ნარკომანი – მე
x

ნარკომანი – მე

ნარკომანი – მე

მოკლედ მართლა აღარ შემიძლია ასე რა.. წამალი.. დამოკიდებულება.. მერე სულ ლომკა.. მერე უნდა იჩალიჩო რომ წამალი გაჩითო და ლომკა მოიხსნა.. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია..მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ უკვე 10 თვეა ასე ვარ და ჯერაც ვერ გამოვკეთდი,ჯერ კიდევ დამოკიდებული ვარ ამ წამალზე,რომელსაც კვირაში ერთხელ თუ გავჩითავ და მერე მთელი კვირა ველი რომ აუტანელი “ლომკა” შეწყდეს..ამაზე აუტანელი გრძნობა არ არსებობს ალბათ.. დიახ.. აი აქ,საქვეყნოდ ვწერ ახლა და ვაღიარებ,რომ ვარ დამოკიდებული… წამალზე დამოკიდებული.. არადა ამას ადრე როგორ ვიფიქრებდი,ვცხოვრობდი ჩემთვის,მშვიდად,სწავლა,ცეკვა და ასე შემდეგ.. მოკლედ ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა,უცებ კი გამოჩნდა ეს “რაღაც” და ყველაფერი შეცვალა ჩემში.. არა ცოტა ჩემი ბრალიცაა…მე რომ არ მიმეცა ჩემი თავისთვის ამის უფლება ეს არც მოხდებოდა..ახლა არ ვიქნებოდი ასე.. : (( მაგრამ სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით ვერ ვხვდებით რა შეიძლება მოხდეს.. ჰოოდა მეც ავდექი და ვცადე.. თავიდან ყველაზე მაგარი იყო.. მაგრად მოგწონს.. აღტაცებული ხარ..ბრმავდები.. ითიშები,გგონია რომ სულ ასე გაგრძელდება..მე პირადად ასე მხოლოდ ერთი თვე ვიყავი,მერე კი პრობლემებიც დაიწყო,უფრო და უფრო დამოკიდებული გავხდი,უფრო მეტად გინდა წამალი მიიღო.. უფრო მეტია ლომკა.. უფრო გესაჭიროება.. ! თანაც პირველი ერთი თვის შემდეგ უფრო შორს მიწევდა წასვლა რომ ცუდად არ ვყოფილიყავი,უფრო მეტი რისკი იყო და თანაც ვერ ვჩერდებოდი რომ არ “მეჩალიჩა” , უკვე ყველანაირ რისკზე წამსვლელი ვიყავი,არაფერი მაინტერესებდა.. ასე გაგრძელდა 10 თვე.. კვირაში ერთხელ,თანაც მაინცდამაინც შაბათ-კვირას მე წამალს ვიღებდი,ლომკას ვიკლავდი.. და მოვედი აქამდე.. ახლა კი უზომოდ დაღლილი ვარ.. ვხვდები,რომ რაღაც უნდა შევცვალო,მაგრამ იცით არც იმას ვნანობ რაც იყო.. რაღაც მომენტში კარგად მაინც ხომ ვიყავი,აი მაშინ წამალს რომ ვიღებდი და ბედნიერი სახით ვბრუნდებოდი შინ.. : ))

ყველანაირ ლომკას უსვამს ხაზს ის თუნდაც 10-15 წუთი,როდესაც მე ჩემს წამალს ვიღებ.. ამ დროს უკვე არაფერია მნიშვნელოვანი გარდა იმისა,რომ მე ბედნიერი ვარ და უწინდებურად აღტაცებული… მე ხომ ამ დროს ვდგავარ შენს წინ.. გიყურებ და ვხვდები,რომ შენ ხარ ნებისმიერ ნარკოტიკზე უკეთესი,მე ხომ შენზე ვარ დამოკიდებული,მე ხომ მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვკვდები ისე მენატრები და საბოლოოდ ამ მონატრებას შენი ნახვა კლავს.. შაბათს ან კვირას,10 ან 15 წუთით.. მერე კი ისევ მენატრები.. ჰო ასე ვარ 10 თვეა.. მე შენზე ვარ დამოკიდებული.. შენ ხარ ჩემი წამალიც და ცხოვრების ნაწილიც.. შენ ის ნარკოტიკი ხარ,რომლის გარეშეც მე ცხოვრება აღარ შემიძლია და ვერც წარმომიდგენია..

ჩემი “ლომკა” შენი მონატრებაა…

ჩემს ნარკოტიკს “სიყვარული” ჰქვია.. უფრო კონკრეტულად კი “შენ”

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა