შენ ხარ ჩემი საოცნებო გოგო » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შენ ხარ ჩემი საოცნებო გოგო

შენ ხარ ჩემი საოცნებო გოგო

მე სიცოცხლე შემიყვარდა შენით,
შენთან ერთად მიხარია სუნთქვა,
შენ ჩემთვის ხარ ქვეყანაზე მეტი,
სამყაროზე მეტიცა ხარ თუნდაც.

სილამაზე თუ არსებობს ქვეყნად,
ის შენა ხარ ჩემო ბაღის იავ,
შენს სინაზეს, მოძრაობას, სითბოს,
შევადრიდი გაზაფხულის ნიავს.

ისე მავსებ სიყვარულის ნქტრით,
როგორც ღვინო შემოდგომას ქვევრებს,
შენით ვსწავლობ სხვა სამყაროს ნახვას,
შენით ვხატავ განსხვავებულ ფერებს.

ზამთარი რომ გაზაფხულად მექცა,
მაშინ მივხვდი შემიყვარდი როგორც,
შემიყვარდი სიცოცხლეზე მეტად,
შენ ხარ ჩემი საოცნებო გოგო......


ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა