10 საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

10 საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად

10 საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად

როგორც იქნა, ცოტა ხნით მოვწყდით სწავლას და მზად ვართ მთელი ჩვენი ენერგია ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს დავუთმოთ. მგონი, საახალწლო არდადეგები ყველას ძალიან გვიყვარს. თუნდაც იმის გამო, რომ ამდენი დაძაბული და პასუხისმგებლობით სავსე თვეების შემდეგ, კვლავ თავისუფლები ვხდებით, ვისვენებთ და ვხვდებით ახალ წელს . მართალია, ძალიან ცივა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ისევე როგორც, ყველა წელიწადის დროს, ზამთარსაც უარყოფითთან ერთად, ბევრი დადებითიც აქვს. რა სჯობს, ფანჯრიდან თოვლით გადაპენტილი ქუჩების ცქერას, თბილ საწოლში კოტრიალს, როცა იცი, რომ შეგიძლია მთელი დღე დარჩე სახლში, თუ მოგესურვება; წიგნის კითხვას ფინჯან ყავასთან/ჩაისთან ერთად, გართობას მეგობრებთან ერთად , ლამაზად მორთულ ქალაქში სეირნობას ან უბრალოდ ახალი წლის სანახაობით ტკბობას. გთავაზობთ საახალწლო ფოტოების კრებულს, რჩევებს, თუ რა ფერებში უნდა შევიმოსოთ და როგორ უნდა მოვრთოთ სახლი მოდით, ერთად ავიმაღლოთ განწყობა ! ☃
2014 წელი ლურჯი რაშის წელია. წელიწადი დინამიურობას გვპირდება. ცხენი ენერგიული, კომუნიკაბელური და ოპტიმისტია. უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა. გარდა ამისა, იგი უმართავი, თავნება და ეგოისტია. გთავაზობთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას საახალწლო სამოსთან დაკავშირებით.
❥ 2014 წლის ძირითადი ფერებია: ლურჯი, ვერცხლისფერი, მწვანე. სასურველია, ამ ფერებში შეიმოსოთ.

❥ არანაკლებ აქტუალურია ზურმუხტისფერი და ფირუზიფერი კაბები. საბედნიეროდ, წელს მსოფლიო დონის დიზანიერებმა უხვად გაგვანებივრეს ამ ფერებში გადაწყვეტილი სამოსით.

❥ 2014 წლის ზამთრის კოლექციები გადაწყვეტილია ლურჯ და მწვანე ფერებში. გუჩის, ალბერტა ფერეტის, ვერსაჩეს, რალფ ლორენის, დევიდ კომას კოლექციებიდან აუცილებლად შეძლებთ თქვენი სტილის გრძელი თუ მოკლე კაბის შერჩევას დასახელებულ ფერებში.

❥ მოგეხსენებათ, რომ ლუქის სრულყოფილებისთვის აუცილებელია სამოსი სამკაულებით გავამდიდროთ. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ცოტა ხნით დავივიწყოთ ძვირფასი ლითონებისა თუ ქვებისგან დამზადებული სამკაული და უპირატესობა ხისგან დამზადებულ სამკაულებს მივანიჭოთ. თუ ასტროლოგების რჩევებს ყოველლთვის ითვალისწინებთ, სასურველია ცხენის გამოსახულებიანი სამკაულებიც ატაროთ.
ალბათ გაინეტერსებთ, თუ როგორ უნდა მოვრთოთ სახლი და ძირითადად,რა ფერები უნდა დომინირებდეს ახალი წლის სუფრაზე.

❅ ❅ ❅

ახალი წლის სუფრა განსაკუთრებუალი უნდა იყოს. ვინაიდან, ცხენს ძალიან უყვარს სისუფთავე, უმჯობესია მაგიდა თეთრი ხელსახოცებით გავალამაზოთ. ნაძვის ხე ხის სათამაშოებით უნდა მორთოთ და სუფრაზეც ხის ჭურჭელი დაალაგოთ. რადგანაც, ცხენს ძალიან უყვარს მოძრაობა და აქტიურობა, ეცადეთ, ახალი წლის ღამეს მაქსიმალირად გაერთოთ, იცეკვოთ, იმხიარულოთ და ერთ ადგილს არ მიეჯაჭვოთ. თუ უცაბბედად მოულოდნელი სტუმარი შემოგისწრებთ, აუცილებლად შემოიპატიჟეთ იგი და დასვით სუფრასთან. ეს ნიშნავს, რომ 2014 წელს რაღაც ახალი, სასიამოვნო რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა