენებამ გული ამიფორიაქა. თავიდან არ ვაპირებდი შემდეგ კი წარმოვიდგინე როგორ გაატარებდა საღამოს სხვა მაგიდასთან მჯდარი ჩემს ყურებაში და სასწრაფოდ გამოვიცვალე. 8 საათისთვის მივედით და ერთმანეთს ახალი ამბების მოყოლას ვარსწრებდით როცა კარი გაიღო და BMW-ს მძღოლი შემოვიდა. წვენი გადამცდა როცა ჩვენსკენ წამოვიდა და მაგიდას მიუპატიჟებლად მოუჯდა.
- რას სვავთ გოგოებო? მარტო წვენს? ღადაობთ? - მიმტანს დაუძახა და არაყი დაამატებინა. ჩვენ გაკვირვებულები ვისხედით და ხმას არ ვიღებდით, ან მათ რა უნდა ეთქვათ განმარტებას ხომ ჩემგან ელოდნენ, მე კი ენაჩავარდნილი ვიჯექი.
- ლიზის არ უთქვამს დაქალებთან ერთად მოვალო, - დუმილი დაარღვია მან და პასუხის მოლოდინში გამომხდა.
- ლიზის არც ის უთქვამს მოვალო, - თვალი გავუსწორე მე და თან მომხდარს ვიხსენებდი მე ხომ არ მითქვამს სახელი? ალბათ ნიამ რომ დამიძახა მაშინ გაიგო.
- მაგას არც უნდოდა თქმა, - მითხრა თავდაჯერებულმა და ისე გამღიმა დავჰიპნოზდი. - სახლში ხომ არ გეჩქარებათ? მაპატიეთ რომ არ გაგეცანით მე ნიკა ვარ.
- კი! - ყველას დავასწარი მაგრამ მათმა შემოხედვამ მაგრძნობინა ენა გააჩუმეო და ნიკას მიუბრუნდნენ.
- არა რა არის საჩქარო? ახლახანს მოვედით თან დალევას ისედც ვაპირებდით - თქვა ანამ და არყის ბოთლები შეათვალიერა. ნიკამ ხელი მოკიდა ერთერთს და დასხმა დაიწყო. ანამ ვეღარ მოითმინა გაურკვევლობაში ყოფნა და დაინტერესებულმა იკითხა:
- დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
- არა საერთოდ არ ვიცნობთ! - ვთქვი გაბრაზებულმა და ნიკას შევხედე. ამან გოგოები სულ დააბნია, ვეღარ მიხვდნენ რა ხდებოდა.
- ეგ შენ არ მიცნობ თორე მე ყველაფერი ვიცი შენზე! ლიზი ცხოვრებაძე, 19 წლის, სწავლობ თსუ-ში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, სკოლა აქ დაამთავრე, თბილისში ცხოვრობ ბიძასთან, კიდევ რა გაინტერესებს?
ვცდილობდი ყველაფრისთვის ახსნა მიმეცა,"საიდან მიცნობს? ან საიდან მეცნობა დავიჯერო... ხო გამახსენდა ჩვენს სკოლაში სწავლობდა, ალბათ მაგიტომ იცის ყველაფერი"
- კი მაინტერესებს! რა გინდა ჩემგან? - კითხვამ აშკარად დააბნია მაგრამ გამიღიმა და ისე მითხრა ჩვენს მომავალ ოჯახს გაუმარჯოსო რომ გულიანად გამეცინა, ეს კი მათ თითქოს დასტურად მიიღეს და ჭიქები მიაჭახუნეს, მეც ბოლო წვეთამდე დავლიე და შევეცადე დაძაბულობა მომეხსნა,
გოგოებმა ნიკას კარგად გაუგეს, იცინოდნენ ხალისობდნენ ნელ-ნელა მეც შემიყოლეს და აი უკვე კარგად მთვრალები რაღაცას ვყვებოდით როცა კაფეში კელი კლარკსონის "BECAUSE OF YOU" გაისმა, ნიკამ მაგიდას მოუარა და ისე ამაყენა ნებართვა არც უთხოვნია.
ცეკვის დროს ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. თავი უჩვეულოდ მშვიდად ვიგრძენი. ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა. "ვინ უნდა იყოს? ოღონდ ის იდიოტი არა!'' გავიფიქრე ჩემთვის და ტელეფონი ამოვიღე, ხომ ვთქვი კარგი ინტუიცია მაქვს თქო არა? ნიკას ხელი გავუშვი და გვერდზე გავედი.
- რა გინდა? - ვკითხე გაღიზიანებულმა.
- არ იცი რა კი არა ვინ მინდა? სად ხარ გოგო? - ისეთი მით მითხრა მეგონა სადმე იქვე იყო და მიმოვიხედე, პასუხად ნიკას მზერას გადავაწყდი რომელიც გოგოებს ელაპარაკებოდა და თან ჩემსკენ იყურებოდა.
- კაფეში გოგოებთან ერთად და საერთოდ შენ ვინ გკითხავს?
- ვაა ვაა რაღაც ძაან გაგაღიზიანა ჩემმა დარეკვამ ვინმე საინტერესოს ხომ არ გადააწდი და ხელი შეგიშალე? - მიზანში გაარტყა.
- სწორედაც! აღარ დამირეკო ლევან თორემ ნომერს გამოვცვლი! - ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. რო მივიხედე ჩემსკენ მოდიოდნენ უკვე გვიანი იყო. ჩემდა გასაოცრად ნიკას არაფერი უკითხავს, ან რა უფლება ჰქონდა ეკითხა. სახლში ჩაგვიყვანა გადასვლისას კი მომაძახა სიზმარში დაგესიზმრებიო და ბეემვე ადგილს მოსწყდა.
მიუხედავად იმისა რომ არცერთს ლაპარაკის თავი არ გვქონდა მათ მაინც მომაყოლეს რით დაიწყო ყველაფერი და დასკვნაც გამოიტანეს:
- "იტოკში" შენი ბედია რა!-ამ სიტყვებზე სიცილისგან გადავყირავდი.
- რა ბედი გოგო ხო არ გაგიჟდი სახელის გარდა არაფერი ვიცი. - ვუპასუხე სიცილით და დასაძინებლად დავწექი.
იმ ღამეს არაფერი დამსიზმრებია.
* * *
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ანა უკვე ამდგარიყო ანის კი როგორც ყოველთვის ისევ ეძინა. წინა დღის ამბებს ვიხსენებდი, "მაინც ვინ იყო? ან რა უნდოდა და რატომ არის ასეთი თავდაჯერებული?" რამდენიმე დღემ ისე გაიარა არც კი მინახავს სადმე ერთ დღეს კი ტელეფონს დავხედე მესიჯი იყო მოსული უცხო ნომრიდან "ამას განანებ!'' წავიკითხე და გავოგნდი, ვინ უნდა ყოფილიყო?" ნიკას რომც გაეგო ნომერი ამ სიტყვებს რატო მომწერდა? ლევანს თავისი ტელეფონი აქვს და რომც არ ქონდეს რა მიზეზი მივეცი ამის სათქმელად?" უნდა გამერკვია ამიტომ მოცემულ ნომერზე დავრეკე, იქიდან ქალის ნამძინარევმა ხმამ მიპასუხა:
- ვინ გნებავს?
- იცით ამ ნომრიდან მესიჯია შემოსული ჩემს ტელეფონში და მაინტერესებდა ვინ მომწერა. - პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
- შენ ლიზი ხომ არ ხარ? - მკითხა თითქოს ბრაზმორეულმა.
- კი მე ვარ.
- გასაგებიაა. ლევანმა მოგწერა მგონი რაღაც ბევრი დავლიეთ წუხელ და არ მახსოვს მარა ლევანი იქნებოდა, - ისეთი ტონით მითხრა დავიბენი. - საერთოდ როგორ ბედავ ამ ყველაფრის მერე კიდევ რამე იკითხო მის შესახებ? - კითხვამ სულ გამომაშტერა.
- რა ყველაფრის შემდეგ?
- თავს ნუ იშტერებ ლიზი რაა! ისეთი ნაცემი იყო ენას ძლივს აბრუნებდა! მინდოდა მეჩივლა შენთვის და იმ BMW-ს პატრონისთვის უბნიდან რომ წაიყვანა და უკან ასეთ დღეში დაბრუნა მარა ლევანმა როგორც ხედავ დაგინდო!
თავზარდაცემული ვიდექი, " საიდან გაიგო ნიკამ მის შესახებ? ან საერთოდ რატომ ცემა" სულ ავირიე ქალი კი განაგრძობდა:
- უბრალოდ შეგეძლო გეთქვა რომ არ გინდოდა მასთან ურთიერთობა და სხვა გყავდა ცემა რა საჭირო იყო თან ასე! - ნელნელა ტონს უწევდა და ამან ისე გამაღიზიანა მეც ავყვირდი.
- იცი რა? ჯერ ერთი მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ! მეორეც შენ ეს არ გეხება და ნუ ერევი რაც შენი საქმე არ არის იმაში! და მესამე შენი მეგობარი თუ შეუგნებელია და არ ესმის ერთხელ ნათქვამი ეს უკვე მისი პრობლემაა და როგორც ხედავ უკვე დაუჯდა ძვირად! - ტელეფონი ისე გავთიშე პასუხს არც დავლოდებივარ. ახლა მხოლოდ მისი ნომრის გაგება მინდოდა რომ კარგად გამელანძღა ამისათვის მარა როგორ გამეგო როცა სახელის გარდა არაფერი ვიცოდი?
მაღაზიიდან ვბრუნდებოდი როცა ვიგრძენი რომ უკან მანქანა მომყვებოდა, გავიხედე და ნიკა იყო. ისეთმა გაბრაზებულმა შევხედე ალბათ მაშინვე მიხვდა ყველაფრის აზრზე რომ ვიყავი, სიჩქარეს მოუმატა და ახლა უკვე ჩემს გვერდით მოასეირნებდა მანქანას.
- ჩაჯექი სალაპარაკო მაქვს!
- ხო? ლევანსაც ასე უთხარი რო ნახე? - ვუთხარი მისი თავხედობით გაბრაზებულმა და ფეხს ავუჩქარე.
- მისგან განსხვავბით შენ შეგნებული გოგო ხარ და მაგ დღეში არ ჩავარდები.
- და შეუგნებელი რომ ვიყო მეც ისე დამასისხლიანებდი ხო?
- დაახლოებით, - მითხრა გაღიმებულმა და შემდეგ ისე გადაიხარხარა შემეშინდა არ დავყრუებულიყავი - წარმოიდგინე ცხვირგატეხილი და ტუჩგახეთქილი რა საყვარელი იქნები! - ისე იცინოდა მეც გამეცინა. ამან წაახალისა და ყელის გამოწევით მთხოვა - ლიზი დაჯექი რაა.
კარი გავაღე და ჩავჯექი, მისი სუნამოს სუნი ახლაც დავბრუს მახვევს.
- ახლა სადმე წყნარ ადგილს ვიპოვი სადაც კარგად მიგბეგვავ და მერე სახლთან ჩამოგაგდებ. - ისეთი ხმით მითხრა მართლა შემეშინდა, ალბათ შემატყო და ისევ გადაიხარხარა - რა სულელი ხარ მანიაკი კი არ ვარ! ასეთ საქმეებს მარტო ღამე ვაკეთებ! - ორივეს გაგვეცინა.
მანქანა კი სვლას აგრძელებდა და ნელ-ნელა სოფელს ვშორდებოდით. გულმა ვეღარ მომითმინა.
- სად მივდივართ? - ვკითხე ცნობისმოყვარე ღიმილით.
- მალე ნახავ. - გამიღიმა მან და თან სიჩქარეს მოუმატა. - პრავა გაქვს?
- კი, ამ ზაფხულს ავიღე თუმცა მას მერე მანქანასთან არც ვმჯდარვარ.
ლაპარაკში ალავერდს მივადექით, ნიკამ მანქანა გააჩერა, მეც გადმოვედი, არ მეგონა თუ აქ მომიყვანდა, ყელზე მოხვეული შარფი თავზე მოვიხვიე, კაბად კი შესასვლელში გადაკიდული ნაჭრებიდან ერთ-ერთი შემოვიკარი. ნიკამ გაიცინა ჩემს დანახვაზე, მე კი ისეთი სახით შევხედე მაშინვე დასერიოზულდა.
- წინა საუკუნეებშიც გამოდგებოდი, გიხდება გრძელი კაბა. - ეს იყო პირველი კომპლიმენტი რომელიც ეტყობა წამოსცდა!
ტაძარში რამდენიმე მლოცველი იყო და მამაო, რომელიც ნიკას დანახვაზე გაიბადრა და ჩვენსკენ წამოვიდა. ნიკამ მეგობრულად გადაკოცნა, ის მართლაც ამხანაგად შეეფერებოდა ისეთი ახალგაზრდა ჩანდა.
- მიხარია რომ მოხვედით, დიდი ხანია არ ყოფილხარ ნიკა! მარტო შემოწირულობა არაფერი არ არის. - უთხრა მან საყვედურით.
- ვიცი ვიცი მამაო მარა რა ვქნა საქმეებს უნდა მივხედო ხომ იცი არა?
- ჯერ შენს სულს უნდა მიხედო, სხვა დანარჩენი კი მოიცდის. ვინაა ეს გოგო? თითქოს ადრეც მინახავს. აქ ხშირად დადიხარ?
- არა, მხოლოდ ალავერდობას. - ვთქვი და თავი დარცხვენილმა ჩავხარე.
- სხვაგან? - მკითხა ისე რომ მივხვდი პასუხი უკვე იცოდა.
- იშვიათად, - ვუპასუხე და თვალი ავარიდე. მოძღვარმა თავი გააქნია.
- აბა საიდან მეცნობი? - თქვა და სახეზე მომაცქერდა, გახსენებას ცდილობდა.
- ლიზი ჩვენი სკოლელი იყო და ალბათ იქიდან, - საუბარში ჩაერთო ნიკა.
- ხო ხო გამასენდა, მაშინაც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა, - თქვა მან და გამიღიმა, მე დარცხვენილმა გავიცინე და ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი. - გარეგნული სილამაზე არაფერია შვილო, სული ამაზე ბევრად ლამაზი უნდა გქონდეს! - შემდეგ ნიკას მიუბრუნდა - აღარ მოგაცდენთ ილოცეთ, ამისთვის არ ხართ მოსულები? - თქვა და შებრუნება დააპირა.
- ხო ამისთვისაც და კიდევ მინდა ჯვარი დაგვწერო, - თქვა ნიკამ ისე რომ არც კი გაღიმებია, ისე გაოგნებულმა შევხედე მამაო მიხვდა რაშიც იყო საქმე და გაიღიმა.
- მე ახლა სხვა გზას ვადგავარ ნიკა, მაგ მაიმუნობაში ვეღარ აგყვები.
- ოო კაი რა მამაო რაა ცოტა ხანი მაინც მოგეტყუებინა ეს ხო ცუდი ტყუილი არ იქნებოდა, - თქვა ნიკამ წუწუნით და შემდეგ სერიოზულად დააყოლა - ერთ დღეს მართლა გეტყვი ამას და მერე ასე ადვილად თავს ვეღარ დაიძვრენ.
- ღმერთმა დაგლოცოთ ნიკა და მაგ დრომდე კეთილად მიგიყვანოთ, - თქვა მოძღვარმა და გატრიალდა, მისი სიტყვები გულში თბილად ჩამეღვარა.
- მე კი მაინც მინდა გავუსწრო დროს! - თქვა ნიკამ და ჯიბიდან ერთიციდა, ჯაჭვზე დაკიდებული კალიცო ამოიღო. ისეთი ლამაზი იყო გამეღიმა, კისერსზე შემიკრა და თქვა, - ჯვრისწერამდე!
ტაძრიდან გამოსვლისას ნიკა დაწინაურდა და მანქანაში მარჯვენა სიდენიაზე ჩემს ადგილას დაჯდა. სიამოვნებისგან გამეღიმა როცა წარმოვიდგინე რომ საჭესთან მე უნდა დავმჯდარიყავი და სასწრაფოდ ჩავჯექი თითქოს შემეშინდა არ გადაიფიქროს თქო. ნიკამ ღვედი სასწრაფოდ შეიკრა რითიც მაგრძნობინა არ გენდობიო, მე კი ამაზე გაბრაზებულმა წივილ-კივილით მოვწყვიტე მანქანა ადგილს და თან ვიცინოდი ნიკას დაჭყეტილი თვალების შემყურე.
- მე კი არა წინ იყურე! ასეთი შეცდომა ჯერ არ დამიშვია! - თქვა მან და გაიცინა. მე სიჩქარეს უფრო მოვუმატე ნიკამ სერიოზულად შემომედა.
- ლიზი ნელა!
- თქვი რომ შენზე მაგარი მძღოლი ვარ და შევანელებ! - ვთქვი დემონსტრაციულად და სიჩქარე არ შემიცვლია.
- ლიზი სანამ დავილეწებით შეანელე მანქანა! - მითხრა მან სრული სერიოზულობით და მეც ნელნელა მოვუკელი სიჩქარეს.
- არადა მართლა შენზე მაგრად ვმართავ საჭეს! - ვთქვი და გავუღიმე.
- ხო შუმახერი შენთან მოგონებაა! - თქვა მან მოჩვენებითი სიბრაზით და თმა ამიჩეჩა. - დაბადების დღეს სად იხდი? არ დაიწყო ეხლა სადიდან იცი რომ ზეგ მაქვსო და რაღაცეები ხომ იცი მე ყველეფერი ვიცი - სიცილით მომაყარა მან როცა სახეზე განცვიფრება შემატყო.
- აქვე რესტორანში, დაქალებთან ერთად ალბათ კლასელებსაც დავპატიჯებ, ისეთი უთავბოლოები არიან ქეიფს თავი ვერ მოაბეს და ასე მაინც შევკრიბავ - ვთქვი გულწრფელად და ძრავა გამოვრთე. უკვე სახლთან ვიყავით.
- კარგი ზეგ შევხვდებით - მითხრა სიცილით და მანქანიდან გადავიდა, მეც მივყევი და სახლში შევედი. ფანჯრიდან დავინახე საჭეს რომ მიუჯდა როგორ აკრიფა ნომერი და ტელეფონზე ლაპარაკით წავიდა.
* * *
ჩემი დაბადებისდღე მსოფლიოში ყველა დღეს მირჩევნია. მგონია რომ ეს დღე სამყარომ უნდა იზეიმოს, ამიტომ დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი და დაქალებთან ერთად ვარჩევდი რა ჩამეცვა. ნიკა ისევ არ გამოჩენილა, არც დაურკავს, უკვე მივეჩვიე იმას რომ როცა თვითონ მოეპრიანება მარტო მაშინ მნახულობს. მოკლედ გადავწყვიტე სტაფილოსფერი, მოკლე, წელში გამოყვანილი ნახევრად გიპიური კაბა უნდა ჩამეცვა, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის კლაჩი. შავი თმა კი შპილკებით ლამაზად უნდა მიმემაგრებინა თავის კანზე. ზუსტად 8 საათზე (ეს დრო უკვე შემიყვარდა) რესტორანში ვიდექი და კომპლიმენტებს და საჩუქრებს ენ რაოოდენობით ვიღებდი. სიმართლე გითხრათ ეს უკვე მოსაწყენად მეჩვენებოდა რადგან კარისკენ ყურებით დავიღალე, ყველანაირად ვცდილობდი მაგიდებთან დასხდომა გამეჭიანურებინა. ბოლოს სტუმრებმაც უკმაყოფილო სახეები მიიღეს და სხვა რა გზა მქონდა. ისე დავსხედით ჩემს გვერდით ერთი ადგილი თავისუფალი დავტოვე. 1 საათი გავიდა ის კი არსად ჩანდა. უკვე მეორედ მლოცავდნენ როცა გარეთ შეუწყვეტელი მანქანის სიგნალები გაისმა. ფანჯრიდან გავიხედე და გული ამიჩქარდა. ნიკა იყო. მანქანიდან გადმოსულიყო და ცალი ხელით ასინალებდა. მის გვერდით კი რაღაც შავი ყუთივით იყო რომელსაც დიდი ბანტი ესვა. ცნობისმოყვარეობისგან კინაღამ გავსკდი და დაფეთებული გავვარდი კიბისკენ, ყველას შეეშინდა და უკან გამომყვნენ. კარი გავაღე, ნიკამ ისეთი სახით შემათვალიერა მივხვდი მართლა კარგად გაოვიყურებოდი. ახლოს მოვიდა, ჩამეხუტა, დაბადების დღეს გილოცავო ყურში მითხრა და ხელში პატარა ყუთი ჩამიდო. თან იმ ბანტიანი რაღაცისკენ წავიდა. საჩუქარი გავხსენი და ელდა მეცა როცა მასში გასაღები დავინახე BMW-ს მარკის ბრელოკით, ნიკას გაკვირვებულმა შევხედე, მან ბანტის ბოლო მოქაჩა და ჩემს უკან ჩემი დაქალების წივილ-კივილი ატყდა, ზუსტად ისეთივე შავი ბეემვე როგორიც მას ჰქონდა ოღონდ იმ განსხვავებით რომ მის სერიაზე BMW ეწერა რაც მან ერთხელ ასე მითარგმნა "Be my wife" ანუ გახდი ჩემი ცოლი, მეორე BMW-ზე გამოსახული სერია კი ასეთი იყო - BMH, შესაბამისად ვივარაუდე მისი მნიშვნელობა - "Be my husband" - გახდი ჩემი ქმარი, თუმცა ეს ყოველივე ცოტა მოგვიანებით გავაანალიზე. ნიკასკენ წავედი და ისე ჩავეხუტე სიცილით მითხრა ასე თუ გააგრძელებ დამახრჩობო. ხელი გავუშვი.
- ეს ჩემია? - ვკითხე ისე თითქოს პასუხი არ ვიცოდი.
- რატო მეკითხები იმას რაც უკვე იცი? - თქვა და გამიღიმა მეც გამეცინა, მანქანაში ჩავჯექი და ძრავა მოვსინჯე, ხმამ გული ამიჩქარა. ცოტაც და ადგილიდან მოვწყდებოდი თუმცა სტუმრებს გადავხედე და მივხვდი რომ ძალიან ცუდად გამომივიდოდა და მანქანიდან გადმოვედი. ნიკას ხელი მოვკიდე და კიდევ ერთხელ ძალიან მაგრად ჩავეხუტე...
He can't!
მას მერე რამდენიმე დღე გავიდა. ჩემს ახალ მანქანას აღარ ვშორდებოდი. საერთოდ არ მიყვარს გასაჯაროება მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მშობლებისთვის ხომ უნდა ამეხსნა საიდან მოვიდა ეს მანქანა. მათაც ყველაფერი ნორმალურად მიიღეს რადგან იცოდნენ ვინც იყო ნიკა და მისი მდგომარეობა ყველანაირად აკმაყოფილებდათ. ხშირად ვიკრიბებოდით სხვადასხვა ადგილას. გოგოებიც მალმალე ჩამოდიოდნენ რადგან ანის ოჯახმა მანქანა უყიდა და ახლა უკვე შუაღამისასაც შეეძლოთ ჩამოსვლა. ანას კი დეიდამ გამოუგზავნა ამერიკიდან. ისე მოხდა რომ ანას და ნიკას ძმაკაც ლუკას ერთმანეთი ძალიან მოეწონათ. კარგი ბიჭი იყო, სანამ ანას გავაცნობდით მანამდევე ვუქე და ჩემი დაღლა დაუფასებელი არ დარჩენილა. მართლა გულით მინდოდა მას ვინმე სხვაზე გადაეტანა ყურადღება რადგან მისი ყოფილი შეყვარებული...... ნუ გამახსენებთ იმ გაუნათლებელს. მოკლედ ყველაფერი კარგად აეწყო. ერთად კარგად იყვნენ. მე და ნიკაც თითქოს უფრო დავახლოვდით და გვრჩებოდა ანი რომელიც ვერ იტანდა ასეთ რაღაცეებს, ერჩივნა FACEBOOK-ზე ეჭორავა და ეწვალებინა ბიჭები ვიდრე სერიოზულად ვინმე შეყვარებოდა. თუმცა ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დილითაც დედაჩემის აღელვებულმა ხმამ გამაღვიძა.
- ლიზი ადექი ჩქარა და ეზოში გადი! ღმერთო ჩემო რომელმა ბოროტმა სულმა გააკეთა ეს დედიკო ვითომ მტერი არ გვყავს! - გაოგნებული სწრაფად ავდექი და ეზოში ნანახმა სურათმა კინაღამ გონება დამაკარგვინა. "He can't!" - მას არ შეუძლია! სქლად იყო ამოკაწრული BMW-ს კაპოტზე.
- ლიზი რა წერია? - ვერ წყნარდებოდა დედაჩემი.
- არ ვიცი. - ვუპასუხე ანგარიშმიუცემლად და ნიკას ნომერს ვეძებდი.
- "მას არ შეუძლია" ამას არ ნიშნავს? რა შუაშია ეს წარწერა?
-ნიკა სად ხარ? შეგიძლია ახლავე მოხვიდე? - ეტყობა შემატყო აღელვება და რამდენიმე წუთში იქ გაჩნდა. წარწერა რომ დაინახა შევატყე როგორ წამოწითლდა სიბრაზისგან და ჩაილაპარაკა:
- მაინც არ ისვენებს ის ნაბიჭვარი! - დედაჩემი დააწყნარა ტელეფონით დარეკა და მანქანა პროფილაქტიკაში წაიღო. "ლევანი! ლევანი! ლევანი!" არ წყნარდებოდა ჩემი გონება... "რა უნდა? მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია?"
ტაქსში გავიცანი და მას მერე არ მაქვს მოსვენება... მართალია თავიდან მეც მომეწონა კაი ტიპი იყო მარა მისთვის არც იმედი მიმიცია ოდესმე და არც ის მითქვამს რომ მომწონდა. ჩვეულებრივი იყო, არავითარი მოულოდნელობა, ყოველდღე ერთიდაიგივე საუბარი ტელეფონზე და მოკლედ, რუტინა. ამიტომ მალე ვეცადე გამეწყვიტა მასთან კონტაქტი თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო. ის მაინც სულ რეკავდა. ახლა კი... ეს როგორ გააკეთა?
რამდენიმე დღე სახლიდან არ გავსულვარ რადგან უკვე თბილიში წასასვლელად ვემზადებოდი სწავლა უნდა დამეწყო. უნივერსიტეტში კარგად ვსწავლობდი ამიტომ რამდენიმე სემინარს უკვე ვიბარებდი, და საერთოდ ისე მომწონდა ეს რომ გადაწყვიტე ლექტორი ვყოფილიყავი. თუმცა ჯერჯერობით არ მქონდა იმდენი თანხა რაც დამაკმაყოფილებდა და ბავშვებსაც ვამზადებდი ინგლისურში. ახლაც ახალი ბავშვები მემატებოდნენ რამდენიმე მშობელმა დამირეკა და გრაფიკის შედგენას ვცდილობდი. ნიკამ მანქანა მომიყვანა ისევ ისე პრიალებდა და გასეირნება მთხოვა. მეც რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ ჩავიცვი წინ კიდევ რამდენიმე დღე მქონდა.
ადგილი სადაც მივედით საერთოდ არ მეცნო თუმცა ულამაზესი ბუნებით გამოირჩეოდა. მანქანიდან გადმოვედით და ერთი ხის ქვეშ დავსხედით.
- თბილიში როდის წამოხვალ? - ვკითხე და ოდნავ მივეყრდენი. მან ხელი მომხვია.
- მაშინ როცა შენ წახვალ. თბილისში ბინა მაქვს თუმცა იქ ჩემი ძმა ცხოვრობს მარა იქ მაინც ხშირად ვიქნები. შენ რამდენ წელში რჩები სწავლას?
- 2 წელში, მარა თან მუშაობასაც ვითავსებ.
- ანუ 2 წელი მაქ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად? - თქვა მან და შუბლზე მაკოცა.
- ხო რა იყო არ გეყოფა? - ვუთარი სიცილით.
- 2 წელიც და სულ ერთად ვიქნებით!
არ ვიცი რატომ მაგრამ მომეჩვენა რომ ძალიან დასერიოზულდა და ფიქრებში წავიდა. ტელეფონის ზარმა კი უეცრად გამოარკვია. ეკრანს დახედა და სახე მოეღრუბლა. სანამ ვცდილობდ დამენახა ვინ რეკავდა ნიკამ ტელეფონი გათიშა და საერთოდ გამორთო.
- ვინ იყო? - ვკითხე ამ ფაქტით დაინტერესებულმა.
- საქმეზე რეკავდნენ, მე კი არ მიყვარს როცა შენთან ვარ და მაწუხებენ - ეს მითხრა თუ არა ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან.
გულის სიღრმეში არ მჯეროდა რომ საქმეზე დაურეკეს, საერთოდ ძალიან სკეპტიკოსი ვარ თუმცა არაფერი მითქვამს, ეს უკვე აშკარა უნდობლობა იყო... მაგრამ მე მაინც ეჭვი მღრღნიდა.
* * *
თბილისში ახალი შემართებით დავიწყე ყველაფერი, სწავლაც და სწავლებაც. რამდენიმე ახალი ბავშვი უკვე ვნახე და წიგნებიც ჩავაწერინე. 2-ღა მეკლდა. გრაფიკებიც შევადგინე, მოკლედ ისე მოხდა რომ შაბათ-კვირა სრულიად თავისუფალი დავტოვე. მომდევნო დღეს ისე ერთიც ვნახე და თან ნიკას ჩამოსვლას ველოდებოდი. ქალაქში მანქანით მოძრაობა ცოტა მიჭირდა. ბოლო ბავშვი მყავდა სანახავი წერეთელზე და მომდევნო კვირიდან რეჟიმში ვჯდებოდი. საღამოს ექვსი საათი იყო რომ მივედი. კარი საკმაოდ ლამაზმა გოგომ გამიღო, იქნებოდა ასე 26-27 წლის. პატარა გოგონა ყავდა მეორე კლასელი ნატუკა. უსაყვარლესი ბავშვი იყო ღია ფერის თვალებით და მოქერაო თმით. ვიღაცას ძალიან ვამსგავსებდი მარა ვერ მივხვდი ვის. კარგად მოწყობილი ბინა იყო, ნატუკას დედამ, თეონამ ოთახიც მაჩვენა სადაც ბავშვს ვასწავლიდი. წამოსვლისას წიგნებს ვაწერინებდი როცა თეონას ტელეფონმა დარეკა.
- ხო საყვარელო... კარგად შენ? ... კარგად არის რა უჭირს მასწავლებელი ყავს ეხლა მოსული შენ როდის ჩამოხვალ?... ხო მოხვალ აქ?... ბავშვს შენ სჭირდები და არა შენი ფული! - გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი. მეც დავაჩქარე დედის ყურებაში გართული ნატუკა და წამოვედი.
მეორე დღეს ნიკა ჩამოვიდა და პირდაპირ ჩემთან მოვიდა, მეც მაშინვე მომემზადე და მანქანაში ჩავჯექი. რომ შევხედე მივხვდი რა ძალიან მომნატრებია და ჩავეხუტე, ასე ალბათ კიდევ დიდხანს ვიქნებოდით უკნიდან მანქანას რომ არ დაესიგნალებინა. ლუკასთან ავედით, ანი და ანა უკვე იქ იყვნენ და ჩვენ გველოდებოდნენ. 5 წუთიანი ხვევნა კოცნის შემდეგ მაგიდასთან დავსხედით.
- როგორც იქნა! - წარმოთქვა გახარებულმა ლუკამ - ახლა ყოველ დღე შევიკრიბებით ხოლმე გაიგე ქალბატონო?
- ვერა ლუუკ იცი რამდენი საქმე მაქ ზეგიდან? მარტო შაბათ-კვირა მცალია ბავშვები მყავს ბევრი.
- ეგ შენი ბავშვებიც აქ მოიყვანე და ისე დავათრობ ინგლისურად კი არა ჩინურადაც დაიწყებენ ლაპარაკს - გადაიხარხარა ლუკამ და არაყი ჩამოასხა.
- გიჟი ხარ - მიაძახა ანამ და თან მის გვერდით მოიკალათა.
11 საათამდე ვსვავდით. ანი ანეგდოტებს ყვებოდა და ისეთ ხმაზე ვიცინოდით ჭერი რომ არ ჩამოიქცა დღემდე მიკვირს. ჩანთაში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ნიკამ მაშინვე შეწყვიტა სიცილი თუმცა მაინც გააგრძელა რაღაც ამბის მოყოლა და თან ცალი ყური ჩემსკენ ჰქონდა. დაფარული ნომერი რეკავდა და მაშინვე ცუდად მენიშნა. ამიტომ მეორე ოთახში გავედი.
- გისმენთ!
- კარგ დროს ატარებთ? - მომესმა ტელეფონიდან ლევანის ხმა და სუნთქვა შემეკრა. მაშინვე კარისკენ გავიხედე ნიკა ხომ არ გამოვიდამეთქი და რომ დავრწმუნდი არ იყო ლევანს მივუბრუნდი.
- რა გინდა? შენ სართოდ შეიშალე? რითი ვერ შეიგნე რომ თავი უნდა დამანებო?
- მე უნდა დაგანებო თავი გოგო თუ მაგ სირმა ა? იცი ვაფშე ვინაა? - კარის ხმა გავიგე და სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი. შემოვბრუნდი და ნიკა იყო. ისეთი სახე მივიღე თითქოს არაფერი მომდარა და მისკენ წავედი. ხელი უნდა მომეხვია როცა მომიცილა ნიკაპის ქვეშ ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და თვალი თვალში გამიყარა.
- ლიზი ვინ იყო?
- ეკა, ანუ ჩემი ბიცოლა. - ვუთხარი და თვალი მოვარიდე.
- ლიზი ვინ იყო თქო! - მითხრა მან და უფრო დაკვირვებით ჩამაცქერდა თვალებში.
- ხო გითხარი ვინც იყო - მისგან გათავისუფლება ვცადე და სახე ავარიდე. უეცრად ნიკამ მკლავებში მომკიდა ხელი და ისე შემაჯანჯღარა თავი მომენტალურად ამტკივდა.
- ნუ მატყუებ! ის ნაბიჭვარი იყო ხომ ასეა? რა გითხრა?
საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს ერთი თუ მოვიტყუე რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანი ვეღარ გამომტეხავს. თანაც ისე ვიტყუები მე თვითონ მჯერა, არც ახლა იყო გამონაკლისი, დავიჯერე რომ მართლა ეკამ დამირეკა და შეტევაზე გადავედი.
- ნუ მიყვირი და ხელი გამიშვი! უკვე გითხარი ეკა იყო თქო და თუ არ გჯერა ეგ შენი პრობლემაა!
ნიკამ ხელი გამიშვა, ვგრძნობდი რომ არ სჯეროდა და გაცოფებული დამყურებდა თავზე.
- ნარეკი მაჩვენე!
- რაა? - აშ

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: cuca 1 თებერვალი 2016 18:41 | კომენტარები: 1 | სიახოლეები: 3
აუ ამ საიტზე კომენტარების მნიშვნელობის შესახებ თუ იციან!?ან ვერ ხვდებიან რომ სტიმულისათვის საჭიროა,არ მესმის ასეთი ხალხის არ მესმის რაა!ან საერთოდ რატომ უნდა გამოაქვეყნო ისტორია თუ მას 200-ს ადამიანზე მეტი არ კითხულობს და ისინიც არაფერს ამბობენ...აი პირდაპირ იდიოტობაა რაა,სხვა საიტი მითხარით სადაც ისტორიების დადებას შევძლებ რაა


ავტორი: mariam kuxalashvili 29 აპრილი 2016 19:32 | კომენტარები: 1 | სიახოლეები: 0
amis gagrdzeleba sad vnaxo


ავტორი: კა გე 16 მაი 2016 22:59 | კომენტარები: 2 | სიახოლეები: 7
ძალიან მაინტერესებს გაგრძელება, სად შეიძლება რომ ვნახო ?


ავტორი: marimayishvili 4 ივნისი 2016 21:43 | კომენტარები: 1 | სიახოლეები: 14
ციტატა: mariam kuxalashvili
amis gagrdzeleba sad vnaxo

https://4love.ge/istoria/91896-esec-gaivlis-i-ii-iii-srulad.html gvian ki vwer mara aq aris sruli versia

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა