ზურა სალუქვაძე-დრო » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ზურა სალუქვაძე-დრო

ზურა სალუქვაძე-დრო

ეს ცხოვრება მალე ქრება,
ჩვენ კი ბევრი გვგონია,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ცოტა დრო გვქონია,
დრო ქარია, ჩაგვიქროლებს,
წავა.......დაიკარგება,
ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს,
ბოლოს კვამლად გაქრება.
დროს ღიმილი, ფერება და
სიყვარული სჭირდება,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ბევრი დრო გვჭირდება,
სიცოცხლე თუ მალე ქრება
და ყოველდღე ბინდდება,
ყველა წუთი საკვირველი
წავა......გაგვიფრინდება,
და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს
სიკეთის შესაქმნელად,
ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა
სილამაზის სამღერლად,
დრო კი მიდის არ ჩერდება
( ადვილია სათქმელად? )
ეს ცოტა დრო მაინც კმარა
სიყვარულის საქმნელად

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა