ჯარისკაცი.. » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ჯარისკაცი..

ჯარისკაცი..

დრო მიდის.!ისტორია მტკივნეული ხდება,
სხვა მოდის,მის ადგილას კი,ვერავინ რჩება..

დრო გადის.!იზრდება,ვაჟკაცობას იძენს,
ტკივილს,ცრემლებს,ძირს დაცემას,თბილი გულით ითმენს..

დრო მიდის.!როს დგება ბედნიერი წამები?
როცა ხედავს მეგობარი ომმა როგორ მოუკლა,
ის იქ იყო,დაუხუჭა სევდიანი თვალები,
და სიკვდილი ერთი წამით,სულ ცოტახნით მოუნდა..

გაახსენდა დედამ როგორ გააცილა ჯარში,
მოლოდინით რომ ელოდა მის ბიჭუნას სახლში...

გაახსენდა,ცოლის მუცელს რომ შეეხო ხელით,
და თვალები ამოევსო სიხარულის ცრემლით..

დედის ბოლო წერილში ჩაქსოვილი სითბო,
''ჩემო ბიჭო დამიბრუნდი,მეტს არაფერს ვითხოვ,
მე ვაჟკაცად გამიზრდიხარ და ღიმილით ვკვდები,
მძიმე ხვედრი რომ გეწვია ალბათ უკვე ხვდები.''

ჯარისკაცო ნელა კარგავ ყველას ვინ კი გიყვარს,
ყველას,მაგრამ შვილის ფოტო სუნთქვას ძლიერ გიკრავს..

წუთებს ითვლი,ღამით მთვარეს შენს ნაბიჯებს ანდობ,
ძლიერ გცივა,ძლიერ გტკივა თუმც სიკვდილს არ ნატრობ...


თ.მჟავია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა