სად არის ქრისტე, ან მისი სწავლა? - ვაჟა-ფშაველა » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

სად არის ქრისტე, ან მისი სწავლა? - ვაჟა-ფშაველა

სად არის ქრისტე, ან მისი სწავლა? - ვაჟა-ფშაველა

რა ყოფაში ვარ? რა მემართება?
ლამის გავგიჟდე, გავმხეცდე მთლადა.
ადამიანის ხორცსა ვჭამ პურად,
ადამიანის სისხლსა ვსვამ წყლადა,
მილიონობით დღეში არ მყოფნის,
ადამიანის მე მქვიან მადა.
რო მეჯავრება ჩემივე თავი,
ვერ გარდავიქმენ მაინც კი სხვადა.
როგორ მოტყუვდა ნაზარეველი,
ძმობა-ერთობის გეგმას რომ სთხზავდა!
შესაძლოდ სცნობდა საყოველთაოდ
ასეთ სიყვარულს, რადგან თვით სწამდა
ქრისტეობა და მის სწავლის ცოდნა.
როგორ ვსტყუვდებით, საიდან-სადა?
შორსა ყოფილა ერთმანერთზედა,
ძალიან გვიან გამოგვეცხადა.
ამ მოძღვრებისთვის ჯვარზე გაეკრა:
თავის სწავლასა დიდ ხედა ჰრგავდა,
როგორ ეწვალა, როგორ ეცადა,
რომ არ ჰყოლიყო კაცი კაცს მგლადა.
მიჩვენეთ ერთი ამის ნაყოფი
იგემეთ ვინა, როდის ან სადა?
როდი-ღა უნდა ადამიანმა
ადამიანი იწამოს ძმადა?!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა