შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 2) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 2)

შტეფან ცვაიგი-უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 2)

გესმის თუ არა,საყვარელო,რა საოცრება,რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის,პატარა
გოგონასათვის?ის,ვის სახელსაც მოწიწებით ვახსენებდი,ვინც წიგნებს წერდა,ვინც
სახელგანთქმული იყო სხვა,დიად სამყაროში,პატარა ბიჭივით
მხიარული,კოხტა,მომხიბლავი ოცდახუთი წლის ჭაბუკი გამოდგა!
განა საჭირო კია იმის თქმა,რომ ამ დღიდან ჩვენს სახლში,მთელ ჩემს ღარიბ ბავშვურ
სამყაროში შენ გარდა უკვე აღარაფერი მაინტერესებდა,რომ ცამეტი წლის გოგონას
აჩემებითა და დაჟინებით მხოლოდ შენი ცხოვრებით,მხოლოდ შენით შემეძლო
მეცოცხლა!გაკვირდებოდი შენ,შენს ჩვევებს,შენთან მოსიარულე ხალხს და ეს ყველაფერი
კი არ ამცირებდა,არამედ უფრო აცხოველებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას,რადგან
სტუმრების მრავალფეროვნება შენს ორმაგ ბუნებას გამოხატავდა.შენთან მოდიოდნენ
ახალგაზრდები,შენი ამხანაგები,რომლებთანაც ასე გულიანად იცინოდი და
ხუმრობდი,მოდიოდნენ ჩამოგლეჯილი სტუდენტები,ხანდახან ავტოებით ქალებიც
გესტუმრებოდნენ.შენთან მოვიდა საოპერო თეატრის დირექტორი,ცნობილი
დირიჟორი,რომელიც მხოლოდ შორიდან მყავდა ერთხელ ნანახი დირიჟორის
პულტთან.შენთან ხშირად იყვნენ პატარა გოგონები კომერციული
სასწავლებლიდან.ისინი გაუბედავად უახლოვდებოდნენ კარს და ცდილობდნენ
შეუმჩნევლად შეპარულიყვნენ შენს ბინაში.ქალები,საერთოდ,ბევრი გყავდა,ძალზე
ბევრი.ეს სრულიადაც არ მაკვირვებდა,ასე გასინჯე,მაშინაც კი,როცა ერთხელ სკოლაში
წასვლისას შენი ოთახიდან გამოსულ ქალს შევეფეთე,რომელსაც სახე სქელი პირბადით
დაეფარა.მაშინ ხომ მხოლოდ ცამეტი წლისა ვიყავი და გუმანშიაც არ მომდიოდა,რომ
პატარა გოგოს საშინელი ცნობისმოყვარეობა,შენ უკან დევნა და თვალთვალი უკვე
სიყვარული იყო. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს,ჩემო საყვარელო,ის დღე და სათიც კი,როდესაც ჩემი
ცხოვრება მთლიანად და სამუდამოდ შენ მოგიძღვენი.გასეირნების შემდეგ მე და ჩემი
ამხანაგი გოგონა სადარბაზო კართან ვიდექით და ვლაპარაკობდით.უცებ ჩვენ წინ ავტო
გაჩერდა;საფეხურიდან შენ გადმოხტი მყისვე,ფიცხი და მოქნილი – ოჰ,როგორ მომწონს
ეს შენი თვისება დღემდე! – და სადარბაზო კარისკენ გამოემართე.ჩემდა უნებურად კარი
გაგიღე და ვერც კი შევამჩნიე,რომ გზა გადაგიღობე – ერთმანეთს შევეფეთეთ.შენ
შემომხედე თბილი,სათუთი,შემბოჭველი მზერით,ალერსიანი თვალი მომაპყარი,ნაზად,ნამდვილად ნაზად გამიღიმე და გამომეხმატკბილე:,დიდად
გმადლობთ,ფროილაინ,.
ეს იყო სულ,საყვარელო,მაგრამ იმ წუთიდან,როცა შენი სათუთი,ნაზი მზერა
ვიგრძენი,მთელი არსებით შენ დაგემონე.ვაგლახ,შემდგომ – და თანაც სულ მალე – შევიტყვე,რომ ამ მაცდუნებლად დაბადებული ადამიანის მზერით,თითქოს რომ
ელამუნები,იზიდავ,საბურველში ხვევ და ერთდროულად აშიშვლებ კიდეც,ყოველ
გამვლელ ქალს აჯილდოებ,ყოველ მედუქნე ქალს,რომელიც რაღაცას მოგყიდის,ყოველ
მოახლეს,რომელიც კარს გაგიღებს, – მივხვდი,რომ ეს მზერა განსაკუთრებულ სურვილს
ან გატაცებას არ გამოხატავს,რომ შენი სინაზე ყველა ქალის მიმართ შენს მზერას
უნებლიეთ ათბობს და სათუთს ხდის.მაგრამ მაშინ მხოლოდ ცამეტი წლის ვიყავი და ეს
არ მესმოდა.თითქოს ალმური მომედო:მეგონა,ეს სინაზე მხოლოდ მე
მეკუთვნოდა,მხოლოდ მე,და მაშინ ჩემში,მოუმწიფებელ გოგონაში,ქალმა გაიღვიძა,ეს
ქალი კი საუკუნოდ შენ დაგემონა.
- ვინ იყო; – შემეკითხა ამხანაგი გოგონა. უცებ ვერ გამოვერკვიე.შეუძლებლად მომეჩვენა შენი ვინაობის გამხელა:ამ ერთ წუთში
მივხვდი,რომ შენი სახელი ჩემთვის წმინდათწმინდა გახდა,ჩემს საიდუმლოებად იქცა.
- ვინ უნდა იყოს,ამ სახლში ცხოვრობს, – გაუბედავად წავილუღლუღე.
- მაშ,რატომ გაწითლდი ასე,როცა შემოგხედა? – შენიშნა მეგობარმა ცნობისმოყვარე
მოზარდის ავი დაცინვით და რადგან ჩემი საიდუმლოების გაკენწვლა გაბედა,სახეში
კიდევ უფრო მომაწვა სისხლი.უხერხულობა რომ დამეფარა,უხეშობაზე გადავედი:
- ნამდვილი ბატისტვინა ხარ, – მივაძახე გაფთრებულმა.მზად ვიყავი
დამეხრჩო.ვიცი,ქალთა ნებიერს,ხშირად გსმენია ეს სიტყვები,მაგრამ მერწმუნე,არავის
უყვარდი ისეთი მონური ერთგულებით,ისეთი გატაცებით,როგორც იმ მხდალარსებას,მაშინ მე რომ ვიყავი და როგორიც შრნთვის სამუდამოდ დავრჩი,ვინაიდან
ამქვეყნად განა რამე შედრება ჩრდილში მიყუჟული ბავშვის იდუმალ,გამოუცნობ
სიყვარულს!ეს სიყვარული ისეთი უიმედო და უანგარო,ისეთი მორჩილი,გაფაციცებული
და მგზნებარეა,როგორიც არ შეიძლება იყოს მოზრდილი ქალის საწადელს
აყოლილი,მაგრამ ამასთანავე თუნდაც არაცნობიერად,მაგრამ მაინც მისი გრძნობის
გაზიარების მომთხოვნი სიყვარული.მხოლოდ მარტოსულ ბავშვს შეუძლია მთლიანად
ჩაიმარხოს გულში ვნება.სხვები ფლანგავენ მას,როცა ცდილობენ თავიანთი განცდები
სხვას გაუზიარონ,ყბედობით იჩლუნგებენ გრძნობას.მათ ხომ ბევრი სმენიათ და
წაუკითხავთ სიყვარულზე,კარგად იციან,რომ სიყვარული ყველას ხვედრია;ისინი
თამაშობენ ამ სიყვარულით,საკვეხნად გაუხდიათ,როგორც ბიჭებს პირველი სიგარეტი.მე
კი … მე ვის უნდა მივნდობოდი,ჭკუას არავინ მარიგებდა.არავინ მაფრთხილებდა
გამოუცდელ გულუბრყვილო გოგონას;ბედს მივენდე და უფსკრულში კი
გადავიჩეხე.ყველაფერი,რაც ჩემში იზრდებოდა და იფურჩქნებოდა,გცნობდა მხოლოდ
შენ,სწამდა მხოლოდ შენზე ოცნება.მამა დიდი ხანია მომიკვდა;დედა ჩემთვის უცხო იყო
– ნიადაგ შეჩქვიფებული,დაუსრულებელი საზრუნავით წელგატეხილი პენსიონერი.ჩემი
სკოლის ამხანაგ ქარაფშუტა გოგოებთანაც გული არ მიდგებოდა,რადგან ადვილად
გაიხადეს სათამაშოდ ის,რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა იყო.ბევრი თავის გრძნობას
ფანტავს და აქუცმაცებს,მე კი შენ მოგიძღვენი ყოველივე,რაც ჩემს სულში
ამოსჩქეფდა,ყოველივე,რაც იქ დუღდა და გადმოდიოდა.არ ვიცი,როგორ აგიხსნა,რას
წარმოადგენდი ჩემთვის.ყოველგვარი შედარება სუსტი გამოდგება.ჩემთვის შენ
ყველაფერი იყავი,მთელი ჩემი სიცოცხლე.ჩემთვის ყოველივე არსებობდა მხოლოდ
იმდენად,რამდენადაც მას შენთან ჰქონდა დამოკიდებულება,მხოლოდ იმას ჰქონდა
აზრი,რაც შენთან იყო დაკავშირებული.შენ ძირფესვიანად გარდაქმენი ჩემი
ცხოვრება.წინათ თუ სწავლის მიმართ გულგრილი ვიყავი და არაფრით არ
გამოვირჩეოდი,ახლა უცებ პირველი მოწაფე გავხდი,ასობით წიგნს
ვკითხულობდი,მთელ ღამებს კითხვაში ვათენებდი,რადგან ვიცოდი,წიგნები
გიყვარდა.დედაჩემის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როდესაც ნახა,რომ როიალზე
დაკვრაში დავიწყე ვარჯიში განსაკუთრებული გულმოდგინებით,რაკი მეგონა,მუსიკა
უყვარს-მეთქი,კაბებს ხშირად ვიწმენდდი და ვიკერებდი,მოხდენილი და გაკრიალებული
რომ გჩვენებოდი,საშინლად მიკლავდა გულს ჩემი ძველი სასკოლო წინსაფარი (იგი
დედის საშინაო კაბისაგან იყო შეკერილი), რადგან მარცხნივ ოთხკუთხედი საკერებელი
ედო.გული მიფანცქალებდა,ვაითუ შეგენიშნა და შეგძულებოდი.როდესაც კიბეზე
ავრბოდი,საკერებელს სასკოლო ჩანთით ვიფარავდი და მაინც ყოველთვის შიშით
ვკანკალებდი,- საკერებელი არ შეგემჩნია.ოჰ,რა სულელი ვიყავი – შენ ხომ ჩემთვის
არასდროს,თითქმის არასდროს არ შემოგიხედავს!მაგრამ მაინც სხვანაირად არ
შემეძლო.მთელი დღეობით გიცდიდი და გითვალთვალებდი.ჩვენს კარში თითბრის გარსაცმში ჩასმული პატარა საჭვრეტი იყო.ამ საჭვრეტიდან შენი კარი ჩანდა და სწორედ
ეს ჭუჭრუტანა – -არა,არ გაგეცინოს,საყვარელო,ახლაც კი,დღესაც კი არ მრცხვენია ჩემი
უგუნურებისა! – ეს ჭუჭრუტანა ჩემი სარკმელი იყო სამყაროში.იმ თვებსა და წლებში
მთელ საღამოებს გაყინულ წინკარში ვატარებდი წიგნით ხელში,მეშინოდა, დედას ეჭვი
არ აეღო;შენს მოლოდინში მთელი ჩემი არსება დაჭიმულ სიმს წაგავდა,რომელიც შენი
გამოჩენისთანავე შეირხეოდა ხოლმე.სულ შენით ვიყავი მოცული,მარად დაძაბული და
მღელვარე გადევნებდი თვალს.მაგრამ შენ ისევე არ ძალგიძდა ამის აღქმა,როგორც იმ
სათის ზამბარის დაძაბულობის აღქმა,რომელიც ჯიბეში გიდევს და მოთმინებით
გითვლის და გიზომავს დღებს,ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უჩუმარი გულის ძგერით
გახლავს თან,შენ კი იშვიათად,ათასობით გადათვლილი წამის შემდეგ თუ დახედავ
ნაჩქარევად.შენი ყველაფერი ვიცოდი,ვიცნობდი ყოველ შენს ჩვეულებას,ყოველ შენს
ყელასხვევს,ყოველ კოსტიუმს.შევისწავლე და თანდათან კარგად ვარჩევდი შენს
ნაცნობებს,რომელთაგან ერთნი მომწონდნენ,სვები კი უსიამო შთაბეჭდილებას
ტოვებდნენ.ცამეტიდან თექვსმეტ წლამდე ჩემს ცხოვრებაში არ იყო ისეთი წუთი,შენით
რომ არ მესულდგმულა.აჰ,რა სისულელე გინდა,რომ მე არ ჩამიდენია!ვკოცნიდი კარის
სახელურს,რომელსაც შენ ხელს ჰკიდებდი.დაბლიდან ავიღე შენი სიგარის
ნამწვი,სახლში შესვლისას რომ გადაგდე,და იგი წმინდა რელიკვიად გადამექცა,რადგან
შენი ბაგე შეხებოდა.საღამოობით მოვიმიზეზებდი რაღაცას,ბარე ასჯერ გამოვირბენდი
ქუჩაში,რომ დამენახე,რომელ ოთახში გენთო სინათლე და უფრო ცხადლივ განმეცადა
შენი უხილავი არსებობა,ხოლო იმ დღებში,როცა სადმე იყავი გამგზავრებული – გული
ლამის გამიჩერდებოდა ხოლმე,როდესაც დავინახავდი,რომ კეთილ იოჰანს შენი
ყვითელი საკვოიაჟი დაბლა ჩაჰქონდა – ამ დღებში სიცოცხლე ჩემი უაზრო და
უშინარსო ხდებოდა.დამწუხრებული,მოწყენილი,გაბოროტებული დავწრიალებდი და
ვცდილობდი დედას არ შემჩნია,რომ ნამტირალევი ვიყავი და არ მიმხვდარიყო ჩემს
სასოწარკვეთილებას. ვიცი- რასაც გიამბობ,ეს ყოველივე გროტესკული გადაჭარბება,ბავშვური
სისულელეა.კდემამოსილება მოითხოვს მრცხვენოდეს ამისა,მაგრამ მე არ მრცხვენია:ჩემი
სიყვარული შენდამი არასოდეს ყოფილა ისე წმინდა და მხურვალე,როგორც
იმხანად,ბავშვურ ოცნებათა წლებში.მთელი სათობით,მთელი დღეობით შემეძლო
შენთვის იმის მოყოლა,როგორ ვსულდგმულობდი შენით,შენით,რომელიც თითქმის
სახეზედაც არ მიცნობდი,რადგან კიბეზე თუ შეგხვდებოდი და უკანდასახევი გზა აღარ
მქონდა,თავს ჩავღუნავდი და გვერდით ჩაგიქროლებდი – შენი მწველი მზერისა
მეშინოდა, – ალბათ ასე ვარდება წყალში ალმოდებული ადამიანი.მთელი
სათობით,მთელი დღეობით შემეძლო შენთვის მომეთხრო ამ გარადასულ წელთა
ამბავი,შემეძლო შენთვის შენი ცხოვრების ის მთელი მატიანე გადამეშალა,მაგრამ არ მხურს თავი მოგაბეზრო,შეგაწუხო,მინდა მხოლოდ ჩემი ბავშვობის ყველაზე მშვენიერი
განცდა გაგიზიარო და გემუდარები,ნუ გაგეცინება მის არარაობაზე –
ჩემთვის,ბავშვისათვის,ხომ იგი უსასრულოდ სანუკვარი რამ იყო. ეს მოხდა,მგონი,კვირადღეს.სხვა ქალაქში იყავი წასული,ხოლო შენს იოჰანს მძიმე
ხალიჩები გაებერტყა და ბინის ღია კარში ეზიდებოდა.კეთილ მოხუცს უჭირდა მათი
აწევა და,აი,უცებ მოვიკრიბე გამბედაობა,მივედი მასთან და შევეკითხე,შეიძლება
დაგეხმაროთ-მეთქი.გაუკვირდა,მაგრამ თხოვნაზე უარი არ მითხრა და ასე და ამგვარად
მოვახერხე შენს სამყაროში,შენს ოთახში შესვლა.ოჰ,რომ შემეძლოს გადმოგცე,როგორი
ქედმოხრით,როგორი ზეგარდმო მოწიწებით ვიხილე შენი სამყარო! – საწერი
მაგიდა,რომელთანაც შენ იჯექი ხოლმე,ზედ ბროლის ლურჯი ლარნაკი იდგა და შიგ
რამდენიმე ყვავილი იდო.შენი კარადები,ნახატები,წიგნები.ქურდულად,მალულად
შევიჭვრიტე შენს ცხოვრებაში.ერთგული იოჰანი,ცხადია,ნებას არ მომცემდა ყველაფერი
დაწვრილებით დამეთვალიერებინა,მაგრამ ეს ერთი შეხედვაც საკმარისი იყო:შევძელი
შემესრუტა მთელი შენი ატმოსფერო,მიმეღო ახალი საკვები ცხადად თუ ძილში შენზე
უსასრულო ოცნებისათვის.ეს ხანმოკლე წუთი ყველაზე ბედნიერი გამოდგა ჩემს
ბავშვობაში.სწორედ ეს მინდოდა მომეთხრო,რათა შენ,რომელსაც არასოდეს
გცნობივარ,ბოლოს მაინც შეგეტყო,რომ შენთვის ვცოცხლობდი შენთვისვე მკვდარი.ეს და
კიდევ სხვა,ყველაზე საშინელი ამბავიც,რაც,ვაგლახ,ასე მალე მოჰყვა ამ პირველ ბედნიერ
წუთს.უკვე გითხარი,შენ გამო ყველაფერი დამავიწყდა,დედასაც ყურადღებას აღარ
ვაქცევდი,არავინ აღარ მაინტერესებდა და ვერც კი შევამჩნიე,რომ ერთმა ხანში შესულმა
ბატონმა,ინსბურკელმა ვაჭარმა,დედაჩემის შორეულმა ნათესავმა,ჩვენთან სიარულს
მოუხშირა და ყოველ მოსვლაზე სულ უფრო დიდხანს რჩებოდა.ეს ჩემთვის საიამვონოც
კი იყო,რადგან დედას ხანდახან თეატრში პატიჟებდა,მე კი შესაძლებლობა მარტო
დავრჩენილიყავი და მეფიქრა შენზე,მედარაჯა შენთვის – ეს ხომ ჩემი უმაღლესი,ჩემი
ერთადერთი ნეტარება იყო.ერთ დღესაც დედამ დიდი ამბით დამიძახა თავის
ოთახში,სერიოზულად უნდა მოგელაპარაკოო.ფერი მეცვალა,გულმა ბაგაბუგი
ატეხა:ნუთუ დედა რამეში დაეჭვდა,ნუთუ მიხვდა ყველაფერს?მაშინვე შენზე
ვიფიქრე,ჩემს საიდუმლოზე,ერთადერთზე,რაც ცხოვრებასთან მაკავშირებდა.მაგრამ
დედა თვითონვე იყო დაბნეული.მან ერთი-ორჯერ ნაზად მაკოცა (რაც სხვა დროს აზრად
არ მოსვლია),გვერდით მომისვა დივანზე და დარცხვენილმა ენის ბორძიკით დამიწყო
მოყოლა:ამ ნათესავმა ქვრივმა ცოლად გაყოლის წინადადება მომცა და მეც
ვფიქრობ,უმთავრესად შენ გამო,მივიღო ეს წინადადებაო.სისხლი ამივარდა
თავში,მხოლოდ ერთედერთი აზრით – შენზე ფიქრით – გამოვეხმაურე ამ ახალ ამბავს:
- მაგრამ აქედან ხომ არსად წავალთ? – ძლივს ამოვილუღლუღე.
- როგორ არა,ინსბურკში გადავსახლდებით,იქ ფერდინანდს მშვენიერი ვილა აქვს.
- მეტი აღარაფერი მსმენია – თვალთ დამიბნელდა.შემდეგ გავიგე,რომ გრძნობა
დამკარგოდა.დედა ხმადაბლ ამოუთხრობდა მამინაცვალს,რომელიც ჩვენი საუბრის
დროს კარს უკან მდგარიყო,რომ მე უცაბედად შევრტორტმადნი,ხელები გავშალე და
ტყვიანაკრავივით ზურგზე მაინც დავეცი.ვერ აგიწერ,რა ხდებოდა შემდეგ
დღებში,როგორ ვცდილობდი უმწეო ბავშვი წინ აღვდგომოდი მათ მძლეთა მძლე ნება- სურვილს.ახლაც კი,როცა მახსენდება,კალამი მიკანკალებს ხელში.გულში ჩამარხული
საიდუმლო არ შემეძლო გამემხილა,ამიტომ ჩემს საქციელს ყველა სიჯიუტედ,სიანჩხლედ
და თავნებობად მითვლიდა.ჩემთან ლაპარაკი არავის სურდა,ყოველივე უჩემოდ
კეთდებოდა.ჩემი სკოლაში ყოფნის დროს ჩვენები გამგზავრების თადარიგს
ეწეოდნენ.სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი,ვამჩნებდი,კვლავ რაღაც გაეტანათ
ან გაეყიდათ სახლიდან.ჩემ თვალწინ ბინა ცარიელდებოდა და მასთან ერთად ჩემი
ცხოვრებაც.ერთხელ სადილობის დრო მოტანებული იყო,რომ შინ დავბრუნდი და
მტვირთავები დავინახე.უკვე მოესწროთ მთელი ავეჯის გამოტანა.ცარიელ ოთახებში
შეკრული ჩემოდნები ეწყო,აქვე იდგა ორი დასაკეცი საწოლი – ჩემთვის დადედაჩემისათვის.ერთი ღამე ისევ აქ უნდა გაგვეთია,უკანასკნელი,დილით კი ინსბურკს
გავმგზავრებულიყავით.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა