უშენოდ მიჭირს
x

უშენოდ მიჭირს

უშენოდ მიჭირს

აი ისევ მარტო დავრჩი, ისევ ერთად ვართ მე და სიმარტოვე. ხანდახან მტკივა წარსული, მტკივა აწმყო. ნუთუ მომავალში ვეძებ შვებას. ეჭვი მეპარება ესე მოხდეს. რას ველი ამ ცხოვრებიდან? ვიძახი მაქსიმალური მინდათქო მაგრამ მინიმალურსაც ვერ ვიღებ. საერთობ არ მჩვევია წუწუნი. ან ეხლა რას ვაკეთებ? ვწერ. ალბათ მაშინ ვწერ როდესაც მარტო ვარ, რა მჭირს? ნუტუ მტკივა, ნუთუ განვიცდი. ის მკვდარი გული ამუშავდა რომელიც ერთ დღეს დავასამარე? რატომ მეგონა რომ ყოველთვის მას მივიღებდი ადამიანებისაგან რაც მინდოდა? მაგრამ შევცდი, მწარედ შევცდი. ეხლა ჩემს თავთან მარტო დავრჩი და კითხვები ერთმანეთში ირევა. რა მინდა? ესე რატომ ვიქცევი? არ ვიცი, საერთოდ არ ვიცი რას ვაკეთებ. არ ვიცი რა მინდა. თითქოს ყველაფერი მომბეზრდა. ესე მგონია ერიდაიგივეს ვტკეპნი. უშედეგოა ყველაფერი რასაც ვაკეთებ. ხშირად ამას ადამიანები დეპრესიას ვეძახით მაგრამ არა. ეს ნამდვილად არაა დეპრესია, უბრალოდ ეხლა ყველაფერს ვაანალიზებ. ალბათ ჩემშია პრობლემა. მე არ მესმის რაღაც ან მათ ვერ ვაგებინებ.ან თვითონ მე ვარ პრობლემა. მიჭირს შევეგუო ყოველივეს. ეხლა ტირილი მინდა მაგრამ არ ვტირი. მინდა გავქრე, დავიკარგო საერთოდ. უბრალოდ არ მესმის რატომ არ ჯერათ ჩემი. ნუთუ ესე დაუჯერებელია ყველაფერი. მტკივა ეხლა კიდევ უფრო მტკივა. მიჭირს თვალების დახუჭვა მგონია რომ უსასრულობაში გაუჩინარდები. მეც ეს არ მინდა?თუმცა არა. მაშინ კიდევ უფრო მტკივა როცა საყვარელ ადამიანებს გულს ვტკენ. ნეტავ მათ თუ ტკივათ ჩემსავით როდესაც გულს მტკენენ? არამგონია, მათ რატომ უნდა ეტკინოთ? მაშინ მე რატომ მტკივა? ალბათ იმიტომ რომ ძალზედ მეამიტი ვარ. ხანდახან თავი უსუსური გოგო მგონია. რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გამოუცდია და არ იცის კარგის ფასი. შეიძლება ზოგმა ესე ჩათვალოს. ღმერთო როგორ მშურს მათი ვინც ცხოვრებას ვარდიფერ ფერებში ხედავს, არ იციან რა არის ტკივილი და იმედგაცრუება, არიციან რა არის სიმარტოვე. ეხლა ალბათ არ უნდა მშურდეს რადგან ეს ცოდვაა მაგრამ უცოდველი ხომ არავინ არ არის. თუმცა მიკვირს რაღატომ ვიმძიმებ ისედაც დამძიმებულ ამ ჩემს ბნძურ სულს!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა