როდესაც წვიმს
x

როდესაც წვიმს

როდესაც წვიმს

ძალიან მიყვარს წვიმისთვის თვალის დევნება, როცა სახლში ვზივარ, გარეთ ცივა მე კი თბილად ჩაფუთნული ფანჯარასთან ვზივარ, ვზივარ და ვოცნებობ, რომ შემეძლოს იქ, წვიმით დასველებულ ქუჩაში გასვლა, სირბილი, სიცილი, წვიმის წვეთების ჭერა, ისე, რომ არავინ დამინახოს.. ან, თუნდაც ერთი წუთით გაჩერდეს დრო, ისე, რომ წვიმის წვეთებმა არ შეწყვიტონ ციდან ცვენა..
წვიმა მოდის…. ხალხს ხელში ქოლგა უჭირავს…. და ასე აღწევს თავს მთლიანად დასველებას…. ზოგი, კი, ვინც მას არ ელოდა მირბის თავშესაფრისაკენ….
ფიქრები ირევა.. ისე, როგორც წვიმის წვეთები, ერთმანეთში.. ერთ საფიქრალს მეორე ენაცვლება და წვიმა ამით უფრო მომხიბვლელი ხდება… მისი ყურების დროს უნებურად ფიქრობ, თუ რა მშვენიერია სამყარო.. რა მოულოდნელობებითაა იგი სავსე… და რამდენი ლამაზი და თვალმომჭრელი ბუნებრივი მოვლენების მომსწრენი ვართ ჩვენ, უბრალო ადამიანები… რამდენ რამეს არ ვაფასებთ და რამდენი რამ შეუმჩნეველი გვრჩება..

როგორც მაიაკოვსკიმ თქვა: “წვიმამ დასტირა ტროტუარებს”.. ეს სიტყვები ზედგამოჭრილია წვიმისათვის, როდესაც მას ფანჯრიდან დასცქერი და ხედავ, თუ როგორ ასველებს იგი გზებს, ფილაქნებნს…
აღუწერელი სიამოვნება გიპყრობს, თვალებს იმორჩილებს და ძნელია რაიმე ცუდზე იფიქრო…. - როდესაც წვიმს

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: ანაკონდა 18 სექტემბერი 2012 13:24 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
"ძნელია რაიმე ცუდზე იფიქრო…. - როდესაც წვიმს" - ვერ დაგეთანხმები, ეტყობა, 2-კვირიანი შვებულება არ აგიღია, მთელი წლის ნაშრომ-ნაწვალები ბათუმში არ ჩასულხარ და იქ არ გიყურებია წვიმისათვის, თორემ აზრს შეიცვლიდი...

ისეთი სასტიკი პუნქტუაცია იყო, რომ ავტორის ემოცია სრულიად წაიშალა :(((

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა