გიმხელ გულისთქმას » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გიმხელ გულისთქმას

გიმხელ გულისთქმას

გრძნობას ვმალავდი, გულში გავზარდე,
ეს სიყვარული წრფელი და წმინდა,
როს დავაჯკაცდა, უკვე გაზრდილი,
გაგიზიარო მხოლოდ შენ, მინდა.

მაპატიე რომ გიმალე დიდხანს,
ვეღარ გავბედე რომ მეთქვა სიტყვა,
სიტყვა რომელიც ალბათ ბევრს ნიშნავს,
თუმცა თვალებით ის ბევრჯერ მითქვამს.

ჩემი სათქმელი მივანდე რითმას,
დაე სათქმმელი ლამაზად ითქვას,
გულში დაგროვილ მე ყველა სიტყვას,
შენ მოგიყვები, ვით წყაროს, სიზმარს.

მიყვარხარ კარგო, შეხვედრის დღიდან,
ყოველი წამი, წუთი და კვირა,
შენ შეგედაროს არ ვიცი ქვეყნად,
ერთადერათი ხარ ვინც გულით მიყვარს.

ღმეთო მაღალო, გავედრებ მის თავს,
შენ დაიფარე ამყოფე დიდხანს,
მუდამ ღიმილით და სიხარულით,
ეთქვას ყოველი მომდევნო სიტყვა.

როგორც ვირუსი მინდა ეს გრძნობა,
გადაგდო გული გაგიხდეს სავსე,
რომ თვალებიდან აფრქვევდე სითბოს,
როს სიყვარული ახსნას არ ითხოვს.............

ავტორი: ალექსანდრე შონია

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა