მოწოდებით დედოფალი 17 » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მოწოდებით დედოფალი 17

მოწოდებით დედოფალი 17

იმ დღიდან ყველაფერი საოცრად შეიცვალა.<<ეს კარგია თუ ცუდი?>> ამ კითხვას ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს.დავითიც დავკრძალეთ,მართალია ბევრი არავინ ყოფილა იქ,მაგრამ ვინც იყო ყველას ძალიან წყდებოდა გული.მე კი სრულიად ურეაქციოდ ვადევნებდი თვალს ყველა იქ მყოფთ.თითქოს ცრემლი გამიშრა! ამ ხნის განმავლობაში გეგა გვერდიდან არ მომშორებია,ბიძაჩემის სიკვდილმა თითქოს დაგვაახლოვა,ალბათ იმიტომ რომ მე მის მეტი არავინ მყავდა და მან ეს ყველაზე უკეთ იცოდა,ან იქნებ იმიტომ რომ დავითმა სთხოვა სიკვდილის წინ? არცერთ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
მხოლოდ იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ გეგას იმედი უნდა მქონდოდა ყოველთვის...
დღეები უღიმღამოდ მისდევდნენ ერთმანეთს,მე გეგა და სვეტა ვიყავით მხოლოდ სახლში,მე კი დროის უმეტეს ნაწილს ჩემს ოთახში ვატარებდი,საბასაც ვეღარ ვხედავდი..ერთ დღესაც გეგა ჩვეულებისამებრ ჩემს ოთახში შემოვიდა
- ანა გაემზადე მივდივართ..რაღაც იდუმალება იმალებოდა მის ხმაში
- სად?
- ეგ სიუპრიზია
- მძულს სიუპრიზები! ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა
- ეგ არ არის სიმართლე ანა! მე ხომ ვიცი როგორ გიყვარს სიუპრიზები...გაიმკაცრა ხმა გეგამ.
- და შენ რა იცი? შენ საერთოდ არაფერი იცი ჩემზე,და მე? რა ვიცი შენზე? ეგოისტი ხარ რომელიც მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს!
არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ ეს ყველაფერი ჩხუბის დასაწყის გავდა,შევცდი...გეგას არაფერი უთქვამს....
სხვა დროს ალბათ გაბრაზდებოდა,მიყვირებდა ან რაიმე "სასჯელს" მომიფიქრებდა,ცრუ ბრალდების გამო.ეხლა კი მისმა დუმილმა საბოლოოდ დამარწმუნა რომ გეგას მხოლოდ ვეცოდებოდი,ეცოდებოდა პატარა,დაუცველი ბავშვი,ბავშვი რომელსაც ძალიან უყვარდა,და რომელსაც დააკარგვინა იმის იმედი რომ შეეძლო მისთვის ნამდვილი ცოლობა გაეწია...
- ანა რატომ მერჩი?
- კარგი რა გეგა! საიდან მოიტანე.გაღიზიანება დამეტყო ხმაში
- რატომ არ მაძლევ სასუალებას დაგიმტკიცო რომ ბევრს ნიშნავ ჩენთვის?
არაფერი ვუთხარი,ეს კი მან თანხმობად მიიჩნია და სწორადაც მოიქცა,რადგან ჩემი დუმილი სწორედ ამას ნიშნავდა...
- ნახევარ საათში მოგაკითხავ და მზად დამხვდი იცოდე! მხოლოდ ეს დამიბარა და ოთახი სასწრაფოთ დატოვა.
თან საშინლად ვბრაზობდი გეგაზე თან სიგიჟემდე მიყვარდა.როდის შემიყვარდა? როცა პირველად ვნახე? თუ როცა პირველად ვაკოცე? ან იქნებ როცა ოთახში შევაკითხე და კინაღამ შევაცდინე?
ამ ფიქრებში გართულმა სრულიად უგემოვნოდ ჩავიცვი,არადა ყოველთვის გამომწვევად მიყვარდა ჩაცმა.
ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ გეგა ჩემი ოთახის კარებთან იდგა.
ის ისეთი იყო,როგორ გითხრათ....არაამქვეყნიერად სიმპატიური,შავი შარვლისა და შავი პერანგის ფონზე თვალებიც საოცრად ჩაშავებოდა და მომაჯადოებლად მიცქერდა.
გეგას არაფერი უთქვამს,არც მე მითქვამს არაფერი, უხმოდ დავტოვეთ ოთახი,უხმოდ ჩავჯექით მანქანაში და არც მაშინ ამომიღია ხმა როცა გეგამ მანქანა,ჩვენი სახლიდან კარგა მოშორებით, ულამაზესი ბაღის შუაგულში მდგარი უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა.
კარები გამირო და გადმოსვლაში დამეხმარა.
- მოგწონს ანა?
- ძალიან! აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ეს ვისი სახლია გეგა?
- ჩვენი!
- არააა...გაოცებას ვერ ვმალავდი
- კი,კი...სიცილი დაიწყო გეგამ
- კი მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს სახლი?
- და ვინ გითხრა რომ ეს სახლია?
- არ მგონია გეგა,ვხედავ...მის ღიმილს ღიმილი დავახვედრე.
- ცდები ანა,ეს სასახლეა,და შენ მისი დედოფალი ხარ...
- მოწოდებით....
- სულაც არა ანა! შენ უკვე ხარ ქალი-ქალში..
- ანუ?
- შენ უკვე ხარ დედოფალი...
გეგა ნელა მომიახლოვდა,ტუჩებზე ჯერ ნაზად გადამისვა თითი მერე კიმისკენ მიმიზიდა და ვნებიანად მაკოცა ტუჩებში.


ბავშვებო დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის(თანაც ამდენი ხნით) მაგრამ იმედია მაპატიებთ♥

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: tamo... 5 მარტი 2014 08:10 | კომენტარები: 9 | სიახოლეები: 0
მალე დადეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე


ავტორი: khuskivadze 5 მარტი 2014 14:38 | კომენტარები: 8 | სიახოლეები: 0
shemdegi male dade raa.... vkvdebi interesitt :))))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა