Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები

Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები

ახალი წელი ყოველთვის მხიარულ და ბედნიერ გარემოსთან არის დაკავშრებული, ამ დრეებში ყველა ცდილობს გაიღიმოს , გამოირჩეოდეს რამით. თქვენს პატარებს კი შეუძლიათ იმით გამოირჩეოდნენ რომ საახალწლო ლექსები იცოდნენ:) ლექსები ახალ წელზე და თოვლზე


***

თოვლი მოსულა
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.
წკრიალებს გული!
ჭრიალებს თოვლი
ბუხრებმა კვამლი
ლაჟვარდს მოჰფინეს:
ხარ-ირმებს ჰგვანან
ბუხრები შორით,
სერზე შემდგრებს და
რქადატოტვილებს.
და პირველ თოვლში
პირველი ციგა
პირველ გუნდებთან
ბრძოლით მოცურავს.
გამოდით გარეთ,
გამოდით გარეთ,
თოვლი მოსულა!
თოვლი მოსულა!
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.

საახალწლო
***

რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის…
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.

თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი
***


იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი,
კიდევ ერთხელ მღერის გული:
მოდის, მოდის გაზაფხული!
მოდის, მოდის გაზაფხული,
თებერვალი სტვენს და ბერავს,
ხეებს, ხელით გაწაფულით,
მარტი, კაბას შეუკერავს.
ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ,
ზოგან კიდევ ალისფერად _
გააღვიძებს მძინარ კვირტებს
ვენახში თუ ჭალისპირად.
იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი,
კიდევ ერთხელ მღერის გული:
გაზაფხული, გაზაფხული!
გაცოცხლდება დღეს თუ ხვალე
ნაბუდარი ძველისძველი,
თავს ჩიორა დასტრიალებს,
უკვე ჩადგა საძირკველი.
უკვე მოჩანს ბალავარი
მოჭიკჭიკე ჩიტის ბუდის,
პაწაწინა გალავანით,
ვით ქართული ბიჭის ქუდი.
იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი...
კიდევ ერთხელ მღერის გული:
მოდის, მოდის გაზაფხული!




ნაძვის ხე
****

კოხტად მორთული ნაძვის ხე
ცეცხლის ბურთივით კრიალებს,
აქეთ მზის თვალი გამოკრთის,
იქით ვარსკვლავი ბრჭყვიალებს.


შემოხვევიან ცელქები
ყიჟინით, ჟრიამულითა
და გარს უვლიან ნაძვის ხეს
სიცილით, სიხარულითა.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: merabi 6 დეკემბერი 2012 15:35 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
თოვლის პაპა წერილს წერს,
აწრიპინებს კალმის წვერს,
თან ისწორებს ფაფუკ წვერს,
- მოგილოცავთ ახალ წელს.
საჩუქრები ყუთებში
ვალაგე და ვთვალე,
თქვენთან მომაქვს, ცელქებო,
თქვენ კი გენაცვალეთ.
ლიხის მთიდან დამცქერის
ახალი წლის მთვარე,
თეთრი ეტლით მოვდივარ,
ვინ გამიღებს კარებს.
გია, ნიკო, ანიკო,
თამრიკო და ნანული
გაახარეთ დედ-მამა,
ასახელეთ მამული


ავტორი: anuki 9 დეკემბერი 2012 16:18 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
ამის მეტი ლექსები ვერდადეტ ჰააააააააა am : am bully


ავტორი: kaxa 10 დეკემბერი 2012 21:49 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
აუ რამდენი და რა სერიოზული ლექსებიაააააა am am რა იყო მთელი ქართული შემოქმედება აუტვირთიათ ახალ წელზე am angry bully


ავტორი: achiko 10 დეკემბერი 2012 23:58 | კომენტარები: 68 | სიახოლეები: 1004
ხო რავი მე კიდე მეცოავება :)


ავტორი: marusa 14 დეკემბერი 2012 17:39 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
ლექსებს არაუშავს რა fellow


ავტორი: iro 19 იანვარი 2013 21:51 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
fellow wava ra smile ise kaia

wink wink laughing wink fellow winked gamodgeba ra

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა