Leqsit Sadgegrdzeloebi / სადღეგრძელოები ლექსად » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

Leqsit Sadgegrdzeloebi / სადღეგრძელოები ლექსად

Leqsit Sadgegrdzeloebi / სადღეგრძელოები ლექსად

ჩვენი წინაპრებისგან მოგვდევს რომ ქართულ სუფრაზე ლამაზი სადღეგრძელოები უნდა ითქვას, სადღეგრძელო ლამაზ ჯღერს როცა იგი ლექსად არის ნათვამი, გთავაზობთ რამდენიმე სადღეგრძელოს რომელსაც ლექსად იტყვით და თანამოსუფრალებს გააოცებთ




***

- დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,
ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!..
-დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს,
დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!..
-დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის,
სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი,
სანამ მეძახის აშხვირებულ მთვარის დაისით,
განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი..
დამცხრალა ძველი მუხამბაზი-რა დრო გავიდა!
რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან..
გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაც
ეს დალოცვილი მზე თავდება, ქრება თანდათან..
შენ-შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით,
მე-ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით,
-ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს,
დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი!




***

ზეცა-ფიროსმანის ლურჯი სუფრა,
ნეტავ მზის ყანები ვის ელიან?
ქუჩაში კოცნის გოგოს ბიჭი,
ვიღიმი თვალებში ნისლებია.
ისეთ სიყვარულს გაუმარჯოს
მე რომ არასოდეს მღირსებია.

***

მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია,
მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია,
ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ
მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ქონიათ.

***


ვთვრები? როგორ არ დავთვრე,

როცა სადღეგრძელო ულევია...

მოდი იმ ადამიანებს გაუმარჯოს,

ვისაც მკერდში მართლა გულები აქთ!


***

ღვინოს ვსვამ და მე კი მაინც არ ვთვრები,
გულს ვიკლავ და მეკი მაინც არ ვკვდები
დარდი მჭამს და მე კი მაინც ვხალისობ
სხვა კი იტყვის ჩემძე - "ავად არისო".

სხვამ რა იცის რად არ ვთვრები, რა არ მკლავს,
იქნებ იმას გულის დარდიც არა ჰყავს,
მე რად ვუძლებ თუ გაძლება ძნელია.
ის სხვა იტყვის: - "წავა, არაფერია"

თურმე ხალხო მე ეს დარდი მახარებს
ვეღარ ვიგებ სად წავიდე, რა მხარეს
ღვინის დოქსაც ვნახავ გამოცლილია
სიყვარულში ისიც გამოცდილია.


***


ჯამი აავსე, ხელში აწიე
გრძნობით აღსავსემ
თავი აწიე,
ცეცხლი დაანთე
შენს თავს დაძლიე
გრძნობითა ცეცხლში ჩვენც კი გაგვხვიე
მიდი დაგვლოცე, გულით დაგვლოცე
ჩვენ სმას ვაპირებთ ხელი გაწიე,
ჩვენ ისევ ვღელავთ, გრძნობებიც ღელავს,
შენ სმა განაგრძე, ჯამი აწიე.
ამ ჯამით მე თქვენ გზას დაგილოცავთ
მიდით ცხოვრებას გზაზე გასწიეთ,
ეს სადღეგრძელო უცებ აღმომხდა
როცა მე ჯამი ხელში ავწიე

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა