გაორება(14) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გაორება(14)

გაორება(14)

-ნიკა წასვლის დროა,უკვე გვიანია.
-კარგი ჩემო ძვირფასო.
ნიკა და ქეთა გარეთ გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ,მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოუღია,ორივე მათგანი მტანჯველ ფიქრებში ჩაიძირა,ქეთა თავს დამნაშავედ გრძნობდა,მითუმეტეს მას შემდეგ რაც ნიკამ უამბო.ხოლო ზემოთხსენებული კი შეშინებული იყო,არ უნდოდა მისი წარსულის გამო ქეთას მასზე უარი ეთქვა.
-აი მოვედით,თქვა თავჩაღუნულმა ნიკამ.
-უი ვერც კი შევამჩნიე.კარგი მე წავალ!
ის იყო გოგონა მანქანიდან უნდა გადასულიყო,რომ ნიკას ხმა მოესმა.
-ქეთა მოიცა!!
-რა იყო ნიკა?
-ალბათ შეგეშინდა იმის რაც მოგიყევი არა?
-რისი უნდა შემშინრბოდა?
-იმის რომ გითხარი ლოთი ვიყავი თქო,ალბათ გძულვარ.
-და ეგ საიდან მოიტანე? გოგონას ხმაში გაბრაზება გამოერია,ასეთი კითხვა შეურაცხყოფადაც კი მიიღო.
-შენ მთელი გზა ხმა არ ამოგიღია
-კარგი რა,გთხოვ ნუ ფიქრობ ეგეთ სისულელეებზე,პირიქით იმის შემდეგ რაც შენ მომიყევი,ძალიან დიდ პატივს გცემ.
-მართლა?
-ხო მართლა,მართლა.
გოგონამ ნიკას გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
-ახლა კი უნდა წავიდე,ძალიან გვიანია.
-რამემშვიდობისა.
ქეთა მანქანიდან გადმოვიდა და სადარბაზოში შევიდა,ნიკამაც დაძრა მანქანა და წავიდა.
ქეთამ კარი გააღო და სახლში შევიდა,ჩანთა საკიდზე დაკიდა დაკიდა და პირდაპირ საძინებელში შევიდა. ემოციებით გადაღლილი უღონოდ დაეცა საწოლზე,დიდხანს ფიქრობდა,გააანალიზა ყველაფერი რაც მის თავს ხდებოდა,ბოლოს ჩაეძინა.მთელმა ღამემ ძალიან მშვიდ ჩაიარა,სიზმარიც კი არ უნახავს,დილას ძალიან კარგ ხასიათზე გაეღვიძა,მაშინვე ადგა და ჩაიცვა.სამსახურში ცოტა ადრე მივიდა და საკუთარ კაბინეტში ჩაიკეტა.ცოტა ხანში კარები ვიღაცამ შეაღო.
-ქეთა შეიძლება?
-როგორ არა ნიკა შემოდი.
-როგორ გრძნობ თავს ახალ ამპულაში?(შეყვარებულ გოგონას ვგულისხმობ)
-ძალიან ბედნიერი ვარ! და შენ როგორ გრძნობ თავს?
-როგორც ჩიტი გალიაში.
-რაა?
-რაც გაიგე,შენი ტყვე ვარ!
-უიმეე,სულ როგორ უნდა ხუმრობდეთ ბატონო ნიკა.
-და ეს მრავლობით რიცხვში მიმართვა რა იყო?
-დაგავიწყდათ თქვენ ჩემი უფროსი ხართ ,მე კი ხელქვეითი.
-აჰა გასაგებია.
-რამე საქმე გქონდა თუ რისთვის შემოხვედი?
-კი საქმე მქონდა.
-ბრძანეთ.
ნიკა ქეთას მიუახლოვდა,ფეხზე წამოაყენა და ტუჩებზე დაეწაფა.
-გაჩერდი ნიკა,დაგვინხავენ.
-ვინ დაგვინახავს?
ბიჭი გოგონას ჩაეხუტა და ყელზე ეამბორა.
ამ დროს კარები გაიღო და ოთახში ანა შემოვიდა.
-ქეთა...
მაგარმ სიტყვები პირზე შეაშრა როცა ეს სანახაობა დაინახა.
-ბოდიშით ,ცუდ დროს მოვედი. ანამ ეშმაკურად გაიღიმა და კარი გაიხურა.
-ანა მოიცა,ქეთა მას გაჰყვა.ნიკას კი სიცილი აუვარდა.
-რა გაციებს,ღმერთმა იცის რა იფიქრა!
-მაპატიე,ბიჭი სიცილს ვერ იკავებდა
-არა რა,შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
ქეთა ოთახიდან გავიდა.
-ანა მოიცა!
-ვაიმე ქეთა,რა მაგარია,შენ და ბატონი ნიკა.არა ვიცოდი,რომ თქვენს შორის რაღაც ხდებოდა,გილოცავ.
-მოიცა,მოიცა რას მილოცავ?
-როგორ თუ რას თქვენ ხომ ერთად ხართ?
-ჩუუუ! წამოდი ჩემთან ვილაპარაკოთ!
-კარგი,ოღონდ ყველაფერი უნდა მომიყვე.
-ჰო კარგი,ოღონდ ჩქარა წამოდი!
ქეთა და ანი კაბინეტში შევიდნენ,ნიკა წასული დახვდათ.
-ჰა მომიყევი ეხლა,ნუ დამტანჯე.
-რა უნდა მოგიყვე,ბევრი არაფერია მოსაყოლი,უბრალოდ შეყვარებულები ვართ
-ვაიმე რა მაგარია,ძალან უხდებით ერთმანეთს.
-მადლობთ,ოღონდ ეს ამბავი არავისთან დაგცდეს თორემ სამსახურიდან მომიწევს წასვლა
-სამარე ვარ! განაცხადა ანამ
ქეთას მის რეაქციაზე გაეცინა.
-კარგი მე გავალ,სამუშაო მაქვს.
-კარგი.
ცოტა ხანში კარზე იევ გაისმა აკუნი.
-შემოდი ანა!
-ანა არ ვარ,ნიკა ვარ!
-რა გინდა? გაბრაზებთ უპასუხა ქეთამ.
-კარგი რა ნუ მიბრაზდები გთხოვ,ნიკას ისევ გაეცინა.
-ვაიმე ნუ დამცინი,იცოდე მოგკლავ!
-შენი ხელით სიკვდილზეც არ ვიტყვი უარს
-ოო ნუ სულელობ რაღაცეებს და გადი,ბევრი საქმე მაქვს.
-კარგი გავალ.
ნიკა გავიდა,ქეთამ კი საბუთები დაილაგა და მუშაობა დაიწყო. დღე მალე დამთავრდა, დღის ბოლოს ნიკა შევიდა ქეთასთან.
-მორჩი მუშაობას?
-კი მოვრჩი.
-წამოდი მე წაგიყვან, თუ ისევ გაბრაზებული ხარ?
-დიახაც გაბრაზებული ვარ! წარბშეჭმუხვნით უპასუხა ქეთამ და პატარა ბავშვივით შეუბღვირა.
ნიკას არ უნდოდა,რომ გასცინებოდა,მაგრამ თავი ვერ შეიკავა.
-რას დამცინი?
-არ დაგცინი,უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ!
-არაფერიც,დამცინი!
-ოოო,გეყოს ბავშვივით იქცევი.
-მე ვიქცევი ბავშვივით?
-კი,მაგრამ ეგეც ძალიან გიცხდება,ახლა კიდე აიღე შენი ნივთები და წავედით.
-ხო კარგი
მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოუღია,
-აი მოვედით!
-მადლობთ.
ქეთა მანქანიდან ისე გადმოვიდა,რომ ხმაც კი არ ამოუღია.
-კარგად ლამაზო!
-კარგად! მოკლედ მოუჭრა გოგონამ.
სახლში შევიდა,შუქი აანთო და გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა...

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


გაორება(15)

გაორება(15)

15-04-2013, 16:08
გაორება(10)

გაორება(10)

30-03-2013, 11:10
გაორება(9)

გაორება(9)

30-03-2013, 11:08
გაორება(8)

გაორება(8)

21-03-2013, 18:50
გაორება(6)

გაორება(6)

13-03-2013, 19:22
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა