შენს სახელს ვფიცავ საქართველოვ » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შენს სახელს ვფიცავ საქართველოვ

შენს სახელს ვფიცავ საქართველოვ

შენს სახელს ვფიცავ საქართველოვ....
*************************************************************
(ვუძღვნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს)
*************************************************************
დღეს სიხარულის ცრემლით მინდა გული დავღალო,
სულ სხვანაირი მონატრება გამეფდა ჩემში,
მინდა ხმამაღლა ვიყვირო და შევძრა სამყარო,
თავისუფლების დღეს ზეიმობს სამშობლო ჩემი.

დღეს სხვანაირად მომეძალა ძარღვებში სისხლი,
წლობით დაჭრილი, დაკოდილი გული აღშფოთდა,
თავისუფლების შევიგრძენი წყურვილი მაშინ,
ემიგრანტების ნაკადი რომ საზღვარს დაშორდა.
დღეს სხვანაირად შემოიჭრა გულში მზის სხივი,
თითქოს მომესმა ანგელოზთა ჩუმი გალობა,
ემიგრანტები მოგილოცავთ შვილნო, ქართველნო,
არ მოგკლებოდეთ სიძლიერე, ლოცვა-წყალობა.

მამულო ჩემო, მონატრებავ დღისა და ღამის,
ცად აბჯენილო გუმბათებო სალოცავისა,
თუ იარაღით ვერ დავდგები სადარაჯოზე,
გჯეროდეს ჩემი, კალმითა და ლექსით დაგიცავ.

შენს სახელს ვფიცავ საქართველოვ, შენს ცას და მიწას,
ჩვენ, ემიგრანტებს გვეძახიან სულით ძლიერებს,
თუმცა შვილების მონატრების ფასად გვიჯდება,
შენს ძლიერ ფესვებს უფრო მეტად გავაძლიერებთ.

მარინა ყიფიანი
26.05.2014

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა