მაიას ფოჩებიანი კამფეტი... » სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
x

მაიას ფოჩებიანი კამფეტი...

მაიას  ფოჩებიანი  კამფეტი...

მაიას ფოჩებიანი კამფეტი...
ბალზაკის ქალი რომ არი ხომ იცით, აი ისეთი, ოცდაათის იქით და ცოტა კიდევ იქით იმ ასაკში აი კიდევ სულ რომ არ უყვართ მაგის გამჟღავნება, ასაკის, სწორედ მაგ წლებში მყოფმა იმოგზაურა ერთმა ძალიან კარგად მოვლილმა იმ ცოტა ზემოთხსენებულმა ქალბატონმა, იცით სად აი კიდევ იქ მაგ ოცდაათ გადაცილებულებს რომ არ უყვართ ხოლმე რაღაც-რაღაცეების გამოჩენა აი კიდევ იმ გვერდების და ზემოთ მხარეს არ ვიძახი, ქვემოთაზე მაქ ლაპარაკი კიდევ იმ გავაგანიერის ქვემოთაზე, ზოგის გავა რომ ვერ ეტევა ერთ ადგილში, (კარებს ვგულისხმობ) ოღონდ ის რომ გადიოდა , აი კიდევ ეს ქალი ეს, იმდენად არ იყო გავაგანიერი და საკმაოდ ლამაზადაც გამოიყურებოდა თან აი კიდევ რა ქვია, ის ფერ-უმარილიაო თუ რაღაც ესვა და არც ისე გადამეტებულად, და რომ გავიდა იმ დიდ ,,პლასჟე,, მერე თვითონ მოეწონა ის ადგილი და ამოწმებდა თუ კი ვინმეს მოეწონა ისევ თვითონ ეს ქალი, მოეწონა რომელია, მოეწონათ მერე და როგორებს სულ წონა-წონა ტიპებს მოეწონათ, აი კიდევ ისეთებს დიდი მერსედეს-ბენცებით რომ დადიან და კიდევ დიდი ღიპები რომ აქვთ ხინკლის კუჭებით გატენილი.
მერე დაიძრა ბრაბუსი , ერთმა იფიქრა ვენაცვალე ამასო ეს თუ დღეს არ მოვიტაცო და აი კიდევ ამ აღელვებულ ტალღებში არ გავაქრო მე არ ვიყო შაქროო თუ რაღაცა თუ ვიღაცა, მეორემ აი კიდევ ვიღაცამ, ეხლა ეს ნაყინზე რომ დავპატიჟო რა ვითომ ვერაო? მესამემ ეს მე ვარ გელაო, ცოტა ცნობილი ტიპი იყო და იფიქრა ქალი მიცნობსო, რაღაც ერთ-ორ სერიალში გაიჩითა და ეგონა მე დავგლიჯავ მაგის შუბასო, მაგრამ არ იცოდა რომ აი კიდევ ეს ქალბატონი სულ არ უყურებდა სერიალს მაგრამ მაინც დაიკიდე, ხოო მაიც რაა ცდილობდა როგორც ყველა, ხოდა ცდილობდნენ რაა... და კიდევ ვიღაც ვიღაცეებიც ზოგი აქტიურად ზოგიც ისე პასიურად. მერე ერთმა უთხრა ოღონდ ამათგან ერთ-ერთმა არა, ვიღაც კიდევ სხვამ, ხომ არ გნებავთ ერთად გავსცუროთო? ამან კიდე გაუღიმა და უთხრა, არაო. - ეე, ეეო,, ჩაიქნია ხელი და შევიდა წყალში ტიპი, თან ის ცოტა ნაცნობები აკვირდებოდნენ, ის ცოტა თვალშეჩვეული ნაცნობები, აბა გაყვება თუ არაო, მოეწონათ ქალის გადაწყვეტილება უარის შესახებ და მოემზადნენ მოქმედებაზე გადასასვლელად. ამათგან ერთ-ერთმა დაასწროთ და მიიჭრა ქალთან ეს ერთი უკვე ცოტა თვალშეჩვეული და დიდი მოწიწებით ნაყინი მიართვა ქალს, მაგრამ რა იცოდა რომ ქანს ნაყინი არ უყვარდა, შემდეგ ოდნავ მოშორებით ჩამოუჯდა და ერთი მოავლო თვალი ირგვლივ კონკურენტებს. მერე ცოტა გათამამებული შეუდგა მასთან არშიყს, ოღონდ იქაურობა მალე დატოვა და თითქოს ასპარეზი სხვას დაუთმოო სხვა კაცს, უბრალოდ ადგა და გამოვიდა. ხოდა მერე მივიდა კიდევ ვიღაც სხვა კაცი და გააბა ესე რა საუბარი ამ ქალთან, იცით თქვენ მე მინდა რესტორანში დაგპატიჯოთო, და იქნებ მთაში ავსულიყავით ან იქნებ საზღვარგარეთ წავსულიყავით, მე ბიზნესმენი ვარო, ესაო და ისაო, აი ეს იახტა ჩემიაო, ეს სახლიც ჩემიაო, ის პიპია ჩემიაო, პი-პოოო, პა-პოოო, პი-პი- პოო, მაგრამ შენი დიდი ხათრი მაქვს მაგრამ ამან არაო, ადგა და ისიც გაბრუნდა უკან სველზე. მერე ცოტა დაიგრუზნენ სხვა კაცები ვაი თუ მივიდეთ და ჩვენც ისევ სველზე გამოგვიშვასო და ცოტა დაუჭირეს თასმებს, მერე კიდევ ცოტა ხანში ერთი კაცი წამოდგა და მიუახლოვდა ქალს გაზეტით ხელში, როცა მასთან მივიდა დაიკუზა ფეხსაცმლის თასმა შეიკრა, ის გაზეთი ქალის გვერდით დადო იქვე ახლოს, შემდეგ წამოდგა ისე რომ ქალისთვის არც კი შეუხედავს და გზა განაგრძო, ქალი უყურებდა მას ოღონდ ისე რაა, ჩუმ-ჩუმად, სხვებიც უყურებდნენ, ისინიც ჩუმ-ჩუმად, ოღონდ ვერაფერს მიხვდნენ და გაატარეს ისე უბრალოდ გაატარეს, მერე ზოგი წყალში ჩავიდა, ზოგი იქთ გავიდა, ზოგი აქეთ გამოვიდა და იჯდა ეს ქალი შეუწუხებელი მშვენიერი მშვიდად. მერე ცოტა ხნის შემდეგ აიღო ის რაღაცა გაზეთი ისე ცნობისმოყვარეობამ სძლია, უბრალოდ გაზეთის წაკითხვა უნდოდა სხვა არაფერი და არც ის აინტერესებდა ის მიწერილი გაზეთზე, სახელი კაცის და მისამართი, ტელეფონის ნომერი და რაღაც ლამაზი სიტყვები, შემდეგ რომ გადაშალა გაზეთი კიდევ იმან გააკვირვა რომ იქ ერთი სნიკერსი იდო, ხოდა მერე მას ხომ ძალიან უყვარდა სნიკერსი და მერე კიდევ რა იცოდა იმ კაცმა რომ ამას უყვარდა სნიკერსი და ამ ყველაფრის გამო რას მოიფიქრებდა რომ აი კიდევ სწორედ მაგ ქალს სნიკერსთან ერთად ის კაციც შეუყვარდებოდა ეს სულ უბრალო და არომანტიკული კაცი. მერე იცით რა მოხდა? მერე მოხდა ის რაც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე, იმ საღამოს ისევ შეხვდნენ , ერთ-ერთ ბარში, მერე ცოტა დალიეს, მერე ცოტა იცეკვეს, მერე გაისეირნეს და ზღვის ნაპირთან ერთ ცოტა ვითომდა შედარებით წყნარ ადგილას ჩაეხუტნენ ერთმანეთს, აი ისე რაა შეყვარებულებმა რომ იციან ხოლმე როგორც მაგნიტები ეტმასნებოდნენ ერთმანეთს და სუნთქვაშეკრულები დიდიხანი კოცნაობდნენ. ეგრე რაა მპუა, მპუას ძახილებით!! და მერე იხითხითეს, ხე-ხე -ხეო ხო-ხო-ხოო ხა-ხაო, მერე კი ესეთი ამბავი იყო ისევ რაა როგორც ღამეს შეეფერება. ზღვის ნაპირის ადგილას, ცხელ ქვიშაზე ცხელი სხეულებით და ტუჩებით ჩაკრულები კოტრიალით გავიდნენ ბოლოში ზღვის ნაპირიდან მეორე მხარეს. და მორჩა ყველაფერი მშვიდად, ცოტაოდენი წამოძახილების შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე ზღვაზე თუ მთაში, ყველგან და ყოველთვის.

გურამი თოდაძე

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა