მე რომ წავალ... - ნიკო გომელაური » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მე რომ წავალ... - ნიკო გომელაური

მე რომ წავალ... - ნიკო გომელაური

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთავარია ვიქნებოდით ერთად.

მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი, მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას,
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა,
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას.

იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას …

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: tikuusha 11 აპრილი 2014 17:34 | კომენტარები: 10 | სიახოლეები: 52
love love miyvars nikos leqsebi


ავტორი: achiko 11 აპრილი 2014 18:02 | კომენტარები: 68 | სიახოლეები: 1004
ციტატა: tikuusha
love love miyvars nikos leqsebi

mec zalian mitumetes es leqsi :*

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა