გაორება(19) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გაორება(19)

გაორება(19)

ერთი საათით ადრე...
ნიკას მანქანა ქეთას კორპუსის წინ გაჩერდა,ბიჭი უჩვეულოდ ღელავდა,იღელვებდა აბა რა იქნებოდა,გადაწყვეტილი ჰქონდა საყვარელი ქალისთვის ხელი ეთხოვა,იგი ნელა აუყვა კიბეებს და მეორე სართულზე ქეთას კარების წინ შეჩერდა,ოდნავ ღელავდა,მაგრამ მაინც დააკაკუნა,მისდა გასაკვირად კარი არავინ გაუღო.ცოტა ხანს აკაკუნებდა,გაუკვირდა,იცოდა რომ ქეთას საქმე ჰქონდა და სახლში უნდა ყოფილიყო,კარს ოდნავ მიაწვა,და უპრობლემოდ გააღო,ნიკამ იფიქრა ალბათ ეძინა და ჩემი ხმა ვერ გაიგოო,მაშინვე ქეთას ოთახს მიაშურა,კარი ღია იყო,შეიხედა,მაგრამ არავინ დახვდა...ნიკა ანერვიულდა და სასწრაფოდ მისაღებში გავიდა,ოთახში გაიარ გამოიარა და უცებ მზერა,დივანთან მდგარ ჟურნალის მაგიდას მიაპყრო...რაღაც ალბომი შეამჩნია,თავი გააქნია.
ეტყობა ის სულელი სადღაც წავიდა და კარი ღია დარჩაო.
მაგიდასთან მივიდა, ალბომის შენახვა უნდოდა,მაგრამ ნანახმა ძლიერ გააკვირვა,მან დაინახა ახალგაზრდა გოგონა,რომელიც მოტოცკლზე იჯდა და მხიარულად იცინოდა,დია!მან ამ სურათში ქეთა ამოიცნო...ბიჭი დაიბნა,მერე გაახსენდა "გოგონა კლუბიდან" და ადგილზე გაშრა,მიხვდა რომ ადამიანი,რომელიც რატომღაც ასე აღიზიანებდა,ქეთა იყო.მისი ოცნების ქალი და ერთად-ერთი სიყვარული,თუმცა ნიკას იმდენად უყვარდა ქეთა,რომ არ უნდოდა ამ მწარე რეალობასთან შეგუება,გადაწყვიტა კლუბში წასულიყო და ყველაფერი გაერკვია,ძალიან ბრაზობდა, ერთიანად კანკალებდა...
გზა საშინლად გაიწელა,როგორც იქნა კლუბამდე მიაღწია,მანქანიდან სასწრაფოდ გადმოხტა და კლუბში შევარდა...იქ კი შემზარავი სურათი ნახა...ნიკამ შეამჩნია ქეტა,რომელიც ვიღაც ბიჭს კოცნიდა,საშინლად გაბრაზდა,ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა.მიხვდა,რომ უღალატეს და მოატყუეს,მისი გრძნობები ,არაფრად ჩააგდეს,დაამცირეს და ფეხქვეშ გათელეს,ბიჭი საშინლად გაბრაზდა,შურისძიების წყურვილით აღივსო,ცოტაც და ქეთას მივარდებოდა,მაგრამ როგორღაც თავი მოთოკა და კლუბიდან ტყვიასავით გამოვარდა...ქეთაც მას გამოედევნა,მაგრამ ვერ დაეწია...იქვე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო.
-იდიოტი ვარ,როგორ მჯეროდა ამ ბო*ის,აი ნიკა ლომაძე,კიდევ ერთხელ გაგაბითურეს,დაგამცირეს,გამოგიყენეს...ასე თუ გავაგრძელებ,მალე წლის იდიოტის ტისულსაც გადმომცემენ...არადა როგორ ვენდობოდი...ნიკა ფეხით მიუყვებოდა ქუჩას,თან ღრიალებდა, გული საშინლად სტკიოდა,ხვდებოდა,რომ ყველაფრის მიუხედავად ქეთა ძალიან უყვარდა,მაგრამ ამას ვერასდროს აპატიებდა...
***
კიდევ ერთი დილა გათენდა ქეთას ცხოვრებაში,გოგონამ საშინელ ხასიათზე გაიღვიძ,მთელი ღამე ნიკაზე ფიქრობდა,სახეზეც ეტყობოდა,რომ გამოუძინებელი იყო,მაგრამ ამას არაფრად აგდებდა,სასწრაფოდა ჩაიჩვა და სამსახურისკენ გაეშურა...თავის სართულზე ავიდა თუ არა კაბინეტისკე არც კი გაუხედავს,მაშინვე ნიკას კაბინეტს მიაშურა,გზაში ანა შეეჩეხა.
-ქეთა,რა გჭირს რა სახე გაქვს?
-არაფერი ანი,ცოტა დაღლილი ვარ,გოგონამ მას ნაძალადევად გაუღიმა და წასვლა სცადა,მაგრამ ანი ისევ წინ აესვეტა...
-ქეთა მოიცადე სად მიდიხარ?
-ნიკა უნდა ვნახო,საქმე მაქვს.
-არა! წამოიძახა გოგონამ.
-რატომ? რა ხდება?
ანი დაიბნა,არ იცოდა რა ეპასუხა,ბოლოს ესღა მოიფიქრა:
-ბატონ ნიკას ახლა არ სცალია.
-ანი რა ხდება? ქეთას ხმა გაუმკაცრდა.
-მე..არაფერი...უბრალოდ...მე.. გოგონას ენა დაება.
-ანი უნდა წავიდე გამატარე.
ქეთამ გოგონა ჩამოიშორა და ნიკასკენ გასწია...არც დაუკაკუნებია კაბინეტში ისე შევარდა,მაგრამ ინატრა,რომ ანისთვის დაეჯერებინა,ქეთა ნანახმა საშინლად გაამწარა...

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


გაორება(21)

გაორება(21)

28-04-2013, 07:01
გაორება(18)

გაორება(18)

22-04-2013, 00:47
გაორება(14)

გაორება(14)

15-04-2013, 16:07
გაორება(10)

გაორება(10)

30-03-2013, 11:10
გაორება(4)

გაორება(4)

9-03-2013, 16:08
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა