გაორება(6) » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გაორება(6)

გაორება(6)

ბევრი გიმუშავია.
-საკმაოდ.
-ბოდიში უნდა მოგიხადო.
-რასთან დაკავშირებით?
-რა შენიშვნაც მომეცი იმასთან დაკავშირებით.
-აა,თქვენ არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი.
-არა მე მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს,ამიტომ დანაშაულის გამოსასყიდად სავახშმოდ დაგპატიჟებ.
(აი თურმე საით უმიზნებს,მეტი აქმე არ მაქ სავახშმოდ წამოგყვე,დარწმუნებული ვარ იქაც ნერვებს მომიშლი.)
-და რომ არ წამოვიდე რას იზამთ?
-გააჩნია მიზეზს,თუ რატომ არ მოდიხარ.
-ჯერ ერთი იმიტომ,რომ სამსახურის შემდეგ მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს,და არ მცალია.
-და რომ გიბრძანო?
-ვერ მბრძანებთ რადგან მე თქვენი ხელქვეითი მხოლოდ 6 საათამდე ვარ.
-ესიგი ეგრე არა?
-დიახაც,ეგრე.
-ხოდა მაშინ ხვალ პირველ საათზე სამსახურეობრივი ლანჩი გვექნება,მაგ დროს შენი უფროსი ვარ და შემიძლია გიბრძანო.
-მე აქ თანამშრომელი ვარ თუ ტრეფიკინგის მსხვერპლი?იმის უფლებაც არ მაქვს,რომ თქვენს მოპატიჟებაზე უარი ვთქვა?
-იცი რა? თუ არ გნდა არავინ გაკავებს,კარი ღიაა შეგიძლია მიბრძადე.ამ დროს ნიკას სახეზე ეშმაკური ღიმილი ჩაეპარა.
რამე საწინააღმდეგო გაქვს?
ქეთამ ძალიან კარგად იცოდა,რომ ლანჩზე არ დათანხმების გამო ვერავინ დაითხოვდა,მაგრამ გადაწყვიტა უფროსს თამაშში აჰყოლოდა.
-არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,კბილებში გამოსცრა მეტი დამაჯერებლობისთვის.
ნიკამ ქეთას გაბრაზება შეატყო,რითაც კიდევ უფრო გამხიარულდა.
-ახლა თავისუფალი ვარ?
-დიახ.
ქეთა ადგა და ოთახიდან გავიდა, სასწრაფოდ თავის კაბინეტში ჩაიკეტა,სავარძელზე გადაწვა და ფიქრი დაიწყო,მაგრამ თვითონაც არ იცოდა რაზე ფიქრობდა,ბოლოს დაწყნარდა და ყველაფერი გაანალიზა.ის ხვდებოდა რომ ნიკას იგი მოსწონდა ეს მის სასიკეთოდ უნდა გამოეყენებინა
ამიტომ გადაწყვიტა უფროსი მოეხიბლა და შემდეგ გაემწარებინა,მხოლოდ ასე შეძლებდა შურისძიებს.
დღე მალე დამთავრდა ქეთა სახლში წავიდა,არსად წასვლის თავი არ ჰქონდა,ემოციებით ძლიერ იყო დაღლილი ამიტომ მალევე დაწვა და დაიძინა,დილას 7 საათზე გაეღვიძა,აღარ ეძინებოდა ამიტომ ფეხზე ადგა და ცხელი აბაზანა მიიღო,თან ფიქრობდა,მას დროებით თავისი ღამის ცხოვრება უდა დაევიწყებინა,რადგა ნიკას იქ მეორედ რომ ენახა შეიძლება ეცნო ამიტომ ვერ გარისკავდა,ამ ფიქრებში იყო გართული,რომ კინაღამ აბაზანაში ჩამოეძინა.საბედნიეროდ თვალები დროზე გაახილა,ადგა ჩაიცვა და სამსახურში წავიდა.12 ს აკლდა 10 წუთი,რომ კაბინეტში ნიკას მდივანი შემოვიდა და უფროსის დანაბარები გადასცა
-ქეთა ბატონმა ნიკამ გადმოქცა რომ ჩვენი შეთახმება ისევ ძალაშია ოღონდ 12 საათზე უნდა გადმოვიტანოთო და კიდევ კომპანიის კაფეში დაგელოდებიო.
- მადლობა ანა
-არაფრის,ქეთა შენ და ბატონი ნიკა რაზე შეთანხმდით?
-კი არ შევთანხმდით მაიძულა ლანჩზე დავთანხმებოდი.
-ვაიმეე მართლა?
-ხო
-მომიყევი რაა!!
-ბოდიში ანა ახლა მაგის თავი არ მაქვს არ გეწყინოს გთხოვ,თან მოსაყოლი ბევრი არაფერიაა.
-არა რა უნდა მეწყინოს,პირიქით,მე ბოდიში,რა ჩემი საქმეა,კარგი წავედი.

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: anata 13 მარტი 2013 22:16 | კომენტარები: 12 | სიახოლეები: 23
კაიიიაააააააა გაგაგრძელეეეეეე love


ავტორი: tak..o 13 მარტი 2013 23:37 | კომენტარები: 19 | სიახოლეები: 33
ოკეი დარლინგ :* ხვალ დავდებ :*


ავტორი: dito miyvarxar 14 მარტი 2013 12:54 | კომენტარები: 36 | სიახოლეები: 186
გააგძელეეეე მომეწონააააააააა love smile


--------------------

ავტორი: tak..o 14 მარტი 2013 15:53 | კომენტარები: 19 | სიახოლეები: 33
მადლობა :* დავდე უკვე ახალი
dito miyvarxar,


ავტორი: dito miyvarxar 14 მარტი 2013 17:01 | კომენტარები: 36 | სიახოლეები: 186
ოკ ეხლა გავაგრძელებ wink winked


--------------------
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა