ლევან საცერაძე – ნუ მიტირებთ მეგობრებო
x

ლევან საცერაძე – ნუ მიტირებთ მეგობრებო

ლევან საცერაძე – ნუ მიტირებთ მეგობრებო

მე რომ წავალ ამ ქვეყნიდან
ალბათ იტყვის ყველა,
არ ეკუთნის მას იქ ყოფნა
იქ ხომ მუდამ ბნელა.
სიკვდილის წინ ყოველ ღამეს
მაჟრჟოლებდა ტანში,
ღმერთმა ფიქრი ჩამინერგა
ჩემს ნაფიქრალ თავში.
რატომ მტანჯავ მე ყოველდღე
დაგიშავე რამე?
არ მასვენებ არ მანებებ
დილაა თუ ღამე.
არ მინდა რომ დავუტოვო
ჩემს მეგობრებს ჯავრი
მე ვიყავი ქრისტიანი
მწამდა წმინდა ჯვარი.
შემიწყალე,მაპატიე
ღმერთო,ყველა ცოდვა
და ისმინე ყოველივე
ჩემი მტკიცე ლოცვა.
მე დავტოვე ქვეყანაზე
ჩემი ფეხის კვალი
ნუ იტირებთ მეგობრებო
თვალს ნუ აგდით ალი,
არავისთან დამრჩენია
მე არასდროს ვალი,
და არასდროს გავქცეულვარ
ფეხს არ მედგა ნალი.
მე მიყვარდა ყოველი დღის
ლამაზი აისი,
მე მიყვარს და მეყვარება
ჩემი ქუთაისი.
მე მიყვარდა საქართველოს
ერთი ციცქნა მიწა
სადაც ადრე ამ მიწაზე
ჩემი აკვანი დაირწა.
მე წავედი ამ ქვეყნიდან
აგატირეთ ყველა
ჩემთვის უკვე სამუდამოდ
ნათელი მზე ბნელა.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: maiko123 26 ივნისი 2014 16:56 | კომენტარები: 1 | სიახოლეები: 0
ver vkitxulob verafers ikneb damexmarot??


ავტორი: achiko 26 ივნისი 2014 18:20 | კომენტარები: 68 | სიახოლეები: 1004
ციტატა: maiko123
ver vkitxulob verafers ikneb damexmarot??

ეხლა შეძლებთ უკვე ხარვეზი გასწორებულია :)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა