მარკ ტვენის 10 საუკეთესო ფრაზა
x

მარკ ტვენის 10 საუკეთესო ფრაზა

მარკ ტვენის 10 საუკეთესო ფრაზა

ცნობილი მწერალი მარკ ტვენი 1835 წელს, ფლორიდაში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი სემუელ კლემენსია. გარდა საოცარი საბავშვო წიგნებისა და მოთხრობებისა, მარკ ტვენს მრავალი სახალისო და ბრძნული აზრიც ეკუთვნის. დღეს 10 მათგანს შემოგთავაზებთ:
1. სჯობს, ჩუმად იყო და ადამიანებს სულელი ეგონო, ვიდრე პირი გააღო და მათ ეჭვები გაუფანტო.
2. იყიდე მიწა, რადგან ახალ მიწებს აღარ აწარმოებენ.
3. ტანსაცმელი აქცევს ადამიანს ადამიანად. შიშველ ადამიანებს არ აქვთ საზოგადოების აზრზე გავლენა.
4. ბანკირი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ქოლგა გათხოვოს მაშინ, როცა მზე ანათებს და მოითხოვოს უკან მაშინ, როცა წვიმა დაიწყება.
5. ნამდვილი მეგობრობა ისეთი არაჩვეულებრივი, წმინდა და მყარი რამაა, რომ შეუძლია მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაძლოს, თუ რა თქმა უნდა, ფულის სესხებაზე არ მიდგა საქმე.
6. ადამიანი, რომელიც კარგ წიგნებს არ კითხულობს, სულაც არ სჯობს იმ ადამიანს, ვისაც კითხვა არ შეუძლია.
7. არასდროს არის ადამიანი იმაზე უფრო გულწრფელი, ვიდრე მაშინ, როცა საკუთარ თავში მატყუარას აღმოაჩენს.
8. ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელიც წითლდება, ან_ უნდა წითლდებოდეს.
9. ვრწმუნდები, რომ ხანდახან საუბრისას _ განსაკუთრებით პოლიტიკაზე საუბრისას, ადამიანის შესაძლებლობები მაიმუნისას დიდად არ აღემატება.
10. ერთადერთი გზა, რომ ჯანმრთელად იცხოვრო არის იმის ჭამა რაც არ მოგწონს, იმის დალევა, რაც არ გსიამოვნებს და იმის კეთება, რაზეც სიამოვნებით იტყოდი უარს.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა