როცა სიცივე ტანში დაგივლის.! » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

როცა სიცივე ტანში დაგივლის.!

როცა სიცივე ტანში დაგივლის.!

როცა სიცივე ტანში დაგივლის,
სიკვდილს თვალებში როცა ჩახედავ,
წამებში ყველა გრძნობა გაგივლის,
და გული სუნთქვას ვეღარ გაბედავს..


შემკრთალ ღაწვებზე,ცრემლად დაღვრილი,
ჩუმი ვედრება და კოცნის სიტკბო,
თითქოს ყველაფრით ხარ გადაღლილი,
და ზეციური სამოთხე გიხმობს..


ბედნიერება,ტანჯვად გათვლილი,
სიყვარული კი მტარვალი გრძნობა,
სულიერება ფულზე გაცვლილი,
და დაკარგული შენდამი ნდობა..


როცა სიცივე ტანში დაგივლის,
მშვენიერება როცა გაქრება,
საფლავთან ყველა ისე ჩაივლის,
რომ შენი ხსოვნა არვის დარჩება..


თ.მჟავია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა