ჩიტი – ილია ჭავჭავაძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ჩიტი – ილია ჭავჭავაძე

ჩიტი – ილია ჭავჭავაძე

ვგალობ და ვგალობ
და იმით ვხარობ,
რომ მე ქვეყანას
გალობით ვატკბობ.
ჩემია წერა:
მმღერა და მღერა,
ლხენა, გალობა,
თავისუფლობა.
ღვთით მოცემული
დიდ არს ქვეყანა,
გახარებული
ვფრინავ ყველგანა.
სადაც კი მინდა, –
გადავფრინდები,
ნიჭი მაქვს წმინდა,
საფრენად – ფრთები.
ლურჯსა ჰაერში
ჩავიღუპები,
ფოთლიან ტყეში
დავიბუდები.
ღამეს ვატარებ
ხეზედა ძილით,
დილას ვახარებ
გალობით ტკბილით.
და რა მზე მალვით
თავს შორს ამოჰყოფს,
მის სხივი კრძალვით
ფოთლებს ააშრობს, –
გავიშლი ფრთებსა,
გავიჭიმები,
გავიწვდი ფეხსა,
გავიზმორები.
ჯერ შევხედავ ცას,
ქვეყნის დამბადავს,
მერეთ მთა და ბარს,
ჩემსა შემნახავს;
მერეთ ჩემს ფრთებსა,
ჩემს საყვარლებსა...
მათის იმედით,
მღერით და ლხენით
მსწრაფლ ისარივით
ცას აღვფრინდები
და შორს ქარივით
თვალწინ გავქრები.
მინამ ვარ უფლად
ჩემის თავისა,
მხიარულ სტუმრად
ვარ მაისისა, –
და როს ცდუნებით,ძალდატანებით,
ჩამსმენ,
მშვიდობით, ველო,
მაშინ აღარ გსტვენ,
საწყალობელო!
დაღონებული,
ფრთებდაშვებული
დავიწყებ ჭკნობას,
სიკვდილის ხმობას...
და, ველო, შენსა
გამღვიძებელსა,
შენს ჩიტს პატარას
მალე ნახავ მკვდარს.
რაი სურს კაცსა,
რომ მიბამს ფრთასა?
თავისუფლება
ჩიტის ჰშურდება?!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა