ცხოვრებისეული ფრაზები-ქართული ფილმებიდან » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ცხოვრებისეული ფრაზები-ქართული ფილმებიდან

ცხოვრებისეული ფრაზები-ქართული ფილმებიდან

ცხოვრებისეული ფრაზები-ქართული ფილმებიდან; მზე შემოდგომისა,დათა თუთაშხია,ფესვები.

ფილმიდან "მზე შემოდგომისა"

”რამდენჯერ გითქვამს აღარ გიყვარვარო, შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარის წერის პირველ დღეს
გავდეს ასე არაა ძვირფასო. თუ დამიჯერებ მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი
წლის წინად..მაგრამ ცხოვრება ისე გვღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ
გამოიყურები კაცი.. ”

”მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო უნდა
იყოს..ძვირირფასო მამაკაცებო! როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს ნუ
დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინად ღამეები გითენებიათ, ზოგს
ლექსების გიწერიათ, იქნებ უნიჭოდ, მაგრამ გულრწფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათ
კიდეც..სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე რომ ვმუშაობთ, სიყვარულის
გახანგრძლივებაზედაც იზრუნეთ..რადგან ხომ გახსოვთ ”უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ..”

ფილმიდან "დათა თუთაშხია"

"მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი
ისეთი შევჭამო რომ არ დამასწროს და აქეთ არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა ნადირია
და იმიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრი მაინც უნდა ქონდეს ისეთი შევჭამო რო ჩემი
სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლეს."

"ვისაც ჩავაცვი ,მან გამხადა სწორედ, მე თუ არა სხვას გახადა მაინც."

"ყველა კაცი თავის საქმეს მისდევს, ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, გაგება ცოტასთვის. გაგება
როგორიც აქვს ადამიანს -ისეთ საქმეს მიჰყვება და არის."

ფილმდიან "ფესვები"

"გახსოვდეს ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, ფესვებიდან!"

"გადამხმარ ხეებს საყვედურად ფოთლები სცვივათ,
გადამხმარ ხეებს პირველ რიგში ფესვები სტკივათ..

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა