ჩემს სამყაროს შენი ფერი აქვს (დასასრული) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

ჩემს სამყაროს შენი ფერი აქვს (დასასრული)

ჩემს სამყაროს შენი ფერი აქვს (დასასრული)

–უკვე წავიდეთ?
მე თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დავუქნიე და წავედით.
სახლში მალე მიმიყვანა, ბოლომდე მიმაცილა და მითხრა:
–თუ რამე დაგჭირეს ხომ იცი. არ უნდა მოგერიდოს, ყველაფერში დაგეხმარები.
მე ოდნავ გავუღიმე და ვუთხარი:
–ვიცი, ნიკა, კარგად იყავი,
–კარგად, – მითხრა მან და ერთმანეთს გადავეხვიეთ.
სახლში შევედი, ირგვლივ ყველაფერი ცივი მეჩვენებოდა, სამყაროს შავთეთრად დავუწყე ყურება. გული მტკიოდა საშინლად, თორნიკეს გარეშე მე არაფერს წარმოვადგენდი, მაშინ მე ცოცხალი ადამიანი არ მერქვა. ორი დღის შემდეგ ჩემთან ანი მოვიდა, სულ გვერდში მედგა და არ მცილდებოდა. კიდევ კარგი ის და ქეთი მყავდა, თორემ რა მეშველებოდა, მათ გარეშე ამ საშინელ ცხოვრებას ვერ გავუმკლავდებოდი. თავბრუს ხვევაცო ყოველდღე დამჩემდა, თავს ცუდად ვგრძნობდი, მეგონა ეს გადატანილი დღეების გამო იყო და ამ ყველაფრით დავიღალე, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ორსულად ვიყავი... ჩემი სიმპტომების შესახებ ანის მოვუყევი, მან კი სასწრაფოდ საავადმყოფოში მიმიყვანა, თითქმის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფეხმძიმედი ვიყავი, მაგრამ ზუსტი პასუხი გვინდოდა. ანის ვარაუდი გამართლდა, თორნიკესგან ფეხმძიმედ ვიყავი. იმ მომენტში, როდესაც ექიმმა ეს სასიხარულო ამბავი მახარა წამიერად უდიდესი ბედნიერება, შიში, დაბენულობა, ყველაფერი ერთად ვიგრძენი. სიხარულისგან თვალები ცრემლით ამევსო და ინსტიქტურად ხელი მუცლისკენ წავიღე, თითქოს მართლა ვიგრძენი რაღაც, თვალები დავხუჭე და ცრემლებმა დენა იწყეს... საავადმყოფოდან ამ ამბით გაოგნებულები გამოვედით, ანი გაუჩრებლად მილოცავდა, ცქმუტავდა და სიხარულისგან იცინოდა, მისი კარგი ხასიათი მეც გადმომედო. სახლში მივედით და მალე ქეთიც მოვიდა. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ამბავი ისე გაუხარდა ერთი საათი გაუჩერებლად ყვიროდა და იცინოდა. სახლში გვიან წავიდნენ და ჭკუა დამარიგეს, კარგად მეკვება... მარტო რომ დავრჩი თავი უსუსურად ვიგრძენი, ამავდროულად გულში სიხარული ღვიოდა, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის კიდევ მაკლდა ერთი ადამიანი. როგორც ნარკომანს წამალი, ისე მჭირდებოდა იმ მომენტში მე თორნიკე. ვეღარ ვითმენდი, ისე მინდოდა მისთვის ეს ამბავი მეხარებინა, მაგრამ ეს გამორიცხული იყო, მას ვერ ვნახავდი.
დღეები დღეებს მისდევდა, უკვე ორი კვირა იყო გასული, რაც თორნიკე ციხეში დააბრუნეს. ერთ დღეს კი ჩემთან ნიკა გამოვიდა.
–რას შვები, როგორ ხარ? – მკითხა მან და ყავა მოსვა.
მე გავუღიმე და წყნარად ვუთხარი:
–როგორ ვიქნები, ვზივარ და დღეებს ვითვლი, როდის ვნახავ თორნიკეს.
–მეც მასე ვარ, – თქვა მან და თავი ჩაღუნა.
იმაზე ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ჩემი ორსულობის ამბავი ნიკასთვის, იქნებ თორნიკეს ნახვა შეძლოს და მან უთხრას, მაგრამ მინდოდა, რომ ეს ამბავი მას ჩემგან გაეგო, თუმცა გულმა ვერ მომითმინა და ვუთხარი:
–ნიკა, ფეხმძიმედ ვარ.
თავი ნელა აწია, თვალები გაუნათდა და სიხარულით მკითხა:
–რაა? რას ამბობ? მართლა?
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ბედნიერად გავუღიმე. ნიკა მაგრად მომეხვია და მომილოცა.
–თორნიკეს როგორ გაუხარდება. – ჩაილაპარაკა მან.
–ხო. როგორ მინდა, რომ ვუთხა,
–რამეს ვიზავ, იქნებ როგორმე ერთი დღე შეგახვედრონ. კაი, წავედი ტასო ეხლა მე და დამირეკე რამე თუ დაგჭირდება და ფრთხილად იყავი, კიდევ გინახულებ, – თბილად მითხრა ნიკამ და წამოდგა.
–კაი ნიკა, დიდი მადლობა.
ნიკა გავაცილე და სამარეულოში დავბრუნდი. საშინლად მომშვიდა და რადმენიც შემეძლო შევჭამე. შემდეგ წამოვწექი და ცოტა ხანი ჩამეძინა, მაგრამ მალევე გავიღვიძე და სასერინოდ ბაღში ჩავედი სუფთა ჰაერზე.
ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, არავითარი სიახლე არ ყოფილა. სამწუხაროდ ნიკამ ვერ შეძლო ჩემი თორნიკესთან შევხედრა, მაგრამ მაინც დამპირდა, შეგახვედრებო. ექიმის დანიშნულებებს ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი, არ მინდოდა ჩემი ჯიუტობის და უაზრობების გამო ბავშვი დაზარალებულიყო, ამიტომ კარგად ვიკვებებოდი და სუფთა ჰაერზეც ვსეირნობდი. ნიკაც ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად და თორნიკეს დაპირებას ასრულებდა.
ერთ ჩვეულებრივ დღეს სასეირნოდ წავედი, სიარულით რომ დავიღალე სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე. იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო. შარშანდელი დაბადების დღე გამახსენდა, თორნიკემ რომ მაწყენინა, მაგრამ მალევე შემომირიგა. ვიჯექი და ჩემთვის მეღიმებოდა, თან ხელს მუცელს ვუსმევდი, რომელიც ჯერ არ მემჩნეოდა. ჯდმომითაც რომ დავიღალე სახლში ასვლა გადავწყვიტე, ნელი ნაბიჯებით გავუყევი გზას. სახლში რომ ავედი, კარები ღია დამხვდა, არადა მახსოვდა, რომ ჩავკეტე, გულმა საშინელი ძგერა დამიწყო, ნელი ნაბიჯებით შევედი, თან ხელი გულზე მქონდა აფარებული ნერვიულობისგან, ვგრძნობდი, რომ სახლში ვიღაც იყო, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ვინ უნდა ყოფილიყო...
სასტუმრო ოთახში ფეხების კანკალით შევედი და წინ მომღიმარი თორნიკე დავინახე. რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი, მეგონა მეჩვენებოდა და ველოდებოდი, როდის გაქრებოდა, მაგრამ ის გაინძრა, ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ დაიძრა და მომიახლოვდა?
–მეჩვენები? – სულელივით ვიკითხე მე.
მან გამიცინა და თავისი მკლავები მთელი ძალით მომხვია. ეხლა მივხვდი, რომ ეს ის რეალობა იყო, რომელიც მე მინდოდა, და რომელზეც ამდენი ხანი ვნატრობდი. მეც რაც ძალი მქონდა მოვეხვიე და უნებურად ავტირდი.
–ჩემო პატარავ, ჩემო სიცოცხლევ, – უაზროდ იმეორებდა თორნიკე და მთელ სახეს მიკოცნიდა, ისე რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. რამდენიმე წამი ასე ვიდექით და ერთმანეთს ვათბობდით, ვავსებდით, მაგრამ აუცილებლად უნდა გამერკვია:
–ისევ გამოიპარე თუ რა მოხდა?
მან თავი გააქნია და მითხრა:
–გირაოთი გამომიშვეს.
–რა? მერე ფული? – დაბნეულად ვკითხე მე.
–ჩემებმა ეს ამბავი როგორც კი გაიგეს ფულის მოგროვება დაიწყეს, არ დაიშვებდნენ, რომ მთელი ცხოვრება იქ გამეტარებინა, გუშინ ოცდაათი ათასი დოლარი გამოაგზავნეს და ჩემმა ადვოკატნა ყველაფერი მომიგვარა, ასე რომ სრულიად თავისუფალი ვარ.
სიხარულისგან ხმა ვეღარ ამოვიღე, უბრალოდ თორნიკეს მოვეხვიე, მან მთელი ძალით გულში ჩამიკრა, ცრემლები მომწმინდა და ყურში ჩამჩურჩულა:
–დაბადების დღეს გილოცავ, ხედავ? რა საჩუქარი გაგიკეთე. – მითხრა მან და ტუჩებში ნაზად მაკოცა.
–მეც მაქვს შენთვის საჩუქარი, – ღიმილით ვუთხარი მე.
–აბა? სადაა? – მოუთმენლად იკითხა მან და ღიმილით შემომხედა.
–აი აქ, – ვუთხარი მე და მისი ხელები ჩემს მუცელს შევახე.....

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: dito miyvarxar 29 ივნისი 2013 13:14 | კომენტარები: 36 | სიახოლეები: 186
მშვენიერი დასასრული აქ მომეწონა ძალიაააან love recourse


--------------------

ავტორი: Madridista 29 ივნისი 2013 13:51 | კომენტარები: 3 | სიახოლეები: 25
dito miyvarxar,
მადლობა :)


ავტორი: dito miyvarxar 1 ივლისი 2013 09:10 | კომენტარები: 36 | სიახოლეები: 186
არაფერს რისი მადლობაააა smile


--------------------

ავტორი: mari1997 1 ივნისი 2014 23:32 | კომენტარები: 18 | სიახოლეები: 0
vaiee <3 umageriaa ^_^ wakitxviisas jranteli mivlida usetu magarii iyo <3 ar vici vina amis avtori magram miyvarxar saagooll ^_^ :*


ავტორი: Tamaraaa 10 სექტემბერი 2014 15:46 | კომენტარები: 1 | სიახოლეები: 0
გაგრზელებას ვერ ვნახულობ ამის მეხუთ ნაწილი მინდა

=გაგრზელებას ვერ ვნახულობ ამის მეხუთ ნაწილი მინდა[/quote]


ავტორი: achiko 10 სექტემბერი 2014 18:37 | კომენტარები: 68 | სიახოლეები: 1004
[quote=Tamaraaa]გაგრზელებას ვერ ვნახულობ ამის მეხუთ ნაწილი მინდა

=გაგრზელებას ვერ ვნახულობ ამის მეხუთ ნაწილი მინდა[/quote][/quote]

აი მეხუთე ნაწილი შეგიძლიათ წაიკითოთ <3
5 ნაწილი

http://memento.ge/2936--5.html

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა