დიდი თეთრი ველი » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

დიდი თეთრი ველი

დიდი თეთრი ველი

დიდი თეთრი ველი (ისტორიული ნოველა)
თეთრი ხე გამოჩნდა,კარგად არ ჩანდა ნისლში,თეთრ ნისლში. მაშინ გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი ხესთან,თეთრ ხესთან, მივედი და მომეწონა ფერი,ხის ფერი, თეთრი ხის, თეთრ ნისლში დამალული,რომ იდგა, თითქოს მარტო იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი თეთრად მორთული იდგა დიდ ტრიალ მინდორზე და დავიწყე ფიქრი,რომ რატომ იდგა ის მარტო თითქმის,ლამაზ მინდორზე ლამაზად ერთი ხე,თეთრ ნისლში გსხვეული.ფიქრი გაგრძელდა ,რადგანაც მოვინდომე უფრო მეტად მეფიქრა ლამაზ თეთრ ხეზე თეთრ ნისლში,დრო სადღაც წავიდა იმ ნაშუადღევის თეთრ ნისლში და საღამოს დარდი ჩამოდგა.ცოტა აცივდა,რადგანაც მოუნდა ფიფქი ცას და დაეწია დედამიწას იმ თეთრ მინდორზე. ისევ დაადო ლამაზი გუნდი ცამ თეთრი ფიფქების და მოინდომა მოფერებოდა მინდორს და იმ ხეს, მაშინ დაღამდა,მაგრამ იქ დღე იყო, თეთრი ნისლის და ფიფქის, და უფრო მეტად კიაფობდა ის თეთრი ერთი მინდვრის ხეც. თითქოს რაღაცას უსმენდა. არ ვიცი თითქოს უსმენდა, რადგანაც სიჩუმეს მოეცვა იქაურობა და ერთი მინდვრის ხე. რომ დაუკვირდი მივხვდი რომ ლაშქარი იყო, ერთი არც ისე დიდი ლაშქარი, თეთრი ხის ახლოს თეთრებში გამოწყობილნი რაღაცას ბჭობდნენ, ბჭობდნენ და ბჭობდნენ რაღაც დარდიანს, ვერ ვინამუსე და ვერ მივედი, ვერ შეუშალე ხელი ლაშქარს.მმგონი იცდიდნენ, არ ვიცი, ან უცდიდინენ ვინმეს იმ თეთრში, ისევ ვუსმინე, ისევ დავძაბე გონება სმენის, ვერ მოვისმინე, მაგრამ არ იყვნენ განწყობაზე ლხენის და დავაცადე, თითქოს ვუშლიდი რამეს, ალბათ ვუშლიდი, არ ვიცი მაგრამ დარდი მოაწვა ამ ლაშქარს რაღაცის თითქოს, და არ იმჩნევდნენ, თან ეტყობოდათ იმ თეთრ მინდორში მოუსვენრობა და იდგნენ დინჯად რადგანაც იციდნენ, რომ დღე მოვიდოდა და იდგნენ დინჯად, რადგანაც ფერი არ ეტყობოდათ, თეთრი ფერი იმ მინდვრის და თეთრი ხის ძირში, ვიღაც შევნიშნე, თეთრი სამოსით, თეთრი ქალის სამოსით. ლამაზად მოკაზმულ თეთრ ცხენზე იჯდა. მშვენიერი იყო. მკაცრი და მეფური გამომეტყველებით. ალბათ იმიტომ იყვნენ აფორიაქებულები ვაჟკაცები, ვიფიქრე რადგანაც დარდი ქონდათ იმ სილამაზის თეთრ მინდორზე თეთრ ხესთან რომ იდგა. ისევ ვუცადე ერთ ხანს და ამ ცდაში მოვიდა დღეც თან. ოღონდ გაჩერდა ფიფქის გროვა მაღლა ციდან და შემოვიდა ისევ ნისლი გვერძე მთიდან. რაც დავინახე უფრო თეთრი იყო იქაურობა იმ დილის ჟამზე. იმ დილის ჟამზეც აფორიაქდნენ თითქოს მხედრებიც. გაამახვილეს ყურადრება და დაელოდნენ უფრო მეტად და ძალა ქონდათ თითქოს ულევი. კიდევ ვუცადე რაღაცას მერე, კიდევ უცდიდნენ ისისნიც თითქოს ამ თეთრ დიდი ველზე თეთრი მხედრები. და წამოვიდა ამ თეთრში ისევ დინჯად ამაყი ერთი მხედარი, თეთრ რაშზე ამხედრებული შუბით ხელში, თეთრი სამოსით და თეთრი წვერით, რომ მოდიოდა ირგვლივ ყველაფერს ანათებდა და აჩუმებდა თვით ქარის ხმასაც, და გააჩუმა ირგვლივ ყველანი, მხოლოდ დედოფალს ქონდა უფლება სიტყვის. რაღაც იმსჯელეს მხედარმა და ქალმა, მხოლოდ უთქმელად იდგნენ და თვალით მსჯელობდნენ. შემდეგ მხედარმა ჯვარი გამოსახა, თითქოს დალოცა ყველა მხედარი, შუბი აღმარტა მაღლა და გაუჩინარდა ისევ იმ თეთრი მინდვრის თეთრ ნისლში. და გაძლიერდნენ უფრო მეტად და დაელოდნენ უფრო მეტად, დროც მიდიოდა უპრო მეტად და მოლოდინიც უფრო მეტი იყო თეთრი მინდვრის თეთრ ნისლში. რომ შეინაცვლა დრომ ნახევარი დღის, რაღაც მოსწყინდა ლოდინი მხედრებს, დღეც შეიცვალა, თეთრი მინდორიც, თეთრი ხეც და თეთრი ნისლიც, რაღაც ამ ნისლში გამოერია თითქოს შავი ფერი მთელს ჰორიზონტზე გადაჭიმული და და თითქოს ეს თეთრი ნისლი უფრო მღვრიე გამოჩნდა. უფრო და უფრო ერეოდა შავი ფერი თეთრს და უფრო მეტი ჟინი ქონდა თითქოს ერს, შური ეძია ამ თეთრის ამღვრევთ და შემოსძახეს ყიჟინა ერთხმად, არცა ღელავდნენ არცა ჩქარობდნენ იდგნენ ამ თეთრში, მინდორში ხესთან. თეთრ ხესთან და მხოლოდ ქალი ედარდებოდათ, ლამაზი და მეფური გამომეტყველებით,რომ იყო თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი სამოსით. ის კიდე იდგა თითქოს მიჯნური იმ ლამაზ თეთრ ხესთან. იდგა ურყევი და მის თეთრ სახეს არ ეხებოდა სიბრაზე თითქოს. ნნისლი, ის თეთრი ნისლი კი უფრო და უფრო იმღვრეოდა შავი ფერებით, რადგან მოიცვა ის თეთრი ხე და თეთრი ველი. ატყდა ქაოსი, თეთრის და შავის, ხან თეთრი იყო უმეტესი ხან კიდე შავი. ჲუფრო და უფრო ირეოდა ეს ორი ფერი და შემდეგ შეერია მათ საზარელი კიდევ ერთი სისიხლის ფერი წითელი და მან მოიცვა თითქმის ეს დიდი მანმადე თეთრი ველი. დაუნდობელი წარმოიქმნა იქაურობა, დაუნდობელი წარმოიქმნა ის თეთრი ერი, გააფთრებული იბრძოდა შავთან და შეურიეს ბევრი წითელი იმ მცირე ერმა იმ თეთრ მინდორზე იდგა უკლები შავის სისიხლით ერთნი და ორნი იყვნენ სავსენი და უძლეველნი. დღემ შეინაცვლა ისევ და მოაწია ბინდმა. შავიც შემცირდა თითქოს იმ მტრის. თეთრმა უწია მეტი მახვილი და შეამცირა და დაიმონა და გაიგონა ერმა ხმა, თითქოს მთიდან,თითქოს ციდან თეთრი ღრუბლების თეთრი ციდან. და წამოვიდა რა თეთრი ღრუბელი და მიულოცა ცამ გამარჯვება თეთრი ფიფქებით იმ ველზე, ის დიდი ველი შეიმოსა ისევ იმ თეთრით. ნისლი გამოჩნდა ისევ თეთრი ნისლი და ამ ნისლში გამოიარა ისევ მხედარმა, თეთრ ცხენზე ამხედრებულმა დიდი შუბით, თეთრი წვერით და თეთრი სამოსით, მიულოცა ყველას ტრიუმპი, მიულოცა დადოფალს ბრძოლა. შემდეგ ილოცა ისევ მხურვალედ და შეერია იმ ნისლის ფერში, იმ თეთრი ნისლის თეთრ მინდორში,ირგვლივ კი თოვდა თეთრი გუნდებით ამ თეთრ დიდ ველზე გადაშლილზე, თოვდა და თოვდა და აღარ ჩანდა ირგვლივ სხვა ფერი არაფერი, მხოლოდ ამ ველზე იდგა ერთი ხე ერთი თეთრი ხე. სულ მარტო იდგა ამ თეთრ დიდი ველზე, თითქოს რაღაცას უსმენდა არ ვიცი, თითქოს უსმენდა, რადგანაც სიჩუმეს მოეცვა იქაურობა და ერთი მინდვრის ხე, რომელიც იდგა იმ ერთ დიდ ველზე.
გურამ თოდაძე
(ეძღვნება ყველა ქართველ მებრძოლს)

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა