გუშინ და დღეს » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

გუშინ და დღეს

გუშინ და დღეს

გუშინ და დღეს.
-ყურადღება ! ყურადღება! პრაღა-თბილისი რეისი, ჩამოსულია- (ერთს ისევ იმეორებს, შემდეგ კიდევ იმეორებს ოპერატორი.) მერე ცოტა დაძაბულობა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში იმ ასიდან ათი კაცის გამოკლებით შეიმჩნეოდა უფრო მეტი დაძაბულობა ალბათ. მერე ცოტა პაუზა და დიდი მოუსვენრობა, ცოტა ქაოსი, ალიაქოთი, ბევრი სიგარეტი, ბევრი კვამლი, ღრმა ნაპასები და პირველი ღია კარი ჩამოსულების. აჩქარებული ნაბიჯები და დიდი ჩანთები, დიდ როლიკებზე. ბევრი ცრემლები სახეზე, მომღიმარ სახეზე, ზოგის მომღიმარ და ზოგის მოღუშულ სახეზე. გინახიათ ადამიანი ერთ დროულად ტიროდეს და იცინოდეს კიდეც? თითქმის იგივე რეაქციები და მოულოდნელობა. შემდეგ მეორე ნაკადი ჩამოსულების, ისევ ფართო დაკვირვებული თვალები, ისევ ღიმილი და ცრემლები, ისევ დიდი ჩანთები და ისევ ბევრი ემოციები. და უფრო მეტი დაძაბულობა იმ ასიდან ათის და ამ ათიდან უცაბედი და მოულოდნელი შეცდომითი რეაქციები და ღიმილი ზოგის სახიდან,დაკვირვებული თვალები და სახეზე უადგილო ღიმილ შერჩენული სახეები. და შემდეგი კარის გაღების მოლოდინში მდგარი, ისევ ის ხალხი. და კიდევ მესამე კარი და კიდევ მეოთხე კარი, ისევ ბევრი ჩანთები და უკვე შედარებით ცოტა ხალხი იმ ასიდან ათის გამოკლებით, ალბათ ოცდაატი, ან ოცი, შემდეგ მეტი რეაქციები იმ ათის და ოცის, და უფრო მეტი ემოციები ჩამოსულების მიმართ იმ ხალხიდან ოცის. მერე ისევ გაღებული კარები და ცოტა დაგვიანებული მგზავრები, უფრო სწრაფი ნაბიჯები და ისევ ცრემლები. და ისევ იმედგაცრუებული ის ათი, იმ ასიდან უკვე მარტო დარჩენილი ის ათი. და კიდევ ვიღაც სხვა და სხვა ორი დამხვედრი ქაღალდზე წარწერებით ხელში და იმ ვიღაც ორის უფრო ჯიუტი და უფრო მოუსვენარი მოლოდინი, ამ დროს ირკვევა რომ ორი მგზავრი კიდევ დარჩენილია და ფიქრი ამ ათის , რომ ამ ორიდან ერთი ნამდვილად ჩვენია, მერე არც ისე დიდი პაუზა, კიდევ ერთი მგზავრი და იმ ვიღაც ორი დამხვედრიდან ერთ-ერთის ღიმილი სახეზე და ამ ათს ნუ იკითხავთ ცოტახნით. ცოტა პაუზა და ბოლო ღია კარი, იმ დროისთვის ბოლო კარი და კარის ზღუდეში პირველი ნაბიჯი ბოლო მგზავრის და ბოლო ყველაზე დაძაბული რეაქციები და იმ ასიდან ვიღაც მეთერთმეტის ღიმილი სახეზე. და იმ დანარჩენი ათის , უაზრო გამომეტყველება სახეებზე, შემდეგ ისევ უაზრო მოლოდინი, შემდეგ უნებური ცრემლები, ცოტა მეტი ქაოსი და უფრო მეტი ემოცია, ოღონდ ჩამოსულის მიმართ არა, უფრო სწორად იმ არ ჩამოსულის.
ეს იყო გუშინ. და დღეს? დღეს უფრო მეტი ქაოსი და უფრო მეტი დაძაბულობა, შემდეგ აზრები, ხან სიჩუმე, სევდიანი და ფიქრიანი სიჩუმე, მერე რაღაც ათასი უაზრო აზრები და ამ ათას აზრებში, რომ ალბათ ერთი ხანდახან ცოტა რეალურიც. მერე დიდი მოუსვენრობა და მოქმედება, მოქმედება იმის, თუ რა მოხდა რეალურად, ან სად აცდა, ან ჩამორჩა? ან რაა და კიდევ რაა? შემდეგ რეკვები იქით-აქეთ და თითქმის უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, და ცოტაც უაზრო შეკითხვები ან სულაც აზრიანი ოღონდ იმ წუთს გაუანალიზებელი. შემდეგ ისევ ლოდინი რაღაცის და ვიღაცის პასუხის. დაღლილობა და ცოტა პაუზა, შემდეგ იმ დღის შუადღე და მერე საღამო და მერე ღამე თან მოლოდინი, ისევ აზრები და აქეთ-იქით რეკვით და შეკითხვებით უაზრო ან აზრიანი შეკითხვებით და პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე. (არ ვიცი, წამოვიდა, მე გამოუშვი და მერე არ ვიცი) და მერე ისევ უაზრო აზრები და ანალიზი ამ აზრების. (იქნებ ჩამორჩა სადმე? იქნებ ბარსელონადან პრაღის რეისზე გადასხდომის დროს აცდა სადმე, მაგრამ თუ აცდა, რატომ არ იყო დაფიქსირებული პრაღის სიაში? ან იქნებ გადაცვალა ბილეთი? ან ცუდად ხოარ გახდა? ან რამე ხოარ დაემართა? ან ესე ხოარ იყო, ან ისე?) და ათასი აზრები ისევ. შემდეგ ამ აზრებში შუაღამე და ძილმორეული თვალები, ისევ მოლოდინი მაგრამ დაღლილობა უფრო მეტი ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, შემდეგ ჩაძინება, ამ ათიდან ვიღაც უმცროსის. მერე კიდევ ვიღაც ერთის, მერე თითქმის სუყველას ძილი და ძილშიც ფიქრი, მერე ცოტა პაუზა, მერე ირგვლივ სიწყნარე და ამ სიწყნარეში შიგადაშიგ ცოტა ხვრინვა. შემდეგ ხუთი-ღამის -ხუთი და რაღაც წუთები, ხუთი საათი და ერთი წუთი, ხუთი საათი, ერთი წუთი, ერტი წამი, ორი, სამი, ოთხ... და გაბმული ზარი კარზე. და ფეთიანი წამოხტომა, უცაბედი და სწრაფი იმ ხალხის, იმ ათი კაცის. კარების გაღება და იქ შ..რო იდგა ცოტა შეშინებული, ძალიან გამხდარი და ცოტა დაბნეული სახით, პატარა როლიკებიანი ჩემოდნით ხელში. და უყურებდა თვალზე ცრემლ მორეულ იმ ათს თან მომღიმარი სახეებით რომ იდგნენ, კაების ზღურბლთან. და მერე რა გითხრათ, გუშინ ესე იყო, დღეს კი ესეა. დღესაც ვმუკურნალობთ. თვითონ მოინდომა ესე თვითონ ისურვა. იძახის ამპულები უნდა ჩავიდგაო, არ ვიცი როგორ იქნება, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. ექიმმა ღმერთი გწყალობსო და ძალიან ძლიერი ორგანიზმი გაქვსო. სამი დღე გზაში ნამყომა ძლიერი კრიზისი უკვე დაძლიეო, ყოველგვარი წამლის გარეშეო და დანარჩენს უფრო ადვილად გადაიტანო. ხოო რა ვიცი აბა ესე უთხრა. მეტადონის პროგრამაზე დაგსვავთო. თვითონ კი უარი თქვა, უბრალოდ მიმკურნალეთო. დანარჩენი კი თავის უნარზეა დამოკიდებული , მოთბენის უნარზე და ღმერთის წყალობაზე, რა ვიცი მე ესე ვფიქრობ და სხვა არ ვიცი რას ფიქრობს.

გურამი თოდაძე

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა