ყველას ვყავარ მე , და მე არავინ არ მყავს !
x

ყველას ვყავარ მე , და მე არავინ არ მყავს !

ყველას ვყავარ მე , და მე არავინ არ მყავს !

დავიბადე 1992 წლის 7 თებერვალს, შემთხვევით, არავის დაუგეგმავს ჩემი გაჩენა, უბრალოდ გმერთის ნება იყო ალბათ, ვიყავი ატარა და უსუსური, ავადმყოფი, პრობლემური არასაჭირო ბავშვი, გავიზარდე, მხიარული, მეოცნებე, ოპტიმისტი, მეგობრებისთვის კარგი მეგობარი, დებისთვის ალბათ კარგი და, მშობლებისთვის ნორმალური შვილი, მასწავლებლებისთვის კარგი მოსწავლე, უფროსებისთვის ზრდილობიანი და უმცროსებისთვის არანორმალური მხიარული ბავშვი, მოკლედ ყველასთვის ვიღაც და ჩემთვის არავინ.
ახლა მარტო ვარ სახში , ეს უკვე 2 წელია გრძელდება და მე მხოლოდ დღეს მივხვდი რა საშინელებაა ეს და როგორ მეცოდება საკუთარი თავი მარტოობისთვის. უკვე რამდენიმე თვეა ძალიან ცუდად ვარ და ვერავის ვუყვები, ან მოყოლას რა აზრი აქვს .
მოკლედ დღეს თავი მტკიოდა საშინლად და ნემსის გაკეთება მჭირდებოდა, ბავშობიდან მეშინია ნემსის, ავიღე ტელეფონი და ვურეკავდი ერთადერთ ადამიანს ვისაც მოსვლა და ჩემთვის ნემსის გაკეთება შეეძლო, არ აიღო, კიდევ დავურეკე და ისევ არ აიღო . არადა ვიცი ახლა სადღაც გარეთაა თავის შეყვარებულთან ერთად სადმე ერთობა და მე როგორ მჭირდება ის, ახლა , ყველაზე მეტად. ავიღე ნემსი მოვამზადე და ვთქვი, "ეს მეც შემიძლია და სულაც არ მჭირდება ვინმეს დახმარება", თავიდან მეშინოდა, მერე ხელი მიკანკალებდა, მერე გული ამიჩქარდა შიშისგან და მაინც გავიკეთე, ისე გავმწარდი ძლივს შევიმაგრე თავი გული რომ არ წამივიდა და მოწყვეტით დავეცი ტახტზე. ძალიან მტკიოდა და ისევ მეშინოდა , ტირილი დავიწყე და ერთ რაღაცას მივხვდი, " ყველას ვყავარ მე, მაგრამ მე არავინ არ მყავს ! "
დედას ვყავარ მე, მე ვინც ყოველთვის ეხმარება, ყოველთვის უჯერებს, ყოველთვის გვერდში უგდას, ყოველთვის ამშვიდებს.
მაგრამ მე ახლა დედა არ მყავს, ახლა როცა მიმატოვეს, ახლა როცა ცუდად ვარ, ახლა როცა მტკივა, ახლა როცა მეშინია, ახლა როცა მარტო ვარ, ახლა როცა არავინ არ მყავს.
მამას ვყავარ მე, მამას გოგო, მამას იმედი, მამას მეგობარი, მამას ყველაფერი, მამას საყვარელი შვილი.
მაგრამ ახლა მე მამა არ მყავს , ახლა როცა ყველაზე მეტად მჭირდება, ახლა როცა მეშინია, ახლა როცა გული მტკივა, ახლა როცა მარტო ვარ.
ჩემს დებს ვყავარ მე, მე ვინც მუდმივად მათზე ზრუნავს, მე ვინც ყოველთვის ყველაფერში მხარს უჭერთ, მე ვინც ყოველთვის მათთან ვარ, მე ვინც მათი და ვარ.
მაგრამ ახლა მე დები არ მყავს, ახლა როცა მე მარტო ვარ.
მეგობრებს ვყავარ მე, მე ვინც მათთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, მე ვისაც მათთვის არასდროს არაფერზე უარი არ უთქვამს, მე ვინც ჩემსას ყოველთვის გვერდით ვდებ და ჯერ მათსას ვაკეთებ, მე ვინც ყველასთვის ყველაზე კარგი მეგობარია.
მაგრამ მე ახლა მეგობრები არ მყავს.
მიშოს ვყავარ მე, მე ვისაც ის ყველაზე მეტად უყვარს, მე ვისაც მისი გულისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მე ვინც მისი ცხოვრებით ვცხოვრობ 2 წელია, მე ვინც მას ყველაფერში ეხმარება, მე ვინც მას ყოველთვის აძლევს იმედს, მე ვინც მის მომავალზე ვზრუნავ, მე ვინც მისი ცოდვებისთვის ლოცულობს, მე ვინც მისი სიცოცხლისთვის მოკვდება.
მაგრამ ახლა მე მიშო არ მყავს, ახლა როცა მე მარტო ვარ , მიშო თავის შეყვარებულთან ერთად სადმე ერთობა და ჩემს ზარებს არ პასუხობს.
მე მარტო ვარ, მე მეშინია. მე ცუდად ვარ.
ყველას ვყავარ მე, და მე არავინ არ მყავს!

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.



ავტორი: salooo 13 მარტი 2013 00:04 | კომენტარები: 0 | სიახოლეები: 0
თითქოს მე ვწერდე ამ ყველაფერს....ასე როგორ დაემთხვა ღმერთო ყველაფერიიიი????? :( :( ;(


ავტორი: rusi 17 მარტი 2013 14:41 | კომენტარები: 1 | სიახოლეები: 4
salooo,
ნუ გეშინია სალო , ყველაფერი კარგად გვექნება მეც და შენც ...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა