istoria /ისტორია
x

istoria /ისტორია

istoria /ისტორია

ჩემმა მეგობარმა რომელიც ცხოვრობს ‘Hougang’_ის ქუჩაზე ერთხელ გადაწყვიტა წასულიყო ქალაქში თავის მეგობრებთან კინოს საყურებლად. მან ძალიან იხალისა მგრამ ბოლოს მიხვდა , რომ სახლში წასვლის დრო იყო.
გზაზე სახლისკენ მან შეამჩნია ერთი კაცი რომელიც წიგნებს ყიდიდა, კაცს მთელი სახე თმებით ქონდა დაფარული მხოლოდ თვალები უჩანდა. უცებ ამ კაცმა შემოხედა ჩემს მეგობარს , და უთხრა: “მოდი და იყიდე რომელიმე ჩემი წიგნი, აუცილებლად გამოგადგება” . ეს ყველაფერი მან ჩემ მეგობარს ისეთი ხმით უთხრა, რომ ჩემმა მეგობარმა უარით ვერ უპასუხა. ის ახლოს მივიდა უცნობ კაცთან და დახედა წიგნებს , მისდა გასაოცრად ყველა წიგნი ზებუნებრივ ძალებზე იყო . ჩემი მეგობრის ყურადღება ერთმა კარგად გაფორმებულმა წიგნმა მიიპყრო , მან კითხა უცნობ კაცს :”რაღირს ეს წიგნი?”. უცნობმა კი მიუგო “ეს წიგნი შვილო 25$ ღირს” ჩემი მეგობარ აღშფოთდა :” კიმაგრამ 25$ რაამბავია ” მაგრამ უცნობმა ისე შეხედა ჩემს მეგობარს რომ მას გული გაუსკდა , სხვა რა გზა ქონდა ჯიბეებში ჩხრეკა დაიწყო და რაც აღმოაჩინა იყო 20$ . “მხოლოდ 20$ მაქვს” მიუგა ჩემმა მეგობარმა “არაუშავს მოგცემ მაგ ფასად ” უპასუხა უცნობმა .ჩემმა მეგობარმა სწრაფად აიღო წიგნი და შეტრიალდა სახლში წასასვლელად უცნობმა კაცმა კი მიაძახა :”რაც არ უნდამოხდეს წიგნი ბოლო გვერდზე არ გადაშალო თორემ ინანებ” სახლში მისვლისას მან თავის მშობლებს ჰკითხა ცხოვრობს თუ არა ახლომახლოს უბანში ვინმე წიგნის გამყიდველი , მშობლებმა უპასუხეს რომ ისინი არ იცნობენ ასეთს არავის . ჩემი მეგობარი ავიდა თავის ოთახში და კანკალით დაიწყო წინგის კითხვა თან სულ უცნობი კაცის სიტყვები ახსენდებოდა. კითხვისას მას ჩაეძინა . ცოტა ხნის შემდეგ რომ გამოიღვიძა დაინახა რომ მას ფანჯარა ღია ქონდა და ქარმა წიგნი ბოლო გვერდზე გადაშალა , შიშისგან უცებ თვალები დახუჭა რომ არ შეეხედა ბოლო გვერდისთვის . დიდხანს ცდილობდა რომ არ შეეხედა მაგრამ ბოლოს მისი ცნობისმოყვარეობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა , აიღო წიგნი და შეხედა ბოლო გვერდს. უცებ მის მშობლებს ჩემი მეგობრის შემზარავი ყვირილი მოესმათ. აი რა ეწერა ბოლო გვერდზე!!!!

წიგნის ფასი :2.99 $

ძვირფასო მომხმარებელო მასალის ნახვის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კომენტარი, რათა ავტორს სტიმული მიეცეს უკეთესი სიახლეების გამოქვეყნების შესაძლებლობა. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
memento.ge

საიტზე გამოკითხვა

საიდან გაიგეთ ჩვენი საიტის შესახებ?
Facebook- იდან
სხვა საიტზე ვნახე რეკლამა
მეგობარმა მირჩია
საძიებო სისტემებიდან
შემთხვევით

  ყველა