ლეონის და მარიას ისტორია » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ლეონის და მარიას ისტორია

ლეონის და მარიას ისტორია

2014 წლის 20 მაისია, ღამის 3:00 წუთი შეუჩერებლად წვიმს წვიმა ლამაზად ისვრის შხეფებს.
თუმცა ამ წვიმის წკაპუნის ხმას სიცილ კისკისით ლეონი და მარია ფარავენ ისინი, ისე გულწრფელად არიან ერთმანეთზე შეყვარებულები რომ ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ წვიმაში ხელჩაკიდებულები მიდიან ერთმანეთის სიყვარულში დარწმუნებულები. თუმცა მათ არ იციან წინ რა ელით, მაგრამ ვინ იცის წინ რაელის არცერთმა სულიერმა არსებამ ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო ცხოვრება ადამიანს აქეთ-იქით აგდებს ტანჯავს! თუმცა ყველა ვერ დგება ფეხზე ბევრი ეცემა და წამოდგომის ძალა აღარ შესწევს ამდენი ტანჯვის შემდეგ. მაგრამ ლეონის და მარიას ისტორია არამარტო საინტერესოა არამედ მათი ისტორია ადამიანს სულიერად განწმენდს. მათი ამბავი 2012 წლის 3 სექტემბერს დაიწყო როცა ლეონმა გადაწყვიტა სასწავლებელი ადგილი შეეცვალა ლეონი კარგი სწავლით არ გამოირჩეოდა მაგრამ მას სპორტისკენ მიუწევდა გული, იგი ახალ სკოლაში გადასვლისთვის ემზადებოდა და როცა ახალ სკოლაში ფეხი შედგა მან ისე იგრძნო თავი თითქოს არაამქვეყნიურ გრძნობასთან ახლოვდებოდა და ეს გრძნობა ერთი გოგოს დანახვისთანავე გაუჩნდა რათქმაუნდა ახალი მოსწავლის მისვლამ ყველას ყურადღება მიიპყრო განსაკუთრებით მარიასი. მარია ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო ლოს-ანჯელესის სკოლაში იგი ბევრი სწავლით იყო დაკავებული და შორიდან ისე ჩანდა რომ თითქოსდა სიყვარულისთვის არ იყო მზად მაგრამ ლეონს ეს არ აინტერესებდა, მას მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი რომ სიყვარულში გამოსტყდომოდა თუმცა დაკარგვის შიში აფერხებდა და ჯერ-ჯერობით თავს იკავებდა შემდეგ მან გაიგო რომ მარიას ოჯახი ძალიან მდიდარი იყო მის ოჯახთან შედარებით ცოტა არ იყოს დაღონდა მაგრამ მერე გააცნობიერა რომ ფული ყველაფერს არ წყვიტავს და არც მარიასთვის იქნებოდა მთავარი. მან დიდი მონდომებით დაიწყო მარიასთვის წერილის წერა არც კი იცოდა როგორ დაეწყო, სიტყვებს ვერ პოულობდა მაგრამ როგორც იქნა დაწერა და შემდეგ თავის ხელ ჩანთაში ჩაიდო და მეორე დღეს დაელოდა რომ წერილი გადეცა მარიასთვის არც მარია სჩანდა გულ გრილი ლეონის მიმართ თუმცა მისი დამალვა უჭირდა. მეორე დღეს სკოლაში რომ მივიდა კლასელთან წაკინკლავების შედეგად ის წერილი დაკარგა ძალიან ბევრი ძებნის მიუხედავათ ვერ იპოვნა მაგრამ სამაგიეროდ იპოვა მარიას მეგობარმა და შემდეგ ეს წერილი მარიასთან აღმოჩნდა მარიას ძალიან მოეწონა მისი წერილი მან მარტო მელნით დაწერილი ასოები არ ნახა მან მთელი მისი გრძნობა ნახა წერილში მან ყველაფერი დაწერა რასაც პირისპირ ვერ გაუბედავდა მარიას და მარიამაც გადაწყვიტა, გასაუბრებოდა მივიდა და სასწავლო პროცესის შემდეგ დარჩენა სთხოვა! ლეონს თვალები გაუბრწყინდა სიხარულისაგან და ისეთი გრძნობა დაეუფლა რომ სხვა ყველაფერი გაქრა და მხოლოთ მისი მზერა აცოცხლებდა. ლეონი ელოდებოდა მარიას და როგორც იქნა გამოჩნდა და რომ მიუახლოვდა მარიამ ვეღარ მოითმინა მთელი ძალით ჩაიკრა გულში და უთხრა შენ ხარ ჩემი პირველი და ნამდვილი სიყვარული! ლეონის სიხარულს საზღვარი არ ჰქონია იმ მომენტში. ისინი ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ მომავალზე და ისე გადიოდა დღეები ვერც ამჩნევდნენ ერთმანეთის სიყვარულში ჩაფლულნი, შემდეგ მათი ამბავი ლეონის და მარიას მშობლებმა გაიგეს მარიას მშობლები განრისხდნენ რომ გაიგეს მათი შვილი დაბალი ფენის წარმომადგენელზე იყო შეყვარებული და ყველანაირად ცდილობდნენ მათ დაშორებას. მაგრამ მარიასა და ლეონის სიყვარული იმხელაა ასე ადვილად ვერ მოუკლავდნენ გულს ლეონის მშობლებიც ყოყმანობდნენ არა იმიტომ რომ მარია არ მოსწონდათ არამედ იმიტომ რომ ლეონის მშობლები იცნობდნენ მარიას მშობლებს და ერთმანეთი თვალში არმოსდიოდათ მაარია და ლეონი ყველანაირად ცდილობდნენ მათ გაერთიანებას მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ ისინი იმედს იტოვებდნენ რომ დროთა განმავლობაში ყველფერი მოგვარდებოდა. მარია და ლეონი ორ წელიწადში სკოლას ამთავრებდნენ და დიდ გეგმებს აწყობდნენ გასართობად დადიოდნენ და მათი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გავიდა ორი წელი სკოლა დაამთავრეს მათი მშობლები შეეგუვნენ იმ აზრს რომ ისინი მუდამ ერთად იქნებიან და ყველა დაბრკოლებას გადალახავენ და მარიას მშობლებმა სახლში დაპატიჟეს ლეონი ლეონს ერთ მხრივ გაუხარდა მაგრამ მეორეს მხრივ ჩაფირდა მაგრამ უკან არ დაუხევია მარიას მშობლების მიწვევა ბრწყინვალე იდეათ ჩათვალა და მივიდა რათქმაუნდა ელეგანტურად ჩაცმული და ლამაზი თაიგულით ხელში მარიას გული ცუდს უგრძნობდა და ცალკე დაელაპარაკა ლეონს მარიამ სთხოვა რომ წასულიყო რადაგან საკმარისათ იყო ალკოჰოლის ქვეშ მაგრამ ლეონმა მიუგო ნუ გეშინია ნურაფრის ესენი ხომ შენი მშობლები არიან მე მინდა რომ უფრო კარგათ გავიცნო და დავუახლოვდე მათ ისინი ხომ კეთილად არიან ჩვენს მიმართ განწყობილნი მარიაც დაეთანხმა და ლამაზათ გაუღიმა. შემდეგ კი უეცრად ლეონმა საათს შეხედა და ღამის სამის ნახევარი იყო ლამაზად წვიმდა და მარიას მშობლებს სთხოვა რომ მარიასთან ერთად გაესეირნა წვიმიან ამინდში მარიას მშობლებმა ღიმილიანი სახით უთხრეს თანხმობა ლეონს გაუხარდა და ბედნიერი სახით უთხრა ერთ საათში მოგიყვანთ სახლში თქვენს ქალიშვილს გახარებული მარია და ლეონი წვიმაში სიცილ კისკისით მიუყვებოდნენ გზას 2014 წლის 20 მაისია ღამის 3:00 საათი გახარებულები ეხვევიან ერთმანეთს მაგრამ უცნაური ის გახლავთ რომ ერთ-ერთი მანქანის ფარები თვალებს ჭრის ლეონს და მარიას ესენი ერთხმათ ეუბნებიან გაგვატარეთ თუ შეიძლება მაგრამ მანქანა არ იძვრის რამდენიმე წუთის შემდეგ ლეონი მიიხმეს მანქანასთან ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა მანქანაში მოათავსეს და ქალაქიდან გაიყვანეს მარიამ ყველაფერი გააკეთა მაგრამ ვერ დაეხმარა ლეონს. ლეონი ქალაქ ტროპაიდენში გადაიყვანეს და ეს ყველაფერი მარიას მშობლების დაგეგმით მოხდა ლეონის გატაცების შემდეგ ყველაფერი აირია ლეონის მშობლებმა პოლიციაში განაცხადეს მაგრამ ვერსად ვერ მიაგნეს კვალს. მარია სახლიდან წავიდა და მშობლებთან კონტაქტი შეწყვიტა! გავიდა რვა თვე პოლიციამ ლეონ მარსკედის კვალს ვერსად მიაგნო ტროპოიადა საშიში ქალაქია ბანდიტების ბუდე მათ ტერიტორიას რუსებიც კი ერიდებიან. მაგრამ მიუხედავათ ყველაფრისა მარია მაინც არ ყრიდა ფარხმალს ყოველდღე ელოდა ლეონს დღე არ გავიდოდა მასზე რომ არ ეფიქრა ასეთ სიყვარულს ასე უცბათ ვერცერთი ადამიანი ვერ ამოიგდებს გულიდან შემდეგ კი მარიამ გადაწყვიტა ტროპოიადაში თვითონ ჩასულიყო და ღმერთის ნებით თავისი პირველი და ნამდვილი სიყვარული დაებრუნებინა თუმცა უშედეგოთ მან რამოდენიმე თვის განმავლობაში ეძება თავისი სიყვარული და ხელჩასაჭიდი რომ ვერ ნახა ვერაფერი თავის ქვეყანაში დაბრუნდა შეწუხებული, ერთ დღეს მარიამ სიზმარი ნახა სადაც აცრემლებული თვალებით ეძახდა ლეონი რომ ძალიან ენატრებოდა ის და მისი სული ყოველთვის მასთან იქნებოდა! გავიდა სამი წელი და მარიას ახალი საქმრო გამოუჩნდა რათქმაუნდა მშობლების დახმარებით მშობლებმა მას მდიდარი საქმრო შეურჩიეს იგი საზღვა ფლოტების მეთაური გახლავდათ მარიას გარეგნულად ეტყობოდა რომ დავიწყებული ჰყავდა ლეონი მაგრამ შინაგანად სულ სხვა რამეს გრძნობდა მას გულს უღრღნიდა ის აზრი რომ სხვას მიჰყვებოდა ცოლად და არა ლეონს მაგრამ იმასაც მიხვდა რომ ლეონს ვეღარასდროს ნახავდა მას გული მოუვიდა და ქვითინი დაიწყო! მისი საქმრო კი თვლიდა რომ ბედნიერებისგან ტიროდა რათქმაუნდა ქორწილისთვის მზადება არ შეწყვეტილა მარიას მშობლებისთვის მთავარი ის კი არ იყო მარია რას ფიქრობდა არმედ მათი არჩევანი მდიდრებს შორის და მარიამაც გააკეთა არჩევანი ერთადერთი გამოსავალი იპოვა. თავის დახრჩობა უნდოდა რომ ლეონთან ყოფილიყო ქორწილი ახლოვდებოდა და ქორწილის წინა დღეს მარიამ თავი მოიკლა! მისი ნაზი სხეული უხეშმა ტალღებმა ნაპირთან გამორიყა და მათ შეასრულეს პირობა ისინი ერთად არიან და მუდამ ერთად იქნებიან მათ ვერავინ დააშორებს.

ჩემის აზრით ასეთი სიყვარული სხვა ადამიანებს არ შეუძლიათ ისინი ღმერთისადმი იყვნენ დაჯილდოვებულნი ასეთი გრძნობით.

ავტორი ლევანი ნაბორაშვილი

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა