ადამი - ტარიელ ჭანტურია » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ადამი - ტარიელ ჭანტურია

ადამი - ტარიელ ჭანტურია

პატარა ნეკნი დამეკარგა,
უპერანგო, შავთვალა!
მთელი ღამე ქსოვა. კერა.
მთელი ღამე კერა. ქარგა.
მერე უეცრად დამეკარგა
პატარა ნეკნი, შავთვალა!
იქნება ჩემი სიახლოვე
საჭიროდ არ ჩათვალა!
მთელი ღამე ქსოვა. ქარგა.
მერე უეცრად დამეკარგა.
პატარა ნეკნი დამეკარგა
უპერანგო, შავთვალა!
მე მეტი აღარ შემიძლია
ტკივილების ატანა!
ჩემი ნეკნების მოქნილ კარკასს
ერთი აკლია, დამეკარგა!
პატარა ნეკნი დამეკარგა! -
უპერანგო,
შავთვალა!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა