"გპირდები" - (15) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

"გპირდები" - (15)

სანამ ჩემი დაბადების დღე მოვიდოდა, სანდრომ მითხრა რომ მანამდე თავის ძმაკაცს ჰქონა დაბადების დღე და ორივენი ვიყავით დაპატიჟებულები. მე დიდ უარზე ვიყავი, არც კი ვიცნობდი და მერიდებოდა წასვლა. თან ჩასაცმელიც არაფერი მქონდა, არ დავდიოდი ესეთ წვეულებებზე, ჩემი ტანსაცმლის კარადა მხოლოდ შარვლებით, კეტებით და პრინტიანი მაისურებით იყო გამოყენილი, კაბის მაგვარიც კი არ მქონდა.
- მარიამ ძალიან გთხოვ წამოდი, უხერხულია კაცმა დაგვპატიჟა.
- აუ სანდრო არ ვიცი, შენ წადი რაა, ძალიან გთხოოვ, არ მინდა წამოსვლაა.
- მარიამ გთხოოვ! გამაგებინე რატომ არ გინდა ერთი რა გრცხვენი თუ რაა?
- ხო მრცხვენია და თან შესაბამისი ტანსაცმელიც არ მაქვს, თან აშკარად ჩემზე დიდები იქნებიან და მე, პატარა ღლაპს იქ არაფერი მესაქმებაა.
- მარიიიი უკვე ნერვებს მიშლიი. წამოხვალ და მორჩა.
- კი მაგრამ სანდრო...
- არავითარი მაგრამ!! მოდიხარ და მორჩა, დაუპატიჟებლად ხო არ მიმყავხარ არაა, დაგპატიჟა და თან ერთი სული აქვთ როდის გაგიცნობენ. შენს ჩაცმულობაზე კიდე უკვე მე და ანიმ(ჩემი დაქალი) ვიზრუნეთ.
- ჰაა?
- ხო ხოოო, უკვე გიყიდე და არ მაინტერსებს აუცილებლად ჩაიცმევ, ძალიან ლამაზი კაბაა, ვიცი რომ მოგეზონება.
- ჰააა, კაბაა? აუუუ.
- რა აუ?
- რა აუ და არ მცმია ჯერ გამოსასვლელი კაბაა.
- მართლა?
- ხო რა იყო ჯერ მარტო 15ის ვარ და სად უნდა ჩამეცვა როო?
- აააა, ხო ისე მართალი ხარ. ჩემი პატარა გოგო. - თბილად გამიღიმა და ჩამეხუტა.
- ანუ შევთანხმდით ხოო? მოდიხარ.
- ხო კარგი კარგი მოვდივარ, მხოლოდ შენი ხათრით.
- მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ.
- მეც მეც მეეც, - და ისევ ის სასიამოვნო კოცნა, ისე ნაზად შემეხო. ვაიმეეე მაგიჟებს ეს ბიჭი.
15იანვარი. სანდროს ძმაკაცის ნიკას დაბადებისდღე უკვე დღეს იყო. სახლში ვიყავი და სალონში წასასვლელად ვემზადებოდი, კარებზე ზარი რომ გავიგონე. ჩემი ოთახიდან თავ-პირის მტვრევით გამოვარდი და კარები გავაღე. ვინ იქნებოდა თუ არა სანდრო. ხელში დიდი ყუთი ეჭირა. ჩემს ოთახში შევიდა და ყუთი საწოლე დადო.
- გახსენი. - ღიმილით მითხრა და რაღაცის მომლოდინე თვალები მომაპყრო.
- რა არის? - დიდი ინტერესით ვკითხე და ყუთს თავი ავხადე. თვალები გამიბრწყინდა, ეს ის კაბა იყო რომელზეც სანდრო მეუბნებოდა მე და ანიმ ვიზრუნეთი.
- ვაიმე სანდროო, რა ლამაზიააა, ჩემი გემოვნებიანი ბიჭი - გახარებულმა მასთან მივირბინე და პატარა ბავშვივით კისერზე ვეკიდებოდი და კისერში ვკოცნიდი.
- მოგეწონა?
- მომეწონა რომელიააა, გავგიჟდი ისეთი ლამაზია, თან მე როგორიც მიყვარს ისეთიააა, აი აი ძაააააააალიან დიდი მადლობა სანდროოო, მიყვარხააარ თან იცი როგოოორ? აი ძააალიააან - სანდრო მიყურებდა და ეცინებოდა ჩემს ბავშვურ ქცევებზე.
- ნახე მანდ ფეხსაცმელებიც უნდა იყოს. - კაბა ამოვიღე და იქვე კაბის შესაბამისი ქუსლიანებიც იყო, ისეთი კარგები იყო, თან არ იყო ძალიან მაღალი და უკვე სიმახინჯემდე მიყვანილი. ძალიან მომწონდა, კაბა მართლა ისეთი ლამაზი იყო, ლურჯი ფერის, ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი, წინ მოკლე და უკან გრძელი. არა რაა როგორ მიყვარს ჩემი ბიჭი, ჩემი მუჩაოჩოა რაა.
- კარგი საანდრო ეხლა სალონში ვარ ჩაწერილი, თმები და რჩხილები უნდა გავიკეთო და დამელოდე შენ აქ იყავი და მოვალ მალე, ალბათ. სადმე ხომ არ მიდიხარ?
- სახლში წავალ მეც მოვემზადები და გამოგივლი.
- კარგი კარგი წავედი მეე. - დავემშვიდობე და სალონისკენ ავიღე გეზი. თმები უბრალოდ დავიხვიე და გავიშალე, ფრჩხილებზე კი ფრანგული მანიკური, იგივე "ფრენჩი". სალონდიან სახლში რომ დავბრუნდი სანდრო არ იყო მოსული, ოთახში შევედი და კაბა ჩავიცვი. ისეთი ლამაზი იყო მენანებოდა კიდეც მე რომ მეცვა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თითქოს არ ვიმსახურებდი ამ კაბას, ფეხზეც მშვენივრად მოვირგე. ქუსლებზე სიარული არ მიჭირდა, რადგან 10წლის ასაკში ბალეტზე რომ დავდიოდი სულ ქუსლებზე ვცეკვავდი. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და ამ დროს კარების ხმა გავიგე:
- მარიიი მოვედიიი, მზად ხაარ? სადნ ხაარ? - სანდრო იყო.
- ხო ხო სანდრო ოთახში ვაარ. - მივაძახე და მალევე შემოაღო ოთახის კარები, სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავს უკმაყოფილოდ ვაკვირდებოდი, სანდრომ რომ დამინახა გაშეშდა და ცოტა ხანი ასე იყო გაშეშებული, მერე დავუყვირე
- სანდროოო - თან სცილით ვკვდებოდი.
- ჰა, რა, ხო ა ხო, ხო ვაიმე მარიამ რა ლამაზი ხარ, ჩემი გოგო - მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
- მე კი არა ეს კაბაა ძალიან ლამაზი.
- არა შენ ხარ მთელ მსოფლიოში ყველაზე ყველაზე ლამაზი მეწყვილე.
- ნუ გამაწითლეე, შენ კიდე ყველაზე სიმპათიური მეწყვილე ხარ. - გავუღიმე და ჩავეხუტე. მართლა ძალიან სიმპათიური იყო, არასოდეს მინახავს აქმდე სმოკინგში, ან სად უნდა მენახა.
- ყველაზე ლამაზი მყავხარ და ყველაზე კარგი. ეს კაბაც რაღაც არაამქვეყნიურად გიხდება.
- ისეთი შეგრძნება მაქვს იქ რომ მივალთ ყველაფერი ზედ შემომეხევა - ნაღვლიანი თვალებით შევხედე სანდროს.
- რატომ ფიქრობ მასე? კარგი რა მარიამ გეყოს - სიმკაცრე დაეტყო სახეზე.
- არ ვიცი სანდრო ეს სიტუაცია, ეს კაბები წვეულებები ყველაფერი უცხოა ჩემთვის და მგონია რომ იქ ზედმეტი ვიქნები...
- გეყოს მარი გეყოს, უკვე ნერვებს მიშლი მაგით ვერ ხვდები - ხმას აუწია.
- კარგი ხო კარგი, მორჩა ჩუმად ვარ.
- კიდევ კარგი, ეგეთი რამე მორეჯერ არც გაიფიქრო, ეხლა კი წავედით და იცოდე ყველაზე ლამაზი ხარ. - მიმიკრო და შუბლზე მაკოცა. მეც ჩემი ტყავის პიჯაკი ავიღე და სახლიდანაც გავედით.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა