შეშლილი სამყარო შეშლილი ხალხით. » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

შეშლილი სამყარო შეშლილი ხალხით.

შეშლილი სამყარო შეშლილი ხალხით.

შეშლილი სამყარო შეშლილი ხალხით.. ყველაფერი დაწერილია..ყველაფერი ნათქვამია..ყველაფერი გამოგონებულია(გამომგონებლებიც გამოიგონეს)ყველა მიზანს მიღწეული აქვთ..დედამიწას გასცდნენ და სხვა პლანეტებზე ცდილობენ სიცოცხლის პოვნას..და აქ რა ხდება?არეულდარეულობაა..ვინ ვინ არის?ვის რა უნდა? ვიღაც შიმშილით კვდება..ვიღაც თავს იკლავს ფულის გამო..არ აქვს? პირიქით იმდენი ფული აქვს რომ ყველაფერი გააკეთა და რა დარჩა აქ?..რა დარჩენია სამყაროში სადაც ყველა იტყუება..ზოგი უფრო ბევრს..ზოგის ცხოვრებაა ტყუილი..და ზოგიც ცხოვრებას აშენებს ტყუილზე. ბავშვები იყვნენ და გაზრდა უნდოდათ.ეხლა ბავშვობას მისტირიან..თოჯინებით და სათამაშო მანქანებით თამაშობდნენ..კომპიუტერზე ოცნებობდნენ..ეხლა აქვთ და ისევ სათამაშოები უნდათ..ნიღბებით დადიან..იმიტომ რომ უნიღბოთ უფრო ყარან ვიდრე ნიღბით..იცით რატომ? იმიტომ რომ ყველა ერთი ნაგავია და ყველა ერთ ნაგავში ზის. მაგრამ სადაა გზა? ან კარი?.აქედან ამოსასვლელად.. ეს არაფერია იმ სულიერ პრობლემებთან შედარებით რაც ყველას აქვს..არავინ თქვას ყველას ნაწილი არ ვარო..შენც..მეც..და სხვებიც..იმ ერთი დიდი „ყველას“ ნაწილი ვართ..ყველა ერთნაირიაა..სხვების შექმნილი გარეგნობით..მოქმედებებით..დაზეპრებული ფრაზებით..მუსიკასაც კი სხვების შესაბამისად უსმენენ..იზეპირებენ 2pac-ის რიტმებს..ბაძავენ ერთმანეთს..მერე ტიპობენ..იგინებიან საკუთარ დედას..ეწევიან სიგარეტს..დალევა კაცობად მიაჩნიათ..დაცინიან სხვებს..ერთმანეთს „აჯვავენ“ და მერე ისევ ერთად არიან..ერთმანეთზე ჩორაობენ და პირში სიყვარულს ეფიცებიან..”odno”-ზე კომენტარებით ან ლაიქებით ცდილობენ ხალხს ანახონ რა კეთილები არიან და კაცთმოყვარეები.და ამ დროს ფიქრობენ სხვას..სიყვარულიც კი გააუფასურეს..ყველას ერთი აზრი აქვს ასეთ ხალხზე და საერთოდ ამაზე..გული ერევათ!!მაგრამ თვითონ რითი არიან უკეთესები? თვითონაც ამაზრზენები არიან..დადიან ეკლესიაში.ინახავენ მარხვას და სუფთა გული რომელს აქვს?.ეგეთი სულ ცოტა დარჩა და ისინიც დეპრესიისგან..მარტოობისგან..სადმე კუთხეში სხვებისგან გარიყულები რჩებიან.. ყველას ეხება..გოგოსაც და ბიჭსაც..ერთმანეთი ძაან კიდიათ და როცა რამე დასჭირდებათ მაშინ ახსენდებათ რომ ვიღაც თურმე მის გვერდზე სუნთქავს..ან როცა ის ვიღაც სუნთქვას შეწყვეტს და მოკვდება..მივლენ სამძიმარზე..დაიტირებენ..სხვების დასანახავად ცრემლებს გადმოყრიან.მერე “facebook”ზე დაუწერენ თუ როგორ უყვართ და როგორ ენატრებათ..და ეგეც იმიტომ რომ სხვებს ანახონ..აი ეს არის სიმართლე თქვენზე..და საერთოდ რა ჯანდაბა გჭირთ?..და რა ხდება?!! ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებთ.! გიყვართ! გენატრებათ!ტირით!..და ეს იმისთვის რომ სხვებს დაანახონ.რაგინდათ ამით? კიდევ ძალიან ბევრი რაღაც გვჭირს ყველას..იმდენად ბევრი რომ მე წერით და თქვენ კითხვით დაიღლებით..ზოგი ამასაც არ წაიკითხავს..თქვენ ხომ დრო არ გაქვთ?..სად გცალიათ უსაქმურობისთვის?მაგრამ რაც გინდათ ყველაფრისთვის იცლით..ხო და იქნებ წაიკითხოთ და ამოიცნოთ თქვენი თავები..მერე გაგეღიმებათ…და ეს ღიმილი დასტური იქნება იმისა რომ მე მართალივარ.. ერთმა მამაომ თქვა ქადაგებას რომ მორჩა..ბევრი უსმენდა მაგრამ ამ ბევრიდან ყველა თუ არა ერთ იორი ხო მაინც გამოასწორებს თავიის საქციელს დაა შეიცვლებაო..მე მამაო არ ვარ.. და არც შეცვლას გთხოვთ..მაგრამ მაინც იქნებ სცადოთ

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა