ან მიშველე ან მესროლე დაამთავრე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ან მიშველე ან მესროლე დაამთავრე

ან მიშველე ან მესროლე დაამთავრე

შენი ნახვა ოცნებად რომ გამიხადე,
გული მიმდის ამ ლოდინით დავიტანჯე.
რაღას მერჩი იქნებ მითხრა, რად მაწვალებ,
ასე რად მსჯი, ასეთი რა დავაშავე.

სიყვარულით გული მიდუღს ვეღარ ვატევ,
მარტოს მიჭირს მე ამ გრძობას რომ გაუძლო.
რა იქნება ცოტა მაინც დამეხმარო,
რა იქნება ჩემი ცა რომ დაიხურო.

სიყვარულით გაფრენილი მომაბრუნო,
გულის კარი მაგრად რომ არ გაიხურო,
რა იქნება ეს ოცნება ჩემი დიდი,
შეგიძლია და უეცრად ამისრულო.

შენი ნახვა ოცნებად რომ გამიხადე,
მომენატრე, რად არ გესმის მომენატრე,
უშენობა, რად არ გჯერა, ბოლოს მიღებს,
ან მიშველე, ან მესროლე დაამთავრე.

ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა