სანთელი – ილია ჭავჭავაძე » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

სანთელი – ილია ჭავჭავაძე

სანთელი – ილია ჭავჭავაძე

ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალწინ ბნელსა განმინათლებდა;

აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზე ძლივ–ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს...

ებრძვის სიკვდილსა ჩემი ნათელი,
მაგრამ მას, წყეულს, რა დაამარცხებს?
ლაჟვარდად ქმნილი სუსტი ნათელი
შანდლის ჯურღმულში თავსა ანარცხებს.

აგერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა,
კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი,
აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა...
რა დამრჩა მისგან? – მწვარი პატრუქი.

ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება,
რა ეწვევა მას სიკვდილი – მტერი;
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება
ერთი მუჭაღა გამხმარი მტვერი.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა