აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ეპოქაში აპოკალიფსის თემა საკმაოდ აქტუალურია. სამეცნიერო ნაშრომებიდან დაწყებული, თინეიჯერული ფილმებით დამთავრებული, უამრავი პროექტი ეძღვნება სამყაროს აღსასრულსა და მასობრივ კატასტროფებს. ამგვარი ვითარება საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხალხთა ნაწილი ასეთ თემებს სერიოზულად უყურებს, ნაწილი კარგ გასართობ საშუალებად მიიჩნევს, ნაწილი კი მათ მიმართ ანტაგონისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, მსგავს პროექტებს ჩვენს ცხოვრებაში ნეგატივი შემოაქვთ. ასეა თუ ისე, ყველასათვის ცხადია, რომ XXI საუკუნე არ არის ერთადერთი ხანა, რომელში მცხოვრები საზოგადოებაც აქტიურად განიხილავს აპოკალიპტურ თემებს. წარმოდგენები ქვეყნიერების მოსალოდნელი აღსასრულისა თუ დამანგრეველი კატასტროფების შესახებ უძველესი დროიდანვე მწიფდებოდა ადამიანის გონებაში და თანდათან უფრო და უფრო დახვეწილ და კომპლექსურ სახეს იღებდა. ისტორიამ წარსულში მცხოვრებ ადამიანთა წარრმოდგენები აპოკალიფსის შესახებ საუკეთესოდ ხელოვნების ნიმუშების სახით შემოგვინახა. მოდით, თვალი გადავავლოთ აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუციას და მისი მეშვეობით ერთმანეთს შევადაროთ საუკუნეების წინ მხოვრებ და თანამედროვე ადამიანთა მსოფლმხედველობა და არტისტული ხედვა.

Powered by www.Mp3Olimp.net

ქვემოთ წარმოდგენილი ბარელიეფი 1130 წელს შეიქმნა ვიკინგების მიერ და იგი ღმერთებსა და გიგანტებს შორის გამართულ უსასტიკეს ფინალურ ბრძოლას ასახავს. ვიკინგთა წარმოდგენით, ბრძოლის დაწყების მიზეზად ლეგენდარული და დღემდე საკმაოდ პოპულარული თაღლითის, ლოკის ტყვეობიდან გაქცევა იქცა.

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
ამ ფრესკაზე კი აპოკალიფსი გამოსახულია, როგორც შვიდთავა ურჩხულისა და დემონის შეთქმულების შედეგი. მისი ნახვა მაკედონიაში მდებარე ოსოგოვოს მონასტერშია შესაძლებელი, რომელიც მე-12 საუკუნეში აიგო.

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
ეს%20ხელნაწერი,%20რომელიც%20დღესდღეობით%20ნიუ-იორკში%20მდებარე%20საცავებში%20ინახება,%20დაახლოებით%201330%20წელს%20შეიქმნა.%20მასში%20ადვილი%20შესამჩნევია%20შუა%20საუკუნეებისთვის%20დამახასიათებელი%20ნიშნები.%20იმ%20ეპოქაში,%20რომელშიც%20რელიგია%20ადამიანის%20უმთავრეს%20პრიორიტეტს%20წარმოადგენდა,%20აპოკალიპტური%20ხელოვნება%20ახალ%20აღთქმაში%20აღწერილ%20მეორედ%20მოსვლის%20მოვლენებს%20ეყრდნობა

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
ჰოლანდიელი ჰიერონიმუს ბოსხის ამ ნამუშევარზე, რომელიც მე-15 საუკუნის ბოლოს შეიქმნა, კარგად ჩანს ტანჯული ხალხი აპოკალიპტურ ხანაში. აღსანიშნავია, რომ ამ მხატვარის ნამუშევართა სტილისტიკა თავისი ეპოქისთვის უჩვეულოდ

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
აღორძინების ხანის მხატვრის, პიტერ ბრეიგელის მიერ შესრულებულ ამ ტილოზე აპოკალიფსი შედარებით უფრო ახლებურადაა აღწერილი: გვამები საფლავებიდან ამოდიან და ყველა შემხვედრს დაუნდობლად უსწორდებიან. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ნახატმა მისცა დასაბამი ზომბებზე საზარელი ისტორიების შეთხზვას.

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
როგორც ხედავთ, რუბენსმა ამ ტილოზე მშვენიერი ქალბატონი გამოსახა, რომელიც თავისი პირმშოს აპოკალიპტური დრაკონისგან დაცვას ცდილობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი ევაა, ნაწილი ამტკიცებს, რომ მხატვარმა ღვთისმშობელი გამოსახა, სხვები კი ამბობენ, რომ იგი სრულიად ეკლესიის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მზადაა თავისი მრევლის დასაცავად.

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
მიგელ მონტალვომ თავის გრაფიკულ ნამუშევარში პოსტ-აპოკალიპტურ ხანაში მცხოვრები მიმტანი ქალბატონი გამოსახა.

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
ეს ფერწერული ტილო კი იან მალკოლმის გახმაურებული რომანის მიხედვით შეიქმნა, რომლის მიხედვითაც საფრთხეში არა ჩვენი პლანეტა, არამედ თავად ჩვენ ვართ, რადგანაც სამყოფელის არც განადგურების და არც გადარჩენის ძალა არ შეგვწევს.

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია
ხოაკიმ ოლოფსონისეულ "აპოკალიფსზე" კი მიტოვებული მეგაპოლისის პანორამაა ასახული.

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა