ჩემი რჩეული » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ჩემი რჩეული

ჩემი რჩეული

ვზივარ მარტო ჩემს ფიქრებთან,
ოცნებად ვარ ქცეული,
სიყვარულის მთელი ძალა,
ჩემში მეფობს გრძნეული.

თითქოს გული გამიფრინდა,
დაჰქრის სადღაც ეული,
ერთმანეთს არ მორჩილებენ,
გონება და სხეული.

შენთან მოდის ყოველი გზა,
სწორია თუ ხვეული,
ხოლო ყველა ოცნებისგან,
შენ ხარ გამორჩეული.

მე უშენოდ ის წიგნი ვარ,
გვერდებ ამოხეული,
ღვთაებრივი სილამაზის,
შენ ხარ ჩემი რჩეული.

ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა